Home რუბრიკები საზოგადოება Good bye, მიშა!

Good bye, მიშა!

დოროტი შტეინი-ელენა ბურჩაკი

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ამორალური ცხოვრების წესის შესახებ ქართული ტელეარხები დუმან, როგორცტრამალები, მისი საქმით განაკვირვები”.

არადა, სათქმელია გამოსააშკარავებელი, რადგან ხალხმა უნდა იცოდეს, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის პირველ პირად არჩეული გვყავდა, ავხორცი და ბოროტი კალიგულა თუ არა, მარკესისპატრიარქის შემოდგომისდიქტატორი, რომლისნამდვილი სახელი (სარაკიასი?) უკვე აღარავის ახსოვს”. ის ხმები, რომლებიც მისი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ ვრცელდებოდა, არც ჭორი იყო, არც ოპოზიციის მიერ შეთხზული მაკომპრომენტებელი მასალა.

რუსმა “ტელევიზიონშჩიკებმა” დაჰკრეს ბარი სააკაშვილის სახელობის ნაკრძალის ყამირ ნიადაგს და იქიდან ისეთი სიმყრალე ამოიფრქვა, რომ ერთი თვის განმავლობაში რუსეთის პოპულარული ტელეარხის პროგრამებში (“Пустъ говорят  და На самом деле”) ამ თემის განხილვის შედეგად სტუდიებში დაგროვებული იპრიტის “სურნელებისგან” ვერა და ვერ გაწმინდეს მიკროგარემო.

ამ გადაცემებში მიშა-სექსუალი საერთაშორისო მასშტაბის კაზანოვად წარმოჩნდა, როგორც მასაჟისტი ქალის _ დოროტი შტეინის, რომელიც დოქტორ დოტის ფსევდონიმით უფრო არის ცნობილი (გერმანია), ახალდაქვრივებული მარია მაქსაკოვასა (უკრაინა) და ელენა ბურჩაკის (რუსეთი) გულთამპყრობელი და ხელგაშლილი საყვარელი.

ჯერჯერობით ამ სამზე აიგო გადაცემები, მაგრამ, როგორც ჩანს, ამით არ დამთავრდება, თუ სააკაშვილისადმი ინტერესი თანდათან არ “განულდა”.

დღეს გთავაზობთ პროგრამა “Íთ ყთსრს ლეოე”-ს 28 აგვისტოს გამოშვების გადმოქართულებულ საგაზეთო ვარიანტს.

სტუდიის ცენტრში, სცენაზე დადგმულ მაგიდასთან ორი ახალგაზრდა ქალი ზის _ მასაჟისტი დოროტი შტეინი (დოქტორი დოტი) და თავისუფალი პროფესიის, პლასტიკური ოპერაციებით აწყობილი ელენა ბურჩაკი.

ორივენი სიცრუის დეტექტორს _ პოლიგრაფს არიან მიერთებულნი. გადაცემა მიჰყავთ ჟურნალისტ დიმიტრი შეპელევსა და რამდენიმე ექსპერტს.

პროგრამის პირველი ნაწილი, რომელიც დოქტორ დოტთან ინტერვიუსა და მისი მონათხრობის ტყუილ-მართლის დადგენას ეთმობა, უინტერესოდ მიმდინარეობს. მასაჟისტი, რომელიც რუსი პოლიციელის ქუდით არის მობრძანებული (წითელ მოედანზე უყიდია), ახალს არაფერს ამბობს და ცდილობს ამ ხარვეზის თავისუფალი ქცევით, უკბილო იუმორით, უადგილო სიცილ-კისკისით, ტრაბახითა და ბაქი-ბუქით გამოსწორებას. ამბობს, რომ მისი კლიენტები იყვნენ ბრიუს უილისი, მომღერლები დევიდ ბოუი და ბრიტნი სპირსი, მუსიკოსი სტინგი.

გოგოლის ხლესტაკოვის უნიჭო ვარიანტია: “პუშკინი უახლოესი მეგობარია. ხშირად ვეკითხები: “რაო, ძმაო პუშკინ?” “ისე რა, ძმაო” _ მიპასუხებს ხოლმე, _ ისე, როგორც ყველა… “დიდი ორიგინალია” (ნ. გოგოლი, “რევიზორი”). აშკარად ეტყობა, რომ ძალიან მოსწონს მრავალმილიონიანი ტელეაუდიტორიის წინაშე გაკეკლუცება და, უცოდველ უბიწოებად თუ არა, პატიოსან, ოჯახის ერთგულ ქალად თავის წარმოჩენა.

