მთავარი პოლიტიკა განტევების ვაცები, ანუ ოლიგარქის მიერ ხურდად შენარჩუნებული “მშვიდობა”

განტევების ვაცები, ანუ ოლიგარქის მიერ ხურდად შენარჩუნებული “მშვიდობა”

666
გააზიარეთ

20 ივნისის ავბედით ღამეს “ნაცხროვის” მიერ “ქოცხროვასთან” შეთანხმებით გათამაშებულმა სამარცხვინო მასკარადმა ქვეყანაში არსებული ისედაც უკიდურესად დაძაბული ვითარება უფრო გაამძაფრა და მიწამიუყრელი პოლიტიკური გვამის, ქართული მართლმსაჯულების, მიერ დღემდე ამაოდ ძებნილი და “უპოვნელი” სააკაშვილის ოხშივარი დააყენა. 

რევოლუციური ცეცხლით აღტყინებულ “ნაცზონდერების შპანას”, როგორც ჩანს, გამჩენი არ ასვენებს და, გაჩერებას მანამ არ აპირებს, სანამ ქართულ სახელმწიფოს საბოლოოდ ნანგრევებად არ აქცევს. თუმცა სანამ სახელმწიფო ნანგრევებად იქცევა და ამ ნანგრევებზე “დემოკრატიული” დასავლეთის მიერ ხელდასხმული, “ოკუპაციის” წინააღმდეგ მებრძოლი “პატრიოტი ლგბტ”-ები ცეცხლოვან ბუქნაობას მოაწყობენ, ბოკერიებს, მელიებს, უგულავებსა და მათნაირ უშუბლისძარღვო პოლიტიკურ წარმონაქმნებს გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვთ; გასაკეთებელი ორ ქვეყანას შორის (იგულისხმება რუსეთი და საქართველო) მტრობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ასაყვანად, მოსახლეობაში ანტირუსული ისტერიკის გასამწვავებლად, ეკონომიკური კრიზისის, სიდუხჭირის უფრო მეტად დასამძიმებლად და, რაც მთავარია, ახალგაზრდების ცნობიერებაში წლების წინათ ნაცრეჟიმის მიერ წარმატებით დაწყებული “მენტალური რევოლუციის” ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად. როგორ შეძლებენ ისინი ამას, რა საშუალებებით შეეცდებიან მის განხორციელებას, სხვა საკითხია, მაგრამ დღევანდელი ქართველი საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილის “აგდებას” ბევრი არაფერი რომ არ უნდა, ფაქტია. ყოველ შემთხვევაში, 20 ივნისს პარლამენტში დადგმული იაფფასიანი სპექტაკლი, რომლის მთავარი აქტორებიც საზღვარგარეთ მყოფი სააკაშვილის პოლიტიკური ხელისბიჭები იყვნენ, დიდი საზოგადოებრივი აზვირთებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. თანაც რამე ეშმაკურად დადგმული სპექტაკლი კი არა, აშკარა და უმარტივესი, _ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში სპეციალურად ჩასმული რუსი დეპუტატი, მერე იქიდან ყიჟინითა და წივილ-კივილით გაძევებული მთელი დელეგაცია, მერე ტრიბუნაზე ავარდნილი “ნაცსექტა”, მერე ერთმანეთის გვერდიგვერდ სააკაშვილის ორი პოლიტიკური დაქალი _ სალომე სამადაშვილი და ელენე ხოშტარია (ერთს საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული, მეორეს _ ევროკავშირის) და გარედან ნიკანორ მელიას პირქუში რევოლუციური მოწოდება: ერთ საათში თუ არ გადადგა ის, ვინც უნდა გადადგეს, აქ არაფერი გვესაქმებაო. ცხადია, ბევრს და, ალბათ, სრუალიად საქართველოს თვალწინ 2003 წლის 23 ნოემბრის საღამო დაუდგა (მით უფრო, რომ აზვირთებულ მასას ამჯერადაც წინ ორმეტრიანი გიჟი მიუძღოდა), მაგრამ, წესით, ამის გახსენებაზე შემდგომი სისხლიანი, ავბედითი წლებიც უნდა გახსენებოდათ. არადა, მოხდა პირიქით _ მელიას დაძახილზე, მომყევითო, პროტესტი არავის გასჩენია, ეგზალტირებული მასა პარლამენტის ალაყაფს ისევ ისეთი ჟინითა და თავგანწირვით მიაწვა, როგორც 16 წლის წინათ, როცა ნაცსექტის ბუღა ვარდით ხელში მიუძღოდა წინ ამერიკელების მიერ დადგმული “უსისხლო რევოლუციის” უნებლიე მონაწილეებს. როგორც ჩანს, ბევრისთვის სააკაშვილის ცხრაწლიანი ავტორიტარული მმართველობა საკმარისი გაკვეთილი არ იყო და, სამწუხაროდ, ვერც საზოგადოება განიკურნა იმ ბრმა ურაპატრიოტული აღტკინებისგან, რომლის ცალკეული გამოვლინებებით ყოველთვის სარგებლობდნენ და, ალბათ, მომავალშიც ისარგებლებენ ნაციონალთა მსგავსი ოდიოზური სუბიექტები.

