Home ახალი ამბები საქართველო “გილოცავთ და აქვე შეგახსენებთ, რომ ეს გამოჩენილი ფეხბურთელები, ფეხბურთელებად რუსეთში ჩამოყალიბდნენ, აქ...

“გილოცავთ და აქვე შეგახსენებთ, რომ ეს გამოჩენილი ფეხბურთელები, ფეხბურთელებად რუსეთში ჩამოყალიბდნენ, აქ გაიხსნა მათი დიდი ნიჭი!” – გივი ვანიშვილი

224

ფრონტზე ცოტა გვიან მომდის საქართველოდან ახალი ამბები, მაგრამ ძალიან გავიხარე ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წარმატებით!

მინდა, მივულოცო ყველა წესიერ ქართველს საქართველოს ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა ფეხბურთელებმა, როგორც გავიგე, უკომპრომისოდ იბრძოლეს და ამ ბრძოლის შედეგად მიაღწიეს ისტორიულ გამარჯვებას!

გილოცავთ და აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების რამდენიმე წევრი – სოლომონ კვირკველიაზურა დავითაშვილი და, რაღა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია, რუსეთში ჩამოყალიბდნენ გამოჩენილ ფეხბურთელებად, აქ გაიხსნა მათი დიდი ნიჭი. ბრწყინვალე სპეციალისტს, იური სიომინს და არა მარტო მას, დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი სპორტსმენების საერთაშორისო წარმატებაში.

ამას იმიტომ შეგახსენებთ, რომ ვიცი, ტელევიზიის კომენტატორები პრინციპულად არ აღნიშნავენ!

გივი ვანიშვილი,

სატელეფონო კავშირით, ფრონტის ხაზიდან, ნოვოროსია

შეგახსენებთ: გივი ვანიშვილი, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომების მონაწილე, ვეტერანი, რომელიც 51 წლის ასაკში, რუსეთის არმიის რიგებში მოხალისედ ჩაეწერა და ბანდერელების წინააღმდეგ ვაჟკაცურად იბრძვის, 2022 წლის ოქტომბრიდან. ზემოთ წარმოდგენილი ფოტო რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული და ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორისთვის, გულბაათ რცხილაძისთვის გაგზავნილი.

https://ge.news-front.su/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here