მაგრამ, ამ პროგრამაში მოწვეული პროფესიონალების ჯვარედინი დაკითხვის სამიზნეში მოხვედრილი, იძულებულია, აღიაროს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ შესცოდა: ერთხელ ბრიუს უილისთან, მეორედ _ მიხეილ სააკაშვილთან, რომელმაც მას ნარკოტიკული ნივთიერებით გაზავებული ქართული კონიაკი ძალით შეასვა (“ეს ჩვენი ეროვნული სასმელია და, თუ არ გინდა მაწყენინო, ბოლომდე დალიეო”). აქვე ჩაურთავს, რომ მიშასთან შეხვედრამდე არც კი იცოდა, რომ არსებობდა ასეთი ქვეყანა _ საქართველო. ხოლო როცა გააგებინეს, ამერიკის ერთ-ერთი შტატი ეგონა. მოკლედ, მიშა მართალს ამბობდა, როცა გვარწმუნებდა, რომ მსოფლიოს გააცნო საქართველო.

ძალიან რომ მოშინაურდება, ისეთ სიბინძურეს იტყვის მიხეილ სააკაშვილსა და მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, აშშ-ში გადასახლებულ ქართველ ტრანსგენდერზე, რომ მისი ნაამბობის გამეორებით ჩვენს მკითხველებს არ შეურაცხვყოფთ. ÎÐÒ-ს ათეულ მილიონობით მაყურებელმა კი მოისმინა.

ლამაზმანი ელენა ბურჩაკი გადაცემის მეორე ნახევარში მთავარ პერსონაჟად წარმოგვიდგა. ეტყობა, თავს უხერხულად რომ გრძნობს, მოკლე პასუხებით ცდილობს ფონს გასვლას. მიხეილ სააკაშვილზე ამბობს, რომ იგი საინტერესო ადამიანად აღიქვა კიევში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც მეგობარმა ქალმა მიიყვანა.

_ რაზე ლაპარაკობდით? _ ეკითხება წამყვანი.

_ ყველაფერზე და არაფერზე.

_ ალბათ, ამინდზე არ გისაუბრიათ. უთუოდ კომპლიმენტები გითხრათ.

_ ბუნებრივია, რომ კომპლიმენტებით დაიწყო. შემდეგ განვმარტოვდით. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ბოლოს მოსკოვში გავფრინდი.

_ იცოდით, რომ ადამიანი, რომელიც გესაუბრებოდათ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იყო?

_ არა, არ ვიცოდი.

_ როგორ წარმოგიდგათ?

_ როგორც მიხეილი…

_ შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა?

_ დავბრუნდი მოსკოვში. მან ესემესი მომწერა, დაინტერესდა, როგორ ჩავედი, როგორ მიდის ჩემი საქმეები და ყვავილების ძალიან ლამაზი თაიგული გამომიგზავნა.

მოკლედ, ყველაფერი საკურორტო რომანივით დაიწყო და ესემესებით, სატელეფონო საუბრებითა და ძვირფასი ბეჭდების, საყურეების, სამაჯურების მირთმევით გაგრძელდა. შემდეგ მონაკოში მიიწვია დასასვენებლად.

_ დიდხანს გარწმუნებდათ, რომ გაჰყოლოდით?

_ არა!

სტუდიის აუდიტორიას ეცინება:

ბატონკაცური ერთადერთი შეხვედრა და უცებ ასეთი ხელგაშლილობა? თავისთავად ჩნდება შეკითხვა.

_ ასეთი განა რა მოხდა? მე ლამაზი ქალი ვარ, _ განმარტავს ბურჩაკი.

იცის ამ ლამაზმანმა საკუთარი თავის ფასი _ ძვირად ღირებულია. დოტივით არ ისაწყლებს თავს, რომელსაც სააკაშვილმა, მომსახურებისთვის “რაღაც” 2000 ევრო გადაუხადა და ერთი კულონი ჩამოჰკიდა კისერზე.

ცოტა ხანში ბურჩაკი იმასაც იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა (კორუფციის “დამამხობელმა” პრეზიდენტმა, რომელსაც საქართველოს პროკურატურამ 5 მილიონი ლარის მითვისება წაუყენა ბრალად) მას ახალთახალი ავტომანქანა აჩუქა. ეკრანზე ელენას ფოტოსურათი გამოჩნდება, ამ მანქანის ფონზე გადაღებული.

