Home ახალი ამბები მსოფლიო გაზი დაიკარგა. „გაზპრომის“ მიერ მოლდოვასთვის მიწოდებული საწვავი უკრაინაში „დასახლდა“

გაზი დაიკარგა. „გაზპრომის“ მიერ მოლდოვასთვის მიწოდებული საწვავი უკრაინაში „დასახლდა“

96
გაზი დაიკარგა. „გაზპრომის“ მიერ მოლდოვასთვის მიწოდებული საწვავი უკრაინაში „დასახლდა“

გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მოლდოვასთვის მიწოდებული გაზის მოცულობის ნაწილი ადრესატამდე არ აღწევს და გზად, უკრაინის სატრანზიტო ტერიტორიაზე „სახლდება“. „უკრაინის ტერიტორიის გავლით „მოლდოვაგაზისთვის“ მიწოდებული გაზის მოცულობა აღემატება მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე გადაცემულ ფიზიკურ მოცულობას”, – ნათქვამია გაზის მონოპოლიის განცხადებაში.

„გაზპრომში“ დათვალეს, რომ „მოლდოვაგაზმა“ მიიღო 52,52 მილიონი კუბური მეტრით ნაკლები, ვიდრე გაგზავნილი იყო. სწორედ ეს განსხვავება “დასახლდა” სადღაც უკრაინაში.

მოლდოვაში ენერგეტიკის სექტორში ძალიან დაძაბული ვითარებაა და უკრაინიდან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ ის მხოლოდ გაუარესდა. გაზის კონტრაქტი „გაზპრომს“ და „მოლდოვაგაზს“ შორის 2021 წელს 5 წლის ვადით გაფორმდა. კიშინიოვი, თუმცა დიდი სირთულეებით, მაგრამ ცდილობს დაიცვას იგი. ბოლო გადახდა დროულად განხორციელდა, 21 ნოემბერს, მაგრამ გადაიხადეს ლურჯი საწვავის მხოლოდ რეალურად მიღებული ოდენობის, „გაზპრომმა“ კი გაზი სრულად მიაწოდა და უკრაინაში „დასახლებული“ საწვავის ფულს ელოდება. 21 ნოემბრის მდგომარეობით, თითქმის 25 მილიონი კუბური მეტრი გადაუხდელია და მონოპოლიაში, სატრანზიტო დისბალანსის შენარჩუნების მიზნით, იმუქრებიან, რომ 28 ნოემბრიდან დაიწყებენ მიწოდების შემცირებას. უკრაინის ხელისუფლება შექმნილ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს. შესაძლოა, გაზის დანაკარგზე პასუხისმგებლობა კიშინიოვს ეკისრება, კიევი კი მხოლოდ მოლდოველი კოლეგების სურვილებს აკმაყოფილებდა.

“რა თქმა უნდა, უკრაინას ტექნიკურად შეეძლო სატრანზიტო გაზის უნებართვო მითვისება, – ამბობს ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსეი გრივაჩი, – მაგრამ, ალბათ, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კიშინიოვსა და კიევს შორის შეთანხმებულ ქმედებებზე. მაგალითად, მათ სურდათ გამოესწორებინათ ტექნიკური დისბალანსი გაზის გადამცემ სისტემაში (წნევა, ღამის/დღის რეჟიმი და მრავალი სხვა). როგორც წესი, ასეთი საკითხები მოლაპარაკების გზით წყდება, მაგრამ ვინაიდან ეს უკვე სისტემური გახდა და მოლდოვის მხარე უარს ამბობს სრულად გადახდაზე, ეს გახდა „გაზპრომის“ მკაცრი განცხადების მიზეზი.

გარდა ამისა, მოლდოვის ხელისუფლება ზამთრისთვის ემზადება, იყენებს სხვადასხვა კვაზი-საპირისპირო სქემებს გაზის ფასის შემცირების იმედით. შესაძლოა, კიშინიოვი უბრალოდ ტოვებს რუსული გაზის ნაწილს უკრაინის მიწისქვეშა საცავებში, აპირებს მის „ამოწევას“ და ზამთარში გამოყენებას. ყოველ შემთხვევაში, ინიციატივა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევიდან მოდიოდეს, დიდი ალბათობით, იდეის ავტორები კიშინიოვში არიან, რის გამოც „გაზპრომმა“ მიმართა „მოლდოვაგაზისთვის“ მიწოდების შემცირების მუქარას“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here