Home ახალი ამბები საქართველო გახარიას “წიხლი”, მიშას “სიყვარულის ბუშტი” სალომე ზურაბიშვილისადმი და ხაზარაძის “მანევრები” – ვინ...

გახარიას “წიხლი”, მიშას “სიყვარულის ბუშტი” სალომე ზურაბიშვილისადმი და ხაზარაძის “მანევრები” – ვინ იქნება ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი?!

204

სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში წლიური მოხსენების დროს გაჟღერებული ინიციატივის “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” ფარგლებში, პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე დაიწყო. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მზაობა გამოთქვა, პრეზიდენტთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხს, სოციალულ ქსელში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და ყველა დასავლურ ძალას შესთავაზა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე ჩამოყალიბდნენ. სააკაშვილის შეთავაზებასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსს ვახტანგ ძაბირიძეს ვესაუბრეთ

– მიშას ჰგონია, რომ რადგან თვითონ იტყვის, ეს საბოლოო სიტყვაა და მის ნათქვამს ყველა აიტაცებს. ასე მარტივად საქმე არ იქნება. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს საკითხი თუ ვინ იქნება პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი, გარდა ამისა, საარჩევნო კოლეგია არ შედგება მხოლოდ პარლამენტისგან, შედგება ადგილობრივი წარმომადგენლობებისგან რეგიონებში. მე არ ვიცი, რა თანაფარდობა იქნება, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, “ქართული ოცნების” მონაწილეობის გარეშე ეგ თემა ვერ და არ გადაწყდება. კანდიდატი შეიძლება ვინმემ დაასახელოს, მაგრამ აქაც პრობლემაა, იმიტომ, რომ არჩევნების შემდეგ, კარდინალურად სხვა ვითარება არის ხოლმე ქვეყანაში, ვიდრე არჩევნებამდე. შესაძლოა, ახლა ზურაბიშვილის ლიდერობა ოპოზიციისთვის პრობლემას არ წამოადგენდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგაც ასეთივე განწყობები იქნება მის მიმართ იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას გაუჩნდება სურვილი, მისი კანდიდატი გახდეს პრეზიდენტი. არ მგონია, რომ თავად “ნაციონალურმა მოძრაობამ” და სააკაშვილმა, თუ წარმატებას მიაღწევენ არჩევნებში, გაიხსენონ, რასაც ახლა ლაპარაკობს მიშა. უბრალოდ დღეს ეს სჭირდებათ, ამიტომაც არის ამაზე საუბარი.

– თვითონ ფაქტი საინტერესო, რომ სააკაშვილმა ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და უნდა მასთან გარკვეული სახის კომუნიკაცია…

– რაც უფრო აქტიური იქნება სააკაშვილი, მით უფრო მომგებიანი იქნება ეს “ქართული ოცნებისთვის”. რაც მეტ პოლიტიკოსზე იტყვის ჩემი ძმა და მეგობარიაო, “ქართული ოცნება” ამას გამოიყენებს პროპაგანდისთვის. მათ ხომ მარტივი ალგორითმი აქვთ – ყველა, ვინც მათთან არ არის, არის “ნაციონალი”. ზოგადად, “ნაციონალურ მოძრაობას” და ოპოზიციას თუ წარმატების მიღწევა უნდა, კარგი იქნება, თუ მიშას დააოკებენ და მშვიდად იქნება არჩევნების პერიოდში. მიშას სურს, რომ წარმოაჩინოს თავი, თითქოს ის არის ყველაზე ძლიერი ფიგურა ოპოზიციაში და მის სიტყვას აქვს გავლენა. მიშა დღესაც თვლის, რომ ივანიშვილის და “ქართული ოცნების” საპირწონე არის თვითონ და “ნაციონალური მოძრაობა”. “ქართული ოცნებასაც” ეს აწყობს, ამიტომ როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, აქ არის ინტერესთა თანხვედრა. რასაც მიშას ამბობს, “ქართული ოცნება” ამას იყენებს და აშინებს შუაშისტ ამომრჩეველს, რომ – აი, მიშა მოდის.

 “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოთქვა მზაობა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან თუ იქნება თანხმობა, რომ მათთან დაიწყოს რაიმე სახის კონსულტაცია?

– არ მგონია, კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ასეთი რამ მოხდეს. ზურაბიშვილისთვის ეს იქნება წვალებით მოპოვებული რეიტინგის განულება. მომენტალურად მისი რეიტინგი წავა მინუსებში, ამას დიდი განჭვრეტა და ანალიზი არ სჭირდება. მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, რით დასრულდება “ნაციონალებში” დაწყებული განხეთქილება. თუ მელია შექმნის თავის გუნდს, საერთოდ კატასტროფა იქნება თუ მიშას მხარეს აღმოჩნდება პრეზიდენტი. ასე რომ, არ მგონია სალომემ ეს გააკეთოს. ამ ყველაფერში ვგულისხმობ იმასაც, რომ ის მიშას არ შეიწყალებს.

