Home ახალი ამბები საქართველო ჰელსინკის კომისია – ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ

ჰელსინკის კომისია – ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ

41

14 წლის წინ საქართველოში, მსოფლიოსთვის დასანახად გამოვლინდა რუსეთის ძალადობრივი იმპერიული ზრახვები, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისია წერს „ტვიტერზე“ , რითაც აგვისტოს ომს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჰელსინკის კომისია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება.

„ყალბი საბაბით დაწყებული თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ძალებმა მოახდინეს ათობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდა, განახორციელეს უაზრო ნგრევა და დღეისთვის ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვინაიდან რუსეთი აგრძელებს თავის ოკუპაციას და ჩადის გენოციდს უკრაინაში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here