სანამ ამ პროცესების მიზანზე, მოტივსა და მისი განხორციელების გზებზე ვისაუბრებთ, ეკონომიკურ მხარეზეც გავამახვილოთ ყურადღება. 20 ივნისის ნაც-ქოცურმა ვირეშმაკობამ ისედაც სულთმობრძავ ქართულ ეკონომიკას თავი ყულფში რომ გააყოფინა და დროზე თუ არ აღდგა რუსეთთან საავიაციო მიმოსვლა, ქვეყანას ეკონომიკური შოკი ელოდება, უკვე დღესავით ნათელია. ამას ის ექსპერტებიც არ მალავენ, რომლებიც პროდასავლურად არიან განწყობილნი და ხელისუფლების მხრიდან კრემლთან დიალოგის ნებისმიერ მცდელობას ყოველთვის კრიტიკულად უყურებენ. ერთი სიტყვით, საუბარია იმაზე, რომ ზარალი, ცალკე ტურისტების ნაკლებობით, ცალკე რუსული ბაზრის დაკარგვითა და, შესაბამისად, ქართული პროდუქტების ექსპორტის შემცირებით, მილიარდ დოლარამდე ავა. მილიარდ დოლარს იმ შემთხვევაში ვარაუდობენ, თუ აკრძალვა დიდხანს არ გაგრძელდება, ხოლო, თუ გაგრძელდება და უფრო გამკაცრდება, რის ობიექტურ საფუძველსაც “ნაცმოძრაობის” საქციელი იძლევა, ეს რიცხვი ორჯერ და მეტადაც შეიძლება გაიზარდოს. აქ ბევრი, ალბათ, ამრეზით იტყვის, რომ რუსული ბაზარი არ არის შეუცვლელი და ქართულ პროდუქციას სხვაგანაც შეუძლია თავის დამკვიდრება. მოდი გავიხსენოთ უახლესი წარსული: 2006 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რას შეურაცხადმა სააკაშვილმა ოფიციალურ მოსკოვს პოლიტიკური დემარში მოუწყო და საქართველოდან ვითომ ჯაშუშები გაუძევა, რუსეთმა კი საპასუხოდ ეკონომიკური ემბარგო დაგვიწესა, “დემოკრატიული დასავლეთის” მოიმედე ლიბერასტები ევროპაში კაბინეტიდან კაბინეტებში დაწანწალებდნენ და ალტერნატიულ ბაზარს ენაგადმოგდებული ეძებდნენ, მაგრამ, “მეგობარმა” დასავლეთმა და განსაკუთრებით _ ევროპამ პირდაპირ განგვიცხადა, რომ ქართული ნაწარმის დიდი ნაწილი ევროკავშირის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და კარი ცივად მოგვიჯახუნა. მერე თითქოს იყო მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ეს მცდელობაც ფუჭი აღმოჩნდა. ამას მოჰყვა კრიზისი, ჩავარდნილი რთველი, ტუალეტის ქაღალდზე უფრო გაიაფებული ყურძენი, ვაზის დემონსტაციულად აჩეხვა კახეთის სოფლებში, რითაც უკიდურეს სასოწარკვეთამდე მისული მოსახლეობა პროტესტს გამოხატავდა და ა.შ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე, რომლებიც წლების განმავლობაში არალეგალურად ცხოვრობდნენ რუსეთის ქალაქებში და იქ ნაშოვნი ფულით საქართველოში ოჯახს ინახავდნენ, სასწრაფოდ გამოაძევეს რუსეთიდან, ამ მასობრივი დეპორტაციის შედეგად ფულადი გზავნილების რაოდენობა, პრაქტიკულად, განახევრდა და ინფლაციის დონემ მყისიერად მოიმატა. სხვათა შორის, იმჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკა სოფლის მეურნეობისადმი, რომელიც მთლიანად დოტაციური შეიქნა და, ბუნებრივია, მძიმე ტვირთად დააწვა სახელმწიფოს, ყველაზე ნათლად კახა ბენდუქიძემ შეაფასა ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული ცინიკური განცხადებით: “სოფლის მეურნეობა არარენტაბელურია და ფეხებზე უნდა დავიკიდოთ. სოფლად მცხოვრები კაცები შავ მუშებად წავიდნენ საზღვარგარეთ, ქალები _ მეძავებად”. ეს იყო განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ მაშინ შიმშილისთვის განწირულ სოფელს ერთი ხელის მოსმით გამოუტანა და ეს განაჩენი მალე აღასრულა _ ქართველი კაცები მართლაც ვირის მუშებად მოედნენ ევროპის ქვეყნებს, ქალები _ უკეთეს შემთხვევაში, მოხუცების მომვლელებად.

