Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანელმა მეცნიერმა გეების პედოფილიისადმი მიდრეკილება დაადგინა და… განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა

გერმანელმა მეცნიერმა გეების პედოფილიისადმი მიდრეკილება დაადგინა და… განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა

11369

გერმანიაში, სადაც რამდენიმე წლის წინათ დააკანონეს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება, სკანდალია. სახელოვანი მეცნიერ-ბიოლოგი ამტკიცებს, რომ გეიწყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება პედოფილიით დასრულდეს. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე მისი კოლეგები აღშფოთდნენ და პროფესორი სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულეს. 

მეცნიერი განსასჯელის სკამზე

გერმანიის ქალაქ კასელის რაიონული სასამართლოს შენობა სავსეა, თანამშრომლები აშკარად არ ელოდნენ ამდენი ადამიანის მისვლას. აჟიოტაჟი გამოწვეულია მეცნიერ-ბიოლოგის საქმის სასამართლო განხილვით. ეს არის კასელის უნივერსიტეტის პროფესორ ულრიხ კუჩერას საქმე.

ულრიხ კუჩერა
ულრიხ კუჩერა

აი თვითონ პროფესორიც _ მომღიმარი, მეგობრულად განწყობილი, სასიამოვნო გარეგნობის საშუალო ხნის მამაკაცი. ის დარბაზში შედის თავის ადვოკატებთან ერთად, ესალმება მათ, ვინც მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, მოსმენა გრძელდება 6 საათს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გამოაქვს.

2017 წელს კათოლიკური ინტერნეტგამოცემა Kატჰნეტ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მეცნიერმა თქვა, რომ ერთი და იმავე სქესის პირთა კავშირი არაბუნებრივია და ეჭვი გამოთქვა ბუნდესტაგის გადაწყვეტილების გამო _ ქვეყანაში ყველასთვის დაერთოთ დაქორწინების ნება.

ატყდა სკანდალი. სასამართლომდე საქმე მიიყვანა მეცნიერის სამმა კოლეგამ, რომლებიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისანი არიან, სარჩელი შეიტანეს, აგრეთვე, გეისტუდენტებმა და ლესბოსელმა, რომელიც გაანაწყენა იმან, რომ კუჩერამ არ მოიწონა ხელოვნური განაყოფიერება. კამპუსში გამართეს აქცია მასწავლებლის გადადგომის მოთხოვნით. კანონის მიხედვით, სიძულვილის გაღვივებისთვის, რაშიც ადანაშაულებენ პროფესორს, განსაზღვრულია რამდენიმეთვიანი პატიმრობა ან რამდენიმეათასიანი ჯარიმა.

კუჩერას საქმეზე უკვე ორი სასამართლო სხდომა ჩატარდა. ბოლო სხდომაზე მან წაიკითხა ნაწყვეტი თავისი წიგნიდან “გენდერული პარადოქსი”. ადვოკატები ითხოვენ, რომ ეს წიგნი დაერთოს საქმეს, როგორც დასაცავის განცხადების მეცნიერული მტკიცებულება. ერთ-ერთი მოსარჩელის დაკითხვისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ კუჩერამ ინტერვიუში ილაპარაკა მხოლოდ “შესაძლო საფრთხეზე”, თუმცა მოსარჩელე დარწმუნებულია, ასეთი მოსაზრებები ადამიანებში გარკვეულ შიშს იწვევს. “ეს არის ლამაზად შეფუთული სიტყვები, _ ამბობს 51 წლის მოსარჩელე, _ ეს ტროას ცხენივითაა და თავის საქმეს აკეთებს”.

კუჩერას კოლეგა მამაკაცმა, რომელიც მამაკაცზეა დაქორწინებული, განაცხადა, რომ “სულის სიღრმემდეა განაწყენებული” პროფესორის სიტყვებით.