საქართველოში ასე არ დახარჯულა მიხეილი, აქ იაფი უჯდებოდა სასიყვარულო თამაშები…

_ დოროტი, _ მიმართავს წამყვანი მასაჟისტს, _ არ გწყინთ, რომ მიშა ასეთ საჩუქრებს არ მოგართმევდათ?

_ არა. მე შემიძლია, საჩუქრები ჩემთვის თვითონ ვიყიდო! _ ამ წატრაბახებას სტუდიაში მყოფნი ტაშით შეხვდნენ(!).

როგორი იქნება ჩვენებურების რეაქცია ხელიდან გაშვებულ ასეთ პერსპექტივაზე?

ჩალის ფასად ხომ არ გაისარჯნენ?

_ მონაკოში უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. ვცხოვრობდით ძალიან კარგ სასტუმროში, მხიარულად ვატარებდით დროს, ყველაფერი მაგარი (კპუირ) იყო.

დაგიდგეს თვალები, პროვინციავ!

_ თქვენ ამბობთ, რომ რომანი მიხეილ სააკაშვილთან მონაკოში დაიწყო. ამ დროს უკვე იცით, რომ იგი სახელმწიფოს ექსპრეზიდენტია?

_ დიახ.

_ ელენა ამბობს: _ დიახ.

_ ეს მართალია თუ ტყუილი? _ შეკითხვა ექსპერტებს.

_ მართალია! _ დასტურდება პოლიგრაფით.

_ როგორ გაგრძელდა თქვენი რომანი?

_ ორჯერ ჩავფრინდი მასთან კიევში. რუსეთში არ ჩამოსულა. დასასვენებლადაც ჩავფრენილვარ.

_ ბევრი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს სისასტიკე, გაშმაგება, რომელსაც ვერ აკონტროლებს.

_ დიახ, ასეა.

_ ბევრმა ადამიანმა აღიარა, რომ იგი მათ სცემდა. თქვენ გადაურჩით ამ ხვედრს?

_ დიახ, გადავურჩი, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ ადამიანს ძალიან დარღვეული აქვს ნერვული სისტემა. იგი რეაგირებს ყველაფერზე, ძალიან ფეთქებადია. ძალიან ემოციურია. მეშინოდა, რომ რომელიღაც მომენტში მეც მომხვდებოდა. მგონია, რომ ალკოჰოლის ზედმეტად მიღების ბრალია ან სხვა რამის…

_ თქვენ უცემიხართ?

_ სცემდა თავის დაცვას. რამე თუ არ მოეწონებოდა, წვრილმანიც რომ ყოფილიყო, დაიწყებოდა შტორმი.

_ ალბათ, ძალიან გეშინოდათ.

_ ბუნებრივია, მეშინოდა.

_ ეს ადამიანი თქვენ გცემდათ?

_ არა, მე არ ვუცემივარ.

_ თქვენზე ხელი არ აღუმართავს?

_ არა. მისი მხრიდან იყო აგრესიული მოქმედება, მაგრამ ჩემზე ხელი არ აღუმართავს.

_ რას ნიშნავსაგრესიული მოქმედება”?

_ შეეძლო შეეყვირა ჩემთვის, ხელიც მოექნია, მაგრამ, რომ დაერტყა, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა.

_ ელენა რომ აცხადებს, თითქოს სააკაშვილს იგი არ უცემია, მართალია? _ კვლავ შეკითხვა ექსპერტებს.

პოლიგრაფის დამკვირვებელი ექსპერტები ამ შეკითხვაზე პასუხს არ აცხადებენ, რადგან დაზუსტებული შეკითხვა თავად აქვთ:

_ მიხეილთან ურთიერთობისას გქონდათ თუ არა ეჭვი, რომ იგი ნარკოტიკებს მოიხმარს?

_ დიახ.

_ იგი მართალს ამბობს, _ ადასტურებს ექსპერტი.

_ მიხეილი თქვენდამი აგრესიული თუ ყოფილა? _ ეკითხებიან ექსპერტები.

_ დიახ, იყო.

_ რაში გამოიხატებოდა ეს?

_ ჩვენს ინტიმურ ურთიერთობაში.

_ შემოუხევია თუ არა მას თქვენთვის ტანსაცმელი?

_ დიახ, შემოუხევია, შეეძლო დაერტყა ჩემთვის, მაგრამ ეს იყო… _ პასუხს არ ამთავრებს.

_ ეს ძალიან მნიშვნელოვანია: გცემდათ?

