Home ახალი ამბები საქართველო გიგი უგულავა – საუბარი, რომ ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულება ვაიძულოთ, საღ აზრს მოკლებულია...

გიგი უგულავა – საუბარი, რომ ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულება ვაიძულოთ, საღ აზრს მოკლებულია – ერთადერთი, რაც მას უნდა ვაიძულოთ, ეს არის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნები

54

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებით, საზოგადოებამ მთავრობას გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება უნდა აიძულოს. როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, იმაზე, რომ საქართველომ წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსი მიიღოს, კოალიციურმა მთავრობამ უნდა იმუშაოს.

„სამოქმედო გეგმა გამოცხადდება და დაველოდოთ, მაგრამ როგორც ვიცი, ოპოზიციის სიტყვით გამოსვლები არ იქნება. ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ შეასრულოს ვალდებულებები, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია, საღ აზრს მოკლებულია, რადგან სხვათა შორის, ამ ხელისუფლებამ ეფექტურად იმუშავა, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უკიდურესი მიამიტობაა კიდევ ველოდოთ, რომ რაღაცას შეცვლის. ვიღაცას შეიძლება შეცვლილი ტონი მოეწონოს, მაგრამ ნდობა პლინტუსს ქვევითაა. ერთადერთი, რაც საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობას, ეს არის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნები. ალბათ, ეს იქნება მოთხოვნები, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია იმიტომ, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში არჩევნები განმუხტვის საშუალებაა. საზოგადოება თანხმდება, რომ ხელისუფლებამ ეს კატასტროფა შეგნებულად, ივანიშვილის მონაწილეობით ჩაიდინა. შესაბამისად, ესენი უნდა წავიდნენ იმიტომ, რომ მერე კოალიციურმა მთავრობამ დაიწყოს იმის გაკეთება, რაც წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელია“, -განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებას ხალხის ეშინია და ოპოზიციასთან ერთად დეპოლარიზაციის შემცირებას სწორედ ამიტომ დათანხმდა.

„ხელისუფლების განცხადებები, რომ ოპოზიციასთან ერთად დეპოლარიზაციის შემცირებისთვის მზადაა, განპირობებულია იმით, რომ ხალხის ეშინია, თუმცა რეალურად, ეს დროის გაწელვაა, რასაც არავინ ჭამს, ამის ბავშვი არავინ არ არის და აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. პოლარიზაციას ვინ იწვევს? – პოლარიზაციას იწვევს ყოველ დილით კობახიძე, რომ გამოდის და სიგიჟეებს ლაპარაკობს, მათი მართული ტელევიზიები, რომლებიც ამის ტირაჟირებას ახდენენ. პოლარიზაციას იწვევს პოლიტიკური დევნა, პატიმრები და პოლიტიკური მართლმსაჯულება. პოლარიზაციას იწვევს, როცა შენს პარტნიორებს დედას აგინებ და ნახევარი ევროპა კრიმინალებად გამოგყავს. ხელისუფლების პასუხისმგებლობა 90%-ია, ხოლო ოპოზიციის 10%. პოლარიზაციის ტონის მიმცემი არის ხელისუფლება“, – განაცხადა უგულავამ.

www.interpressnews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here