Home რუბრიკები პოლიტიკა Georgia-ს მარიონეტული მთავრობა ამერიკელი ქორების სამსახურში

Georgia-ს მარიონეტული მთავრობა ამერიკელი ქორების სამსახურში

3041
კარიკატურა

ევროპაამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი აგრესიული კამპანია წამოიწყო. უფრო ზუსტად, უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ ეს იქნება უკანასკნელი იერიში, რომელიც რუსეთის დასუსტებითა და დაქუცმაცებით უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, ევროპელებსაც და ამერიკელებსაც აქვთ იმდენი ჭკუა, რომ მსოფლიოს ზე სახელმწიფოს თავად არ შეასკდნენ და ამისთვის ისეთი ქვეყნები გამოიყენონ, რომლებიც მათთან ვალში არიან; რომლებსაც სხვადასხვა საშუალებით ფულს აძლევდნენ; რომლებსაც არასამთავრობოებს უფინანსებდნენ, რათა მათი ინტერესები გაეტარებინათ, ყველაფერი ეროვნული მოეკლათ, რაც მათ მეტნაკლებად მოახერხეს კიდეც.

ევროპა-ამერიკას ღრმად სწამს, რომ ეს სახელმწიფოები უკვე მათზე მომუშავე ზომბებისგან შედგება და, თუ საქართველოს ხელისუფლებას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ მათი მოსაზრება რეალობისგან შორს არ არის, თუმცა ეჭვი გვაქვს, ხალხი სხვა აზრზეა. სხვა აზრზეა თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკული გამოკითხვებითაც კი ნატომ დაკარგა ხიბლი, რომელიც მანამდე ჰქონდა, და ყველა თუ არა, უმრავლესობა მიხვდა, რომ ნატოში შესვლის პერსპექტივა სატყუარაა და ეს სატყუარა უკვე აღარ მუშაობს, თუმცა თითქმის 30 წლის განმავლობაში იმუშავა.

როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეების აზრი სხვაზე უკეთ ამერიკის ელჩმა იან კელიმ იცის და ამიტომაც გაჰკივის: მხოლოდ “ჯაველინები” არ გეყოფათ, იარაღი კიდევ გჭირდებათო.

ორჯერ ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში: 1976 წელს, როცა საქართველოში პირველად ჩამოვედი, ვინმე თუ მკითხავდა, რა დრო დასჭირდება საქართველოს, რომ გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანაო, დაეჭვებით შევხედავდი, რაზე მელაპარაკებითმეთქი. 20 წლის შემდეგ საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მე გეტყვით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუმცა ვერ გეტყვით, როდის, არ ვიცი. მე ვიტყოდი, რომ აქ უმნიშვნელოვანესი მომენტი არის ის, რომ საქართველომ განაგრძოს განვითარება და შეძლოს, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი; ასევე მოახერხოს საქართველოს კონტროლის გავრცელება კონფლიქტის რეგიონებზე, მოახდინოს მათი დაბრუნება და უზრუნველყოს, რომ არავინ არასოდეს მიიტანოს აგრესია ამ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ძალისხმევაში ვეხმარებით საქართველოს; გეხმარებით იმაში, რომ შეაკავოთ აგრესია. ასევე არსებობს უამრავი ტრენინგპროგრამა სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, ასევე მოხდება იარაღის, სისტემების მოწოდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნარის გაძლიერებას, რომ შეაკავოს აგრესია, თუმცა მაინც ბევრი არის დამოკიდებული თქვენზე. ეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შექმნათ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა”, _ განაცხადა კელიმ.

როგორც ჩანს, ამერიკის ელჩს არ სჯერა, რომ ქართველ საზოგადოებას ამ განცხადებით ხელში იარაღს ააღებინებს, ამიტომ იქვე ამბობს, რომ ჩვენი იმედგაცრუება კონკრეტული მიმართულებით სავსებით რეალურია.

