Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანიაში ქიმიური ქარხნები ჩერდება

გერმანიაში ქიმიური ქარხნები ჩერდება

100

ლუდვიგსჰაფენში კონცერნ BASF ის ქიმიური ქარხნების კომპლექსმა შეიძლება მუშაობა შეწყვიტოს, _ წერს გაზეთი Wall Steet Journal .

ლუდვიგსჰაფენში ქარხნები მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა რუსული იაფი ბუნებრივი აირის წყალობით, _ აღნიშნავს გამოცემა, _ მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და მათი მუშაობა შეიძლება არარენტაბელური იქნეს.

BASF-ის ქიმიური კომპლექსი 200-ზე მეტ ქარხანას ითვლის და ბუნებნრივი აირის დიდი ნაწილი მას რუსეთიდან მიეწოდება. გერმანიამ, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე ბუნებრივი აირის 50%-ს რუსეთიდან იღებდა, აქამდე ვერ იპოვა ალტერნატიიული წყარო “ჩრდილოეთის ნაკადიდან” ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირების ფონზე”.

სპეციალისტების აზრით, კომპლექსის სწრაფად  გაჩერებასა და შემდეგ ხელახლა ამუშავებას დიდძალი ფული დასჭირდება.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here