Home ახალი ამბები საქართველო გამოდი, ერეკლე, საქართველო გელოდება!

გამოდი, ერეკლე, საქართველო გელოდება!

”ეს დანაშაულზე მეტია, ეს უკვე შეცდომაა!” - ტალეირანი

585
გამოდი, ერეკლე, საქართველო გელოდება!

კაცობრიობის ისტორიაში შეცდომა დანაშაულზე ნაკლებ ცოდვად არის მიჩნეული, ვინაიდან, დანაშაულისგან განსხვავებით, იგი წინასწარგანზრახული ქმედება არ არის. დანაშაულს სჩადიან, შეცდომა კი მოსდით. დანაშაულის ჩამდენმა ქმედების განხორციელებისას იცის, რომ დანაშაულს სჩადის; შეცდომის დამშვებმა კი არ იცის, რომ შეცდომას უშვებს. ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორე მხარე არის ის, რომ ზოგჯერ დანაშაული შეიძლება ნაკლებად საზიანო გამოდგეს, შეცდომას კი გაცილებით მძიმე შედეგი მოჰყვეს. ალბათ, ამგვარი აზრობრივი წიაღსვლების შედეგად ჩამოყალიბდა ტალეირანის ის სენტენცია, ამ სტატიას ეპიგრაფად რომ წავუმძღვარე. ასეა თუ ისე, ამ ნათქვამში, ნებისმიერ შემთხვევაში, ღრმა აზრია ჩადებული.

წინამდებარე სტატიაში ბოლოდროინდელ შეცდომებზე გავამახვილებ ყურადღებას, რათა მომავალში ის მთავარი შეცდომა არ იქნას დაშვებული, რომელიც ყველა დანაშაულს გადაწონის და გადააჭარბებს.

ცხადია, აქ ქრონოლოგიურად ვერ გავყვებით ყველა იმ შეცდომას, უკანასკნელ ოცდაათ წელიწადში რომ დავუშვით (ამას მცირე მოცულობის სტატია კი არა, ენციკლოპედიები ვერ დაიტევს). ბიძინა ივანიშვილის პერიოდით შემოვიფარგლები და ძირითადად საკადრო შეცდომებზე ვისაუბრებ. დავიწყებ, ერთი შეხედვით, ყოვლად გაუმართლებელი კოაბიტაციით და მიმტევებლობით (ოდნავ მოგვიანებით განვმარტავ იმას, თუ რატომ ვთქვი აქ ერთი შეხედვით-მეთქი).

გავიხსენოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრა. ივანიშვილმა მხატვრული, ფილოსოფიური და ზნეობრივი თვალსაზრისით დიდებული, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით უვარგისი სიტყვა წარმოთქვა: ”ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც ისინი ამას იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ქართული კულტურა”. მართლაც შესანიშნავი პოზიციაა, ისტორიას რომ შემორჩება, ისეთი ნათქვამია, მაგრამ შედეგი… საკითხისადმი ”ქართული ოცნების” ლიდერის ამ რაინდულ-რომანტიკულ მიდგომას შედეგად სხვა ვერაფერი მოჰყვებოდა, თუ არა ის, რუსთაველი რომ ამბობს: ”მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში”, რომელიც, მეთორმეტე წელიწადია, გრძელდება და ქვეყანა კრიტიკულ ზღვრამდე მიჰყავს.

ახლა კი გადავავლოთ თვალი მის საკადრო პოლიტიკას.

პირველი ფაქტი:

2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდელ ამომრჩევლებს დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ასეთი სიტყვებით წარუდგინა: ”ირაკლი ალასანია ქვეყნის მართვას თავისუფლად მოახერხებს. ირაკლი შეიძლება ვიხილოთ საქართველოში ნებისმიერ მაღალ პოსტზე. რაც შეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, დღეს ჩვენ არ ვაცხადებთ ამას, თუმცა ალასანიას რესურსი ნამდვილად აქვს“. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიაზე ასე ლაპარაკობდა: ისევ ყალბია, ისევ ცრუობს, ბლეფშია ალასანიათავდაცვის მინისტრის მოვალეობაა, რომელიც იყო გუნდის წევრი, მთავრობის წევრი, მაქსიმალურად ხელი შეეწყო გამოძიებისთვის, ადრე თუ ეჭვს იწვევდა მისი ქმედებები, დღეს უკვე დასაბუთდა. პოლიტიკური სპეკულაციებით უნდა რომ გადაფაროს ის, რაც მას აშფოთებს“.

მეორე ფაქტი:

გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების ისტორია. ივანიშვილი ასეთი სიტყვებით ამკობდა მას: ”ჩვენ გვყავს საუკეთესო პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თავის სამშობლო. გიორგი ბრძენი კაცია, ფილოსოფოსია, ძალიან განათლებული და ყველანაირად დაბალანსებული პრეზიდენტი გეყოლებათ, რომელიც ჩვენ, ყველას ერთად, გამარჯვებამდე მიგვიყვანს”. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ივანიშვილისთვის მის მიერ აბსოლუტურად დაუმსახურებლად გაპრეზიდენტებული მარგველაშვილი სრულიად მიუღებელი ფიგურა ხდება: მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი და მე ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას. არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი, დიამეტრალურად, თინეიჯერის დონეზე იცვლიდეს ხასიათს”.