_ დიახ.

პროგრამის წამყვანმა ამ ბლიცგამოკითხვის შედეგად მიიღო პასუხი მის მიერ რამდენიმე წუთის წინ დასმულ, მაგრამ ექსპერტების მიერ იგნორირებულ შეკითხვაზე: სცემდა თუ არა სააკაშვილი საყვარელს? ელენამ აღიარა, რომ სცემდა.

წამყვანი:

_ ვწუხვარ, რომ მოგიწიათ ამ ყველაფრის გადატანა, მაგრამ რატომ იცრუეთ, როცა ეს შეკითხვა დაგისვით?

ელენა:

_ იგი მე მცემდა, როგორ გითხრათ, არა ჩვეულებრივ ცხოვრებაში…

ექსპერტი მიმართავს წამყვანს:

_ შეიძლება დავეხმარო ჩვენს თანამოსაუბრეს? _ და თანხმობის მიღების შემდეგ განაგრძობს, _ შეიძლება ითქვას, რომ მიხეილის გეშინიათ?

_ დიახ.

_ შეიძლება ითქვას, რომ ეჭვიანია?

_ მგონია, რომ იგი უფრო მესაკუთრეა.

_ შეიძლება, რომ იგი ახლა დაემუქროს თქვენს სიცოცხლეს?

_ შესაძლებელია, მაგრამ აზრი არ აქვს.

_ შემდეგი შეკითხვა: გითვალთვალებდნენ თუ არა მაშინ, როცა მასთან ურთიერთობა გქონდათ?

_ როცა მანქანით მივდიოდი, ყოველთვის ერთი და იგივე ავტომობილი დამდევდა მთელი დღის განმავლობაში. ჩემს სახლთან ვხედავდი უცნაურ ადამიანებს.

_ ამბობთ, რომ მიხეილი თქვენ მიმართ აგრესიას გამოხატავდა. ეს აგრესია პირად, ახლო ურთიერთობასთან იყო დაკავშირებული?

_ დიახ.

_ უცემიხართ თუ არა?

_ დიახ, მაგრამ ეს იყო ინტიმური ურთიერთობისას, ლოგინში.

ოპაა! არც ახლა დაიჯერებენ ურწმუნო თომები, რომ ერთ პროვინციელ ესტრადისვარსკვლავსმკერდი ჩაუკბიჩა სექსუალურად ატეხილმა პრეზიდენტმა?

კბენის “მეთოდით” მასაჟის პროცედურის გაკეთება ქალბატონმა დოროტიმ მიშასგან ხომ არ გადაიღო? იქნებ _ პირიქით?

ცხოველები!

ექსპერტები განაგრძობენ გამოკითხვას:

_ რატომ შეწყვიტეთ ურთიერთობა სააკაშვილთან?

_ ძალიან მოსაბეზრებელი გახდა.

_ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო აგრესია?

_ აგრესიული იყო.

_ კეთილი. მის ქცევაში თუ იყო რაღაც მანიაკური, შიზოფრენიის მსგავსი რამ?

_ დიახ, იყო.

წამყვანი:

_ მინდა გთხოვოთ, რომ ლენა მსგავსი შეკითხვებით აღარ შეაწუხოთ, მისი პულსი უკვე 137-ია. თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემისას ლენამ ერთხელ მაინც თუ იცრუა?

_ არა!

_ ელენა, თქვენ თქვით, რომ გეშინიათ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის.

_ მე მეშინია ამ ადამიანის.

_ ნანობთ, რომ შეხვდით?

_ არა.

_ გიყვარდათ?

_ არა.

_ გიყვებოდათ თუ არა მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ?

_ მიყვებოდა ერთ კაცზე, რომელმაც აწყენინა.

_ პოროშენკოზე?

_ არა, მაგრამ პოროშენკოზეც ლაპარაკობდა; ამბობდა, რომ მას ამერიკაში ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს, რომლებიც არასოდეს მიატოვებენ და რომ მას თვალის დახამხამებაში შეუძლია პოროშენკოს თანამდებობიდან ჩამოგდება. მიშას იგი სძულდა.

_ კიდევ რისი მოყოლა მოასწრო?

_ მიყვებოდა, რომ დიდი გავლენის მქონე ადამიანია. მეუბნებოდა, რომ რუსეთი ქვეყანაა, რომელსაც მომავალი არ აქვს; უნდოდა, რომ მასთან გადავსულიყავი კიევში. მე კი აქ ვარ, თქვენთან.

