Home ახალი ამბები საქართველო გაყიდული სულები

გაყიდული სულები

ანუ ფაშინიანიც ზელენსკის გზას დაადგა

907

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა შარშან, ოქტომბერში, სომხეთს სტუმრობდა. პრესკონფერენციაზე მან დაადასტურა, რომ საფრანგეთი სამხედრო შეიარაღების მიწოდების მიმართულებით სომხეთთან თანამშრომლობას დაიწყებს.  “შევთანხმდით, რომ საფრანგეთი სომხეთთან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც სომხეთს თავდაცვისთვის სამხედრო შეიარაღებას მივაწვდით “,  – განაცხადა კატრინ კოლონამ. მინისტრმა წასვლისას  ემოციით გაჯერებული სიტყვები წარმოსთქვა: “მეამაყება, რომ ჩემი ქვეყანა თქვენი უახლოესი და, შესაძლოა, ყველაზე ერთგული მეგობარია”.

სომხეთში კატრინ კოლონას ვიზიტიდანცოტა ხნის შემდეგ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტი ლეკორნუ აცხადებდა, რომ პარიზი და ერევანი ასრულებენ მოლაპარაკებებს შეთანხმებებზე, რომლის შემდეგაც საფრანგეთი სომხეთს შეიარაღებას მიაწვდის. მისი თქმით, საუბარია საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაცემაზე. მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავისი მოსახლეობა და საზღვრები. დავასწრებ მოვლენებს და ბარემ აქვე ვიტყვი: მთელი ევროპაამერიკის მიერ მიწოდებულმა შეიარაღებამ უკრაინა ვერ დაიცვა და საფრანგეთმა ისეთი რა შეიარაღება უნდა მიაწოდოს სომხეთს, რომ მან თავის დაცვა შეძლოს იმ ვითარებაში, ოგორ  ვითარებაშიც უკრაინა აღმოჩნდა? პრეზიდენტი მაკრონი ნუთუ ვერ ხვდება, რომ უკრაინელი ხალხის ყველაზე დიდი მტრობა მისთვის შეიარაღების მიწოდებაა, რაც ასჯერ და ათასჯერ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ომისკენ წაქეზებას ნიშნავს; მით უფრო, როდესაც აშკარად ჩანს, რომ სომხეთსაც ისეთივე გონებასუსტი ლიდერი ჰყავს, როგორც უკრაინას.

სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და მისი უსაფრთხოების გარანტი წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია იყო, მაგრამ  ბოლო პერიოდში ერევანსა და მოსკოვს შორის თავი იჩინა აშკარა პოლიტიკურმა უთანხმოებამ. სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას „სტრატეგიულ შეცდომად” მიიჩნევს და „სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების  დროს გამოჩენილი უმოქმედობის გამო” რუსეთს მწვავედ აკრიტიკებს.

აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებისას რუსეთი უმოქმედოდ არ ყოფილა. მან დიდი როლი შეასრულა სისხლისღვრის შეჩერებისა და შეიარაღებული კონფლიქტის მოლაპარაკების რეჟიმში გადაყვანის საქმეში, მაგრამ ფაშინიანს ეს არ აკმაყოფილებდა, მას სურდა, რომ რუსეთი სომხეთის გვერდით დამდგარიყო და კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო, რაც, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის უდიდესი შეცდომა იქნებოდა. გასული წლის 17 ოქტომბერს ფაშინიანი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და  მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პოლიტიკა. რეაქციამაც არ დააყოვნა: ფაშინიანი ზელენსკის გზას დაადგა“,  – ასეთი იყო რუსული ვერდიქტი.