“ჩვენ უკვე ჩართული ვართ ჟენევის ფორმატში. მოგეხსნებათ, წელიწადში ოთხჯერ არის ეს შეხვედრა. ალბათ, უკვე დაახლოებით 40-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა. ქართველ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ამ ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რომლებსაც ემსახურება აღნიშნული ფორმატი, თუნდაც ის, რომ შეწყდეს “ბორდერიზაცია”, მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდებოდეს, აღდგეს სავაჭრო კავშირები მოსახლეობას შორის და ა.შ. შედეგი არის ის, რომ პროგრესი ვერც ჩვენ და ვერც ქართველმა საზოგადოებამ ვერც ერთი მიმართულებით ვერ დავინახეთ. მიმაჩნია, რომ პრემიერმინისტრს აქვს სწორი მიდგომა ამ საკითხზე და ჩვენ მხარს ვუჭერთ, გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს. ასეთი ტიპის ფორმატში, აუცილებელია, ჩართონ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება და ძალა. რა თქმა უნდა, იმ მონაწილეებს, რომლებიც ჩართულნი არიან, სურთ პროგრესი, თუმცა გვჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას”, _ განაცხადა კელიმ.

ზევით ვახსენეთ, რომ ევროპა და ამერიკა გადამწყვეტ იერიშზე გადავიდნენ დაცივი ომისეპოქა დაბრუნდა. ახლა მთავარი ის არის, რა პოზიციას დავიჭერთ და მოვყვებით თუ არაცივი ომისნანგრევებში ისე, როგორც ეს წლების წინათ მოვახერხეთ და დასაშლელად განწირულ საბჭოთა კავშირს ზვარაკად შევეწირეთ. სამწუხარო რეალობაა, რომ იმ 15 რესპუბლიკიდან, რომლებიც საბჭოეთის შემადგენლობაში შედიოდნენ, ეკონომიკურად ყველაზე გაჭირვებული საქართველოა, ყველაზე მეტი ტერიტორია ჩვენ დავკარგეთ, ყველაზე მეტი დაღუპული როგორც საშინაო ომებში, ისე თავსმოხვეულ საერთაშორისო მისიებში ჩვენ გვყავს და, რაც მთავარია, ამით წინა ხელისუფლებაც ამაყობდა და ამჟამინდელიც ამაყობს. ის, რომ გმირები გყავს, ცუდი არ არის, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ცოცხალ გმირებს უფრო მეტად გამოიყენებს ქვეყანა, ვიდრე ძმათა სასაფლაოზე განსვენებულებს.

კელის რა ენაღვლება, მალე აიკრავს გუდანაბადს და ამერიკა ახალ არაოფიციალურ მმართველს გამოგვიგზავნის ელჩად, კელი კი ლექციებს წაიკითხავს რომელიღაც უნივერსიტეტში და მოყვება, როგორ ცხოვრობდა ველურ ტომებში და როგორ ასწავლიდა მათ ტირანის წინააღმდეგ ბრძოლას. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამერიკა, როგორც ველურ ტომს, ისე გვიყურებს, გავატარებთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უმარტივეს მაგალითს გეტყვით: ხომ გაიძახის შტატები; აგერ უკვე მეორე ათეული წელია, თქვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ვარ და ნატოში თქვენს გაერთიანებას მხარს ვუჭერო? სანამ ნატოში შევალთ, როგორც ევროკავშირმა მოგვცა უვიზო რეჟიმი, მოგვცეს ისე ამერიკამაც, მაგრამ ნურას უკაცრავად! ამერიკას აქ ვჭირდებით, რუსეთთან საბრძოლველად, თორემ თავის ქვეყანაში რომ შეგვიშვას, იქ ქართველებმა რომ იმუშაონ და ფული იშოვონ, მერე ამერიკისთვის ვინ მოკვდება, მერე ვინ შეებრძოლება უკანასკნელ ქართველამდე რუსეთს?!

კელის განცხადება იქით იყოს და, შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: დადგა დრო, როცა ამერიკამაც, ევროპამაც და მსოფლიომაც გაიგო იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც სამყაროს რუსეთის მხრიდან ემუქრება, ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ და ერთად ვებრძოლოთ რუსეთის აგრესიასო.