ეს მცირე გადახვევა და უახლოესი ჩვენი წარსულის ქრონოლოგიურად გახსენება იმისთვის არ დამჭირვებია, რომ რეალობა გავამუქო, მაგრამ ფაქტია: დღესაც არანაკლებ მჭიდროდაა ქართული ეკონომიკა რუსეთის ბაზართან დაკავშირებული. მაგალითად, წინა წლის მონაცემებით, რომელსაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა, რუსეთში 13 279 083 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა, რითაც ის სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირობო ლიდერია, ექსპორტი ასზე მეტმა მსხვილმა კომპანიამ განახორციელა და მიღებულმა მოგებამ რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ყველასთვის გასაგებ ენაზე ეს ნიშნავს, რომ ქართული მეღვინეობა და არა მხოლოდ მეღვინეობა, სოფლის მეურნეობის სხვა დარგებიც დღეს პრაქტიკულად რუსულ ბაზარზე დგას, ისევე, როგორც ტურიზმი; ისევე, როგორც სამშენებლო ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ცხადია, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა შეიძლება დაემართოს უახლოეს მომავალში ქართულ ეკონომიკას, თუ რუსთაველზე “ნაცსექტანტების” მიერ დაწყებული ანტირუსული ისტერიკა სასწრაფოდ არ შეწყდება და ქართული პოლიტიკა მეტ-ნაკლებად ნორმალურ კალაპოტს არ დაუბრუნდება. ისიც ფაქტია, რომ ეს ეკონომიკური საფრთხე, პირველ რიგში, გლეხს ემუქრება, თორემ ქვეყნის ამრევები და დამქცევები, როგორებიც არიან ნიკანორ მელია, ბოკერია, უგულავა, ბაქრაძე და სხვები, არაფერს მოიკლებენ. ისე, საინტერესოა, რას ეტყვიან რუსთაველზე მოხტუნავე ურაპატრიოტები წელს კახელ გლეხს, ქართლელს, იმერელს, გურულს, მეგრელს და ა.შ., რომლებსაც, დიდი ალბათობით, საკუთარი ნაოფლარი სახლში დაულპებათ. საინტერესოა, რით ჩაუნაცვლებენ რუსულ ბაზარს (რომელიც ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ძლივს გაგვიხსნეს და გლეხზე უკეთ არავინ იცის, რამხელა შვება იყო ეს ქვეყნისთვის), ქართულ ღვინოს, ვაშლს, ციტრუსს, ბოსტნეულს… ალბათ, ეტყვიან, რომ ყველაფერი “ბოროტი რუსეთის” ბრალია და სამშობლოს დაცვა მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ იმ ფაქტს რას უზამენ, რომ 20 ივნისს პროვოკაცია მოაწყვეს?! (ცხადია, დასავლეთის გლობალისტური ძალების დირიჟორობით, რომლებსაც ბოლო პერიოდში რუსულ-ქართული ურთიერთობის გაუმჯობესება სერიოზულად აშფოთებდათ).