არანაკლებ ხისტი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილამ ალიევის რეაქცია: „ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, რომელიც ტრადიციული წყაროებიდან მოედინება, არ წყდება. საფრანგეთის მიერ სომხეთის შეიარაღება ერთადერთ მიზანს ემსახურება – ჩვენ ვყავდეთ მუდმივი დაძაბულობის ქვეშ”. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, საფრანგეთი ის სახელმწიფოა, რომელიც აიარაღებს სომხეთს, წვრთნის მის სამხედრო მოსამსახურეებს, აქეზებს მათ და ამზადებს ახალი ომისთვის. როდესაც მე ვთქვი, რომ საფრანგეთის მოქმედება კავკასიაში დაძაბულობის ესკალაციას ემსახურება, სწორედ ეს მქონდა მხედველობაში“.

ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც გამოცემა „პოლიტიკოს” ცნობით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატის წევრებთან დახურული სატელეფონო ზარის გამოყენებით ისაუბრა  სამხრეთ სომხეთში აზერბაიჯანის შეჭრის რისკზე. გამოცემის ამ ინფორმაციას (ანუ იმას, რომ ბლინკენმა მართლაც გამართა ასეთი შინაარსის საუბარი) სახელმწიფო დეპარტამენტმა, მართალია, „არაზუსტი” უწოდა, მაგრამ ნათქვამია,  კვამლი ხანძრის გარეშე არ არსებობს.

სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბიოგრაფია ორი თვალსაზრისით არის საინტერესო: თვითონ ვინ არის და როგორ აღმოჩნდა სომხეთის ხელისუფლების სათავეში? ვინ არიან მისი წინაპრები პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილების თვალსაზრისით?

2018 წელს სომხეთში  სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაემხო სერჟ სარქისიანის ხელისუფლება და მთავრობის სათავეში აღმოჩნდა განუყრელი ზურგჩანთით ცნობილი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც მთელ ამ პროცესს ,,ხავერდოვანი რევოლუცია’’ უწოდა. მოგეხსენებათ, რომ ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები ამერიკული პოლიტტექნოლოგიების შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ისინი წარმატებით იყენებენ მრავალ სახელმწიფოში, როგორც მათ მიმართ არალოიალურ და არამორჩილ მთავრობათა დასჯის მექანიზმს. საიდუმლო არავისთვის არის,  რომ სერჟ სარქისიანი, რომელიც ღიად პრორუსული ორიენტაციის სომეხი სახელმწიფო მოღვაწე იყო, ამერიკელებმა ფერადი რევოლუციის ტექნოლოგიის გამოყენებით დაამხეს და იგი ამერიკისმეხუთე კოლონისწარმომადგენელ ნიკოლ ფაშინიანით ჩაანაცვლეს. ფაშინიანმა ბევრი იწრიალა,  რუსეთისთვის მისაღები მოღვაწის იმიჯი რომ შეექმნა, მაგრამ, როდესაც მთელი სიმკაცრით დადგა საკითხი – ან აქეთ, ან იქით, იგი იძულებულია, დარჩეს მისი ნამდვილი პატრონების სამსახურში, რადგან ოდესღაც გაყიდული სული თავისუფალი არჩევანის საშუალებას აღარ უტოვებს. ეს არის პასუხი შეკითხვაზე:  ვინ არის და როგორ მოექცა სომხეთის მთავრობის სათავეში ნიკოლ ფაშინიანი?

პასუხს შეკითხვაზე-  ვინ იყვნენ ნიკოლ ფაშინიანის წინაპრები? –  მის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მასალაზე მკითხველთა გამოხმაურებები გვაძლევს. პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამტკიცებდა, რომ ბაბუამისი (ნიკოლ ფაშინიანი), რომლის სეხნიაც თვითონ არის, მსახურობდა 138-ე მსროლელი დივიზიის 554-ე პოლკში. პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავისი სტატუსი დაამთავრა სიტყვებით:  დიდება გმირებს!

