Home ახალი ამბები საქართველო გიორგი გახოკიძე: იმის საწინააღმდეგო მოძრაობის დაანონსება, რომელიც ჯერ არ მომხდარა, წმინდა წყლის...

გიორგი გახოკიძე: იმის საწინააღმდეგო მოძრაობის დაანონსება, რომელიც ჯერ არ მომხდარა, წმინდა წყლის პოპულიზმია

“თუ სახელმწიფო ქმედუნარიანია, მას საიდუმლო სპეცოპერაციების დეტალების გასაჯაროება არ უნდა სჭირდებოდეს”

336
გიორგი გახოკიძე

18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ აუწყა საზოგადოებას. სუსის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერდეკემბერში საქართველოშიევრომაიდნისმსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება.

სუსის მტკიცებით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოწყობისა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის ერთერთი ავტორია საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, მოადგილე, ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის  პირები, მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედიქართული ლეგიონისმეთაური მამუკა მამულაშვილი. სუსის განცხადებით, აღნიშნული სცენარის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება:

დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერდეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა”.

ანალოგიურ გეგმაზე, დიდი ხანია, საუბრობენ საქართველოს კონსერვატიული ძალები. სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კი იმედი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო პრევენციულ ზომებს მიიღებდა, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, რომ ზემონახსენები პირების მიმართ რაიმე ღონისძიება გატარდა. სწორედ ამ მიზეზით, კონსერვატიულმა მოძრაობაალტინფომმოძრაობაანტიმაიდნისშექმნის შესახებ განაცხადა და ხალხს შეკრებისკენ მოუწოდა. მათ ამ ინიციატივას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა

 გვესაუბრება პროზაიკოსი გიორგი გახოკიძე (გიგო რიონელი).

_ ზოგი ამბობს, რომანტიმაიდანიკონფლიქტს გაამწვავებს, რადგან უკრაინაშიც ასე დაიწყო _ ხელისუფლების წინააღმდეგ მაიდანზე გამოსულ ხალხს ანტიმაიდნელები დაუპირისპირდნენ და სროლაც დაიწყოო. ზოგის აზრით, “ანტიმაიდნისშექმნითალტინფოხელისუფლების დაცვას ცდილობს; ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ეს პრევენციაა, რადგან ხელისუფლება უმოქმედოათქვენ რას ფიქრობთ, რომელი ვერსიაა სწორი ან, საერთოდ, რა უნდა გააკეთონ ხალხმა და ხელისუფლებამ მოსალოდნელი არეულობის თავიდან ასაცილებლად?

_ უკრაინელთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მაიდანი მათ საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯი იყო… მე კი მაიდანი საქართველოში 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებას უფრო მაგონებს, ვიდრე “ვარდების რევოლუციას”.

ისე, “ნარინჯისფერი” და “ვარდების რევოლუცია” გაჭრილი ვაშლივით რომ ჰგავს ერთმანეთს, ამას ხვდება ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი; ხვდება იმასაც, რომ უკრაინული მაიდანი განყენებული მოვლენაა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალება იყო, ისევე როგორც 1991-92 წლების პუტჩი საქართველოში, ოღონდ განსხვავებული მიზეზებით.

ჩემთვის მოძრაობა “ანტიმაიდანი” მიუღებელია, ისევე როგორც მიუღებელია დესტრუქციული ძალების მიერ მოწყობილი “მაიდანი” _ ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, მით უფრო, როდესაც მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება გავლენას ახდენს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

ჭეშმარიტი ქართველების ინტერესებში არ არის სამშობლოში გადატრიალებების მოწყობა, მათ ცივილიზებული ფორმებით მოქმედება სურთ. სხვა საქმეა, შეძლებს თუ არა ამას ხელისუფლება.

ხელისუფლებას ხელს არ უნდა აძლევდეს “ანტიმაიდანი”. თანაც, არ მესმის “ანტიმაიდნის” წინასწარ დაანონსება, როცა ჯერ “ქართული მაიდანი” არ გათამაშებულა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაამჟღავნა ინფორმაცია საქართველოში მაიდნის მოწყობის შესახებ, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მზადება დესტრუქციული ძალების მიერ. რისთვის დასჭირდა მას ეს? ქართველი ამომრჩევლისთვის მხოლოდ? არა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს “გარე” მეგობრებისთვისაც დააანონსა. არადა, თუ სახელმწიფოებრივად აზროვნებდა, მაშინ სუს-ს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეცა საიდუმლო და ემოქმედა ჩარჩოებს შიგნით. ეს იგივეა, დამნაშავე კაცის მოკვლა მინდოდეს და მის ნათესავებს ჩემი განზრახვის შესახებ წინასწარ შევატყობინო. ანალოგიურად გამოცხადდა “ანტიმაიდანიც” და მას განვიხილავ წინასაარჩენო კოორდინირებულ ნაბიჯად. ნუ დაგვავიწყდება წინა არჩევნები, როდესაც ანალოგიური რამ ხდებოდა.