საბედისწერო ინტერვიუ

ეს ინტერვიუ პროფესორს პოლონელმა ჟურნალისტმა ჩამოართვა. მასალა დაიბეჭდა სათაურით “ქორწინება ყველასთვის: ეს უაზრო გადაწყვეტილება მე არ მაკვირვებს”.

“დაქორწინება ან სქესობრივი აქტის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ წყვილებს. ისეთი ტერმინები, როგორიცაა ჰომოსექსუალური აქტი ან ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება, ბიოლოგიური თვალსაზრისით უაზრობაა”, _ ამტკიცებდა მეცნიერი ინტერვიუში. მისი თქმით, დიდი დრო მიუძღვნა ფსიქიკის ცვლილებებს ბავშვისა, რომელიც ნაშვილები იყო და იზრდებოდა ჰომოსექსუალურ წყვილთან.

“ჩვენი ქრისტიანული პარტიები (მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, ქრისტიანულ-სოციალური კავშირი _ გ.გ.) მხარს უჭერენ გეების ლობის”, _ ამბობდა პროფესორი. 2016 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნზე “გენდერულ პარადოქსზე” მითითებით ის აღნიშნავდა, რომ ერთი და იმავე სქესის პირებს შორის სექსი არ შეიძლება გავუთანაბროთ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, რადგან არ არსებობს ბავშვის გაჩენის პერსპექტივა. აქედან გამომდინარე, ეს ბიოლოგიური თვალსაზრისითაც უაზრობაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში სულ უფრო მცირდება “პოტენციურად ნაყოფიერი ქორწინებების” რაოდენობა, რაც იწვევს შობადობის შემცირებას. “ბავშვიანი ნორმალური ოჯახები პასუხისმგებლობას იღებენ მომავალზე, ისინი იმსახურებენ განსაკუთრებულ სახელმწიფო სტატუსს”, _ ამბობდა პროფესორი და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მოსახლეობა _ ეს არის საზოგადოების პროდუქტიული ნაწილი.

რეკლამა ბერლინის ერთ-ერთ ქუჩაზე
რეკლამა ბერლინის ერთ-ერთ ქუჩაზე

სხვა ინტერვიუებში კუჩერა მწვავედ აკრიტიკებდა ამერიკელ სექსოლოგ ჯონ მანის _ სექსუალური იდენტობის სპეციალისტს. მანიმ წამოაყენა თეორია იმის შესახებ, რომ ბავშვები იბადებიან გენდერულად ნეიტრალური, სექსუალური კუთვნილება კი უყალიბდებათ 5-დან 8 წლამდე. გერმანელმა მეცნიერმა ამერიკელ სექსოლოგს უწოდა “გამხრწნელი, რომელიც ბავშვების ადრეულ არაბუნებრივ სექსუალიზაციას ქადაგებს”.

კუჩერა კატეგორიული წინააღმდეგია იმისა, რომ ჰომოსექსუალურმა წყვილებმა ბავშვები იშვილონ. “თუკი მიიღებენ ამის მხარდამჭერ კანონს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შორს არ იქნება სახელმწიფოს მიერ წახალისებული პედოფილია და ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობა”, _ ამბობს ის და ხსნის: “ძუძუმწოვრების ევოლუციის 150 მილიონი წლის განმავლობაში გაჩნდა უჯრედი დედა-შვილი, ეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კავშირია. ბავშვისთვის დედის წართმევა ან მამის შეცვლის მცდელობა ძალით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა”.

“ბავშვიან ჰეტეროსექსუალურ წყვილებში გამორიცხულია ინცესტი. ეს ტაბუ ინსტიქტის დონეზეა. ჰომოსექსუალურ წყვილში კი არ არის ინცესტისადმი ზიზღი. ამას გარდა, შვილად აყვანილი ბიჭი, როგორც მისი “მშობელი 1” და “მშობელი 2”, 95%-იანი ალბათობით, იქნება ჰომოსექსუალი. ეს კი ქმნის პერსპექტივას საშინელი პედოფილიური სცენარისა _ “სამის ქორწინება”.