ნამდვილად ვერ გეტყვით, ბატონი გიორგი კითხულობს თუ არა თავისი განცხადებების შემდეგ კომენტარებს, მაგრამ კარგი იქნება, თუ თვალს გადაავლებს, რა რეაქცია აქვთ მის ნათქვამზე. იმას არ ვგულისხმობთ, ადრე რომ თქვა: ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება მაქვსო (ამ შემთხვევაშიც საინტერესო კომენტარები იყო), ამ კონკრეტულ განცხადებაზე ვამბობთ.

რუსულ თუ ქართულ ფორუმებზე ჩვენი პრეზიდენტის განცხადებას აქტიურად განიხილავენ. ქართველები მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ქვეყნის პირველ პირს, რუსები კი პირდაპირ წერენ: თუ საქართველოს პრეზიდენტს არ სურს რუსეთთან ურთიერთობა, მაშინ ამერიკისა და ევროპის მაღაზიებში წაიღოს ქართული ღვინო, წაიყვანოს ასიათასობით ქართველი რუსეთიდან და თავად გამოკვებოს; ევროპასა და ამერიკაში გაყიდოს მინერალური წყალი და მერე თქვას, რომ რუსეთი არ უნდა. დროა, რუსეთმა მართლა ასწავლოს ჭკუა საქართველოს და მიუჩინოს ის ადგილი, რომელსაც, ამდენი წელია, ასე დაჟინებით ითხოვს…”

როგორია? ვინმეს ჰგონია, რომ რუსები ამ განცხადების შემდეგ სხვაგვარად იფიქრებენ? ვინმეს ჰგონია, რომ აგრესიულ პოლიტიკასა და იარაღის ჟღარუნზე ყურადღების გამახვილებაზე ტაშს დაგვიკრავენ? მხოლოდ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს რომ დაერიოს გაბრაზებული რუსეთის მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობის მესამედს გაავლებს მუსრს! ეს გვინდა? თუ მერე ვიტყვით, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები ირღვევა? ახლა რატომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბევრი არალეგალი გვყავს რუსეთში და ამით მათ უფლებებს ვარღვევთ? თუ გვგონია და ილუზია გვაქვს იმის, რომ რუსეთმა ეს არ იცის? არ იცის, რომ საქართველოს მოსახლეობის მესამედს არჩენს და კვებავს?

რეალობა ასეთია _ “ცივი ომის” სუსხი უკვე ტრიალებს მსოფლიოში და იმის ძახილი, რომ რუსეთს მხოლოდ ჟანგიანი ტანკები ჰყავს, არაფერს მოგვიტანს. ისეთი დაჟანგული ნამდვილად არ იქნება, საქართველომდე ვერ მოაღწიოს… მერე კი ევროპაცა და ამერიკაც შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლებიან, სხვას მათგან არაფერს უნდა ველოდოთ, რადგან ერთხელ უკვე ვნახეთ, როგორ ამოგვიდგნენ მხარში და რეალურად როგორ დაგვეხმარნენ. რუსულ ფორუმებზე ისიც დაიწერა: რამდენიმე ჰალსტუხი გაუგზავნეთ საქართველოს პრეზიდენტს, დასჭირდებაო. არის თუ არა ეს პირდაპირი მუქარა? ჩვენ გვგონია, რომ არის და ლოგიკურიცაა _ როცა სხვას ემუქრები, უნდა ხვდებოდე, რომ ის გულხელდაკრეფილი არ დაიწყებს ლოდინს: აბა, ვნახოთ, საქართველო როდის დამიპყრობსო. და ამის ფონზე, აზერბაიჯანში თავდაცვის მინისტრისა და პრემიერმინისტრის ვიზიტი, აქაოდა, რუსეთს ორი ფრონტით შევუტიოთო, პოლიტიკურ სიბრიყვესთან ერთად, ღალატი გვგონია, ერის ღალატი!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here