2024 წლის არჩევნებამდე ერთი წელი და ერთი თვე დარჩა,  მმართველმა პარტიამ კი არაოფიციალურად უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია, ამის დასტურია რეგიონებში წანწალი. გაცოცხლებული “წამყვანი” ოპოზიციური ძალა სხვა გეგმით მოქმედებს. ოპოზიციონერებისთვის დღეს პრიორიტეტულია ქაოსი, რომელსაც მშვენივრად ახერხებენ გამოზრდილი ლეკვებით, რომელთა გონებრივი შესაძლებლობები არაფრით გამოირჩევა ქვევრის ეფექტისგან.

ჩემი აზრით, იმის საწინააღმდეგო მოძრაობის დაანონსება, რომელიც ჯერ არ მომხდარა, წმინდა წყლის პოპულიზმია და, როგორც აქამდე ხდებოდა, დარბევით დასრულდება.

სახელმწიფო თუ ქმედუნარიანია, მას საიდუმლო სპეცოპერაციების დეტალების გასაჯაროება არ უნდა სჭირდებოდეს. რა ხდება  ამის შემდეგ? ანონსდება კონტრმაიდანი, ანუ “ანტიმაიდანი” და, სუსის განცხადება რომ არა, კონსერვატორთა .. ფლაგმანის მიერ დაანონსდებოდაანტიმაიდანი”? _ რა თქმა უნდა, არა.

_ როგორ ფიქრობთ სუს ამ მიმარათულებით  გათვლა არ ექნებოდა?

_ დიახ, აქვს და შესანიშნავად იცის სამომავლო სცენარიც. გონიერ ადამიანს არ გაუჭირდება იმის მიხვედრა, საით მიმართეს ვექტორი.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ მოვლენების პარალელურად სომხეთი სწრაფად ექცევა დასავლეთის გავლენის ქვეშ, რაც მისი დასასრულის დასაწყისად იქცევა.

პოლონეთი ღიად დაუპირისპირდა უკრაინას. გამწვავდა ვითარება კოსოვოსა და მეტოხიაში _ ეს თითქოსდა სხვადასხვა ლოკალური ცხელი წერტილი სინამდვილეში ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლია.

  სახელმწიფო, ამ მოწყობით, როგორიც დღეს გვაქვს, ვერაფრის გაკეთებას  შეძლებს, გარდა იმისა, რასაც პერმანენტულად ახერხებს წინასაარჩევნოდ. ცალკე მსჯელობის საგანია, გადაწყვეტილებების მიმღები პერსონები და მათი შიში თავიანთი ეკონომიკური კეთილდღეობის ნგრევისა.

_ როგორ უნდა იმოქმედონ საქართველოს მოქალაქეებმა?

_ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვნენ “მაიდნისა” და “ანტიმაიდნის” ღონისძიებებს და სრულად გაემიჯნონ ამ პროცესებს. შემდეგი ნაბიჯი არის არჩევნებზე მისვლა და რადიკალურად განსხვავებული აზრის გამოხატვა ან საერთო ბოიკოტი არჩევნებს და, მასობრივი გამოსვლების პარალელურად, დროებითი მართველი ძალის შექმნა ეროვნული ღირებულებების მქონე პირთა მიერ.

სამწუხაროდ, ამჟამინდელი პოლიტიკური დღის წესრიგისა და მოცემულობის გათვალისწინებით, ხალხის მიერ ამის განხორციელება შეუძლებლად მიმაჩნია. რატომ? _ ქართველთა უმრავლესობამ ღირებულებები, ფასეულობები, რწმენა და ღირსება დავკარგეთ! ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, ჩვენ, ხალხმა, რამის შეცვლა შევძლოთ. ეს მოხდება მაშინ, როდესაც პოლარიზაცია დასრულდება, პოლიტიკური სიმპათიები გაფერმკრთალდება და თითოეულ მოქალაქეში სახელმწიფოებრივი აზროვნება ღრმად გაიდგამს ფესვებს, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესები. სხვა შემთხვევაში განწირულები ვართ.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here