 დავუშვათ, შედგა პრეზიდენტისა და “ნაციონალური მოძრაობის” რაიმე სახის ალიანსი, როგორ შეიცვლება ამით პოლიტიკური სიტუაცია?

– ქართული პოლიტიკისთვის გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია – ისეთი რამეები ხდება და ისეთებს ვისმენთ, მაგრამ რატომ უნდა გააკეთოს ეს სალომემ, არ მესმის. მიშას მიმართ აღძრული არის რამდენიმე საქმე. სალომე როგორც კი შეიწყალებს ერთ პუნქტზე, მაშინვე დაიჭერენ სხვა მუხლით. ახლა მათ აწყობთ ისეთი მიშა, დღეს როგორიც არის. ჩემი ვარაუდით, მიშა არჩვენების პერიოდში იქნება ძალიან აქტიური, მუდმივად ილაპარაკებს, რომ დიდი გაერთიანება უნდა მოხდეს და ერთიანი ძალებით უნდა შეუტიოთ და ა.შ. ანუ მიშა, ყოველთვის მისცემს საკვებს “ქართული ოცნების” პროპაგანდას. არჩევნების შემდეგ, კიდევ რას გააკეთებს, კაციშვილმა არ იცის, ყველაფერი მოსალოდნელია. მათ შორის გავრისკავ და ვიტყვი, რომ თუ არჩევნების შედეგები დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილმა არჩვენების შედეგები აღიაროს, როგორც ეს გააკეთა 2012 წელს. ერთადერთი გზა, რომ ციხეს თავი დააღწიოს, არის ეს.

– პრეზიდენტის ზემოხსენებული ინიციატივის შედგომი ეტაპზე შესაძლოა თუ არა, რომ ახალი პოლიტიკური ალიანსები ვიხილოთ?

– სალომე ამბობს, რომ არ გადადგება. აბა, მაშინ როგორ უნდა მოხდეს გაერთიანება?! კიდევ ერთი არაფორმალური გაერთიანება უნდა მივიღოთ? ამას გვთავაზობს? თუ გადადგომას და რაიმე სერიოზულის გაკეთებას აპირებ, ს ეს სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. ასე მარტივი ვითარება ქვეყანაში არ არის. ხალხს აქვს ძალიან დიდი იმედგაცრუება მთლიანად პოლიტიკური სფექტრის მიმართ. ამომრჩევლის შემოტრიალება, დარწმუნება, რომ მას უნდა მისცენ ხმა, არ იქნება მარტივი. ჯერ რა გაერთიანებაზეა ლაპარაკი, ვინ მოიაზრება? – იქნებიან “ნაციონალები” თუ არა? ან მათი განშტოებები – რთული თემებია. ასე მარტივად ეს არ ხდება. დრო რჩება ძალიან ცოტა. მე კი ვთქვი, რომ ზურაბიშვილის რეიტინგი იმატებს – მეთქი, მაგრამ არც ისეთი რეიტინგი აქვს, რომ ქუჩაში, გამოსვლის შემთხვევაში მთელი რუსთაველი გადაჭედოს – არ არის ეგრე. ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ მსხვილი გაერთიანებები უნდა შეიქმნას.

– კერძოდ?

– პირველი არის “ქართული ოცნება”, მეორე – “ნაციონალური მოძრაობა”, მესამე – “ნაციონალური მოძრაობიდან” წარმოშობილი პოლიტიკური ჯგუფები, მეოთხე – “ქართული ოცნებიდან” წამოსული გახარია , მეხუთე – დანარჩენი ოპოზიცია. თუ გაერთაინებაზეა საუბარი, ყველაზე კარგი იქნება, გახარიას და “ლელოს”, დაჯგუფება, პლიუს ანა დოლიძე და ელისაშვილი. ეს იქნება საკმაოდ ძლიერი გუნდი, რომელსაც ექნება პრეტენზია, რომ იყოს ლიდერი პარტია ოპოზიციურ ფლანგზე.

 გახარიას პარტიამ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. თქვენი აზრით, რა თამაშს თამაშობს პარტია “საქართველოსთვის”?

– პარტია “საქართველოსთვის” ცდილობს დამკიდრდეს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. ოპოზიციურ ფლანგზე, “ნაციონალების” შემდეგ, გახარიას ყველა გამოკითხვით, ყველაზე უკეთესი სასტარტო პირობები აქვს. თუმცა გახარიას საქმე არ არის ასე მარტივად. წარმოვიდგინოთ, რომ “ლელომ” მოახერხა და გააერთიანა – დოლიძე, საპარლამენტი ჯგუფი, და ელისაშვილი. ამ ფონზე გახარია შესაძლოა, მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს. გახარია და “ლელო” ერთ ელექტორალურ ჯგუფზე მუშაობენ, რომელსაც არც “ნაცები” უნდა და არც “ქოცები” უნდა. “ლელოს” ასეთი გაძლიერების შემთხვევაში, გახარია ვერ გადალახავს 5% ბარიერს.

სოფო კაჭარავა

https://kvirispalitra.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here