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, რა კუთხიდან და პოზიციიდანაც უნდა შევხედოთ განვითარებულ მოვლენებს, ცხადია, საბოლოოდ მაინც ერთ რამეს დავინახავთ _ დაზარალებული მხოლოდ საქართველოა. “ნაც-ქოცებმა” კი, ამდენი ვაი-ვიშისა თუ გაწევ-გამოწევის შემდეგ, როგორც სჩვევიათ, ისევ შეძლეს საერთო ენის გამონახვა და 2012 წელს გაფორმებული პოლიტიკური თანაცხოვრების შენარჩუნება. “ქართული ოცნება” “გამოძვრა” იმით, რომ კობახიძე და ქუცნაშვილი პარლამენტიდან გააპანღურა, ხოლო ნაცები იმით, რომ ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს, შემდეგ კი 30 ათასი ლარით დაჯარიმდა. ნაცებისა და ქოცებისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური ყულაბიდან გაღებული ხურდა იყო, რომელიც უფრო ძვირად ღირებულ საქმეში თუ შედეგში გადაიხადეს: რუსულ-ქართული ურთიერთობები ისევ უკუსვლისა და გამწვავების რეჟიმშია, რუსეთის “ძალისხმევით” გააქტიურებული “პოპულისტური ძალები” კი, რომლებმაც დასავლეთიდან ნაკარნახევ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს ბოლო პერიოდში წყალი შეუყენეს _ გადაფარული. თუმცა ქართველი საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილმა, რა თქმა უნდა, კარგად იცის, რომ უმრავლესობიდან გაჭიტლაყებული წვრილფეხა “მეოცნებეები” მხოლოდ განტევების ვაცები იყვნენ, რომელთა არც მოსვლით მომატებია ქართულ პოლიტიკას არაფერი და, ბუნებრივია, არც წასვლით დააკლდება. ქართველმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ გათამაშებული “ნაც-ქოცური” მასკარადის საზღაური არც ქუცნაშვილ-კობახიძის ისედაც უპერსპექტივო პოლიტიკური კარიერაა და მით უფრო ნიკანორ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი. ქართველი გლეხის ნაშრომ-ნაოფლარის წყალში გადაყრა, რა თქმა უნდა, გაცილებით მძიმე და სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხია, რომლის საფასურიც ნაცებსაც და ქოცებსაც მხოლოდ მაშინ ექნებათ გადახდილი, როცა პოლიტიკური სპექტრიდან ძირფესვიანად ამოიძირკვებიან.

ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. 20 ივნისის “პედერასტების” მორიგი რევოლუციის მცდელობისას, მოგებულები დარჩნენ: “ნაცმაცუნები”, “ნაც ევროპელები”, “ცისფერ2”, სხვა მეძუძური “ეკა ენჯო” ები, “სულაძე იურისტები”, “გეი პრაიდელები”, “ნარკომანები” და სხვა “თაკოები”.მორიგი “პედერასტული რევოლუცია, სულს ღაფავს”.
    უკიდურესად დაზარალდა საქართველოს სახელმწიფო, მოსახლეობა, მთელი ქვეყანა.
    “ნაციონალებმა” მორიგი მავნებლობა ჩაიდინეს.
    ძირს “სანაცეთი”.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here