მალე გამოჩნდა მამხილებელი კომენტარები, რომლებშიც  ნათქვამი იყო, რომ ბაბუა ფაშინიანი გერმანელი ფაშისტების მხარეს გადასულა და მათ მხარდამხარ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. კომენტარებში გამოჩნდა უფროსი ფაშინიანის პორტრეტიც და დოკუმენტიც, რომლებიც ადასტურებს, რომ იგი (ნიკოლაი ვართანის ძე ფაშინიანი), რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ნამდვილად იმყოფებოდა გერმანელთა აღრიცხვაზე.

შესანიშნავად მესმის, რომ ბაბუას მიერ ჩადენილი გმირობა ან ღალატი შვილიშვილისთვის ვერც ალიბი იქნება და ვერც სამხილი, მაგრამ გენეტიკური მსოფლმხედველობრივი კუთვნილება ისეთი ოხერი რამ არის, რომ მისი ბოლომდე უგულებელყოფაც არ გამოდის. ხომ ხედავთ, რომ ის ისტორიული სიმახინჯე და უსამართლობა, რომელსაც  საუკუნეების წინათ გვარიშვილობა და წოდებრივი განსხვავება ერქვა, დღემდე ცოცხლობს. სამეფო გვარის წარმომადგენლები დღემდე საუბრობენ სამეფო ტახტზე  და თავადაზნაურთა წარმომადგენლები დღემდე   ეპოტინებიან თავადაზნაურობას. პოლიტიკური მსოფლმხედველობაც ასე გადადის თაობიდან თაობაზე. შვილები და შვილიშვილები მამა-პაპათა კვალზე დგებიან და მათ ემსგავსებიან. ოდესღაც დამარცხებული იდეოლოგიის წარმომადგენელთა შთამომავლებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში  მიჰყვებათ რევანშისტული განწყობა და შესაფერის ვითარებას  ხელიდან არასოდეს უშვებენ. ალბათ, ამის შედეგიც არის ის, რომ ნიკოლ ფაშინიანი საბოლოოდ აღმოჩნდა უკრაინელი ფაშისტების მხარეს. ერთ-ერთ განცხადებაში ფაშინიანი ამბობდა: მე უკვე ვთქვი, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში და ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია. ეს ხომ სხვა არაფერია თუ არა უკრაინის მოკავშირეობა, რაც, საბოლოო ჯამში, დასავლეთის მოკავშირეობას, ანუ რუსეთის ღალატს ნიშნავს. შვილიშვილი ნიკოლ ფაშინიანი ფაშისტების მხარეს გადასული პაპის პოლიტიკური იდეალებისღირსეულიგამგრძელებელი აღმოჩნდა. ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა და ფაშისტური სულისკვეთების ორი მონათესავე სული კიდევ უფრო დაუახლოვდება ერთმანეთს, მაგრამ რას უქადის ეს ჩვენს მეზობელ და მეგობარ სომეხ ხალხს? ამ შეკითხვაზე პასუხის ჩამოყალიბებისგან თავს შევიკავებ, თუმცა რა ჩამოყალიბება სჭირდება იმ აზრს, რომლის ნათელი და მეტყველი მაგალითი უკრაინის ტრაგიკული მოვლენების სახით უკვე გვაქვს?!

დასასრულ, მხოლოდ იმას დავძენ, რომ დასავლეთში ასე აღზევებული ფაშიზმი და რუსოფობია ევროპას ახალი ნიურნბერგის მიმართულებით მიაქანებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი  იქამდე ბაიდენის, შოლცის, სუნაკის, მაკრონის, ზელენსკის, ფაშინიანის, ზურაბიშვილის (ყველას ვინ მოთვლის) მსგავსი გაყიდული სულები მთელ მსოფლიოს ბირთვულ აპოკალიფსში არ ჩაძირავენ.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                  

1 COMMENT

  1. სამწუხაროა ბატონო ვალერი მაგრამ თქვენი წინასწარმეტყველება აუცილებლად აუხდებათ სომხებს თუ მანამდე ფაშინიანს არ მოიცილებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here