პატრიოტობა ითამაშა!

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ ბომი, რომელიც რუსეთის ტელეარხების ეკრანებზე გაშინაურებული პიროვნებაა და აშშ-ის ინტერესების გააფთრებული დაცვით გამოირჩევა. რუსეთისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას ვერავინ დააბრალებს.

წამყვანი მას მიმართავს:

_ მაიკლ, ჩვენ დღეს მრავალი სკანდალური აღიარება მოვისმინეთ. ამ ყველაფრის შემდეგ შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა გაგრძელდება? თქვენ მას ერთხელ უწოდეთ, როგორც ამერიკაში ამბობენ, “გუშინდელი თოვლი” (ქართულად _ შარშანდელი თოვლი ან _ ჭიანი თოვლი, რომელიც ხევ-ხუვებში, გაზაფხულზე აქაიქ შემორჩება ხოლმე).

მაიკლ ბომი:

_ ვიტყოდი, გაჭრილი კარტია, არა მხოლოდ ამ სკანდალების გამო. ეს სხვა ყველაფერსაა დამატებული. ამერიკის ისტებლიშმენტს ვაშინგტონში იგი აინტერესებდა მაშინ, როცა ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მაგრამ, დიდი ხანია, არ არის პრეზიდენტი, პერსონა ნონგრატაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც. იგი ეძებს თავის ადგილს. როგორც პოლიტიკოსი ვაშინგტონისთვის საინტერესო არ არის.

_ თქვენ ადასტურებთ, რომ, როგორც პოლიტიკოსი, საინტერესო იყო ვაშინგტონისთვის?

_ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, დიახაც. სხვათა შორის, ეს მისი ინიციატივა იყო. 2004 წელს, როცა პრეზიდენტი გახდა, ვაშინგტონს სააკაშვილი დიდად არ მოსწონდა.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ იყო იმპულსური, ერთგვარად თავზე ხელაღებული… სააკაშვილს ძალიან უყვარდა აშშ, რადგან იქ სწავლობდა, იქ ცხოვრობდა და იზიარებდა დასავლურ ფასეულობებს. შემდეგ საერთო ენა გამონახეს, მაგრამ დასაწყისში ვაშინგტონი მისდამი განსაკუთრებულ ენთუზიაზმს არ იჩენდა.

_ თქვენი აზრით, მისი კარიერა დამთავრებულია?

_ პოლიტიკური თვალსაზრისით, დიახ!

_ როგორი არჩევანი აქვს სააკაშვილს? მაგალითად, პოლონეთთან დაკავშირებით, სადაც ბევრს მისი სჯერა?

_ შეიძლება სადმე ლექციები წააკითხოს, რომელიმე გონებრივ ცენტრში იმუშაოს. ამ თვალთახედვით შეიძლება ვინმესთვის საინტერესო იყოს, პოლიტიკური თვალთახედვით კი _ არა.

მოკლედ, გუდ ბაი, მიშა, Good Bye!

სიმონ ცისკარიძე

1 COMMENT

  1. სააკიანი ამაზრზენია, ადამიანი სამშობლოს გარეშე, ქართული ტრადიციების მტერი, მოღალატე ქმარი, ადამიანი მორალური და სხვა ნებისმიერი ვალდებულებების გარეშე, კოსმოპოლიტი, ნარკომანი, “მიშა”, “მიშა”, მექალთანე, უზნეო, უპრინციპო, ლაჩარი და ფლიდი. კაცი, ერის სირცხვილი. აი ვინ დაგვასვეს თავზე დასავლურ-დემოტრაკიულმა ძალებმა. მიზანი: ქვეყნის, ერის და ზნეობის დეგრადაცია, მეცნიერების, კულტურის, ეკლესიის და ტრადიციული ღირებულების განადგურება. უზნეო და გაუნათლებელი ხალხის მართვა, უმარტივესია. მათი ტრადიციული სატყუარებია: დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, გენდენური თანასწორება, სექსუალური თავისუფლება, სოდომ-გომორული გადახრები, ტრაკსგენდერებისა და ლესბოსელთა თარეში და აგიტაცია.შედეგი, მცირეწლოვანებისა და ბავშვების სექსუალური აბერაცია. ტელევიზიებსა და პრესაში ეკლესიის ლანძღვა და დაკნინება. ძირს მათი სათავე, დამნაშავე “ნაციონალურ-რესპუბლიკური პარტია და მათი ლიდერები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here