იმის გათვალისწინებით, რომ ლესბოსელები უფრო მიდრეკილი არიან პედოფილიისკენ, მათაც ანალოგიური პრობლემები შეექმნებათ”, _ დარწმუნებულია კუჩერა.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო შეტევა მეცნიერზე. ის უნივერსიტეტში გათავისუფლების ზღვარზეა: სტუდენტურმა კომიტეტმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოუწოდა, შეამოწმოს, როგორ ასრულებს პროფესორი “სამსახურებრივ მოვალეობებს”, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მხარს უჭერს მას.

“Kath.net-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ მივიღე დაახლოებით 80 წერილი, მათგან მხოლოდ სამია გაჟღენთილი ჩემდამი აგრესიითა და სიძულვილით. თვით ჰომოსექსუალებიც კი დამეთანხმნენ”, _ ამბობს პროფესორი. “მოხარული ვარ, რომ არსებობენ ისეთი მეცნიერები, როგორიცაა “ბიობოროტმოქმედი კასელიდან”, _ წერენ პროფესორის მხარდამჭერები.

ტოტალიტარული ზედამხედველობა მეცნიერებაზე

ულრიხ კუჩერა მსოფლიოში ცნობილი მეცნიერია, 300-მდე სტატიისა და 13 წიგნის ავტორი. მან, როგორც თვითონ ამბობს, “იცის, როგორ მუშაობს მეცნიერება”.

მცენარეთა ფიზიოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტმა კუჩერამ თავის სფეროში უამრავი რამ აღმოაჩინა. სადოქტორო დისერტაციისთვის დაიმსახურა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “პფაიზერ”-ის სპეციალური პრიზი.

ათეისტი და კრეაციონიზმის (კონცეფცია, რომლის მიხედვით ორგანული სამყაროს (სიცოცხლე) ძირითადი ფორმები დედამიწა და, საერთოდ, სამყარო ღმერთმა შექმნა) მოწინააღმდეგე, ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინების საკითხზე მსჯელობს მხოლოდ ბიოლოგიური მეცნიერების პოზიციიდან. “როგორც პროფესორების ამერიკული ასოციაციის წევრი, მომხრე ვარ თავისუფალი სიტყვის და უარვყოფ ცენზურას. ჩემი მტკიცებები შემიძლია გავამყარო სამეცნიერო ნაშრომებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სამეცნიერო ნაშრომებმა არავინ დააინტერესა სასამართლო სხდომაზე. მე წინააღმდეგი წავედი გეებისა და ლესბოსელებისთვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭებაზე, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გამო, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მეცნიერულ ცოდნას გერმანიაში საფრთხე ემუქრება _ პროფესორებს შეუძლიათ ილაპარაკონ მხოლოდ ის, რაც ხელს აძლევთ პოლიტიკოსებს. ბიოლოგია სერიოზული ზედამხედველობის ქვეშ აღმოჩნდა ტოტალურ სახელმწიფოში”.

ამასთანავე, პროფესორი წინააღმდეგია გეებისა და ლესბოსელების დისკრიმინაციისა და აღნიშნავს, რომ მის მოსაზრებებს ბევრი ჰომოსექსუალი იზიარებს. კუჩერას კვლევებზე მასთან ერთად გეიმეცნიერებიც მუშაობდნენ.

კუჩერა კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას. “იმისათვის, რომ ხმა აღარ ამოვიღო, ბოროტმოქმედად წარმომაჩინეს, _ აღშფოთებულია ის. _ მაგრამ ვერ შემაშინებენ. კვლავ განვაგრძობ მოყოლას საზოგადოებისთვის ქალისა და მამაკაცის, ჰომოსექსუალებისა და ჰეტეროსექსუალების ურთიერთობაზე ბიოლოგიური თვალსაზრისით”.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here