მესამე ფაქტი:

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების ისტორია. ივანიშვილმა სალომე ასე დაუხასიათა ქართველ ხალხს: ”ქალბატონი სალომე სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც. ჩვენ პირველად პრეზიდენტად ავირჩევთ ქალბატონს. თამარ მეფე, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიის ხიბლია, რომ ჩვენ შორეულ ისტორიაში ვახერხებდით ქალბატონების მიმართ ის დამოკიდებულება გამოგვეხატა, რაც დღესაც კარგად გამოიხატება ყველა ქართულ ოჯახში. სიმბოლოებიც ბევრი გვაქვს ამის. არ დაიბნეთ, დაივიწყეთ სიძულვილის ენა. სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს“. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ (დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით) ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი უნდა გაეკრიტიკებინა, მაგრამ არ გაუკრიტიკებია, რადგან თვითონ წავიდა პოლიტიკიდან და მას შემდეგ საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს აღარ აკეთებს. საერთოდ არანაირ განცხადებას არ აკეთებს და საქვეყნო საქმეში აღარ ერევა. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკაში მისი ღია ჩარევა არსად აღრიცხულა. სამაგიეროდ, ივანიშვილის მიერ აბსოლუტურად დაუმსახურებლად გაპრეზიდენტებული ზურაბიშვილი ”ნაციონალურ მოძრაობაში” გადაბარგდა, ”ქართულ ოცნებას” ღიად დაუპირისპირდა და ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი და რუსეთის ინტერესების გამტარებელი უწოდა: „ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოსცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს, წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს”.

ივანიშვილი საჯარო განცხადებებს რომ აკეთებდეს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ შეაფასებდა სალომე ზურაბიშვილის საქციელს. ივანიშვილის გუნდმა თავისი გადაწყვეტილებით მოყვანილ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა.

კიდევ ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგალითების სიმრავლე არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი ის კადრი არ გაუკარებია სიახლოვეს, რომლებიც ქვეყნის დასავლურ კურსს ეწინააღმდეგება და პრიორიტეტულ საგარეო მიმართულებად რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას ასახელებს. მას მხოლოდ მედასავლეთე პოლიტიკოსები ხიბლავენ და საბოლოოდ პრობლემებსაც ისინი უქმნიან, მაგრამ ივანიშვილს არასოდეს უღიარებია, რომ მათი უვარგისობისა და უზნეობის საფუძველი სწორედ მათ საგარეო ორიენტაციაშია საძებნი. ასე გროვდება შეცდომები, რომლებსაც ქვეყანა ნელ-ნელა შეჰყავს პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ჩიხში.

ციხის ნაცვლად სანატორიუმში მოთავსებული ფაშისტი სააკაშვილი კი სასამართლო დარბაზიდან უკრაინის ფაშისტი ხელისუფლების მხარდამჭერ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. თან ვაჟაფშაველას ”არწივს” კითხულობს (რა თქმა უნდა, დამახინჯებულად) და, ამ დიდებული ნაწარმოების პროტოგონისტი ვარო, აცხადებს. როგორი ბრძოლისთვის ემზადება სააკაშვილი? ეს საიდუმლო არავისთვის არის, ვინაიდან ბიძამისი თემურ ალასანია, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ჯაშუშია, პირდაპირ აცხადებს: დემოკრატიასაც აქვს ძალიან ცუდი თვისებები. მაგალითად, ერთერთი ცუდი თვისება არის, როდესაც ვიძახით, რომ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათფუი, ეშმაკს, და დაგვიბრუნდება. არ მოხდება.

ეს ომისკენ მოწოდება არ არის? ეს რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის დამღუპველი იდეის პროპაგანდა არ არის? რა თქმა უნდა, არის! აი, რას ამბობს ეს კაცი იქვე, იმავე ტექსტში, აშშ-ში ქართველ ემოგრანტებთან შეხვედრისას: გაყოფილი, გახლეჩილი და ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომი“. განა ეს საკმარისი არ არის ბიძა-დისშვილის დასახასიათებლად? მგონი, საკმარისზე მეტიცაა, მაგრამ, ვინმე თუ იტყვის, რომ უფრო მეტი სამხილია საჭირო, რა პრობლემაა, ინებეთ მიხეილ სააკაშვილისა და თემური ალასანიას სატელეფონო საუბრის გაშიფრული ჩანაწერი, რომელიც ყველაფერს ნათელს ჰფენს:

. სააკაშვილი: – გვარამია ხო არ გამოჩენილა? ხო არ გილაპარაკია? დაწყნარდა ბოლომდე?

. ალასანია: – ძაან სწორ აზრზეა, ძაან კარგად არის. უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათი მიხედვით არ აკეთებს. ამიტომ ერთადერთი ნიშა ჩვენი არის რადიკალიზაცია საზოგადოების.

. სააკაშვილი: – მოახდინოს რადიკალიზაცია. რადიკალიზაცია გამოიწვევს ქაოსს რა…

. ალასანია: – აი, როგორი იცი? ნამდვილად. იმიტომ, რომ ფეხზე დავდგებით. აი, ნახავ თუ არა.

. სააკაშვილი: – კვესიტაძე არის ის, რაც უნდა იყოს აწი პროპაგანდა სულ. მარა, ასევე რაღაცა სეგმენტი გვინდა პროპაგანდის, თბილისის middle-class-ისთვის და უნდა ვისწავლოთ ასევე ინტერნეტ-სეგმენტის გამოყენება.

. ალასანია: – ზუსტად ეგრეა.

. სააკაშვილი: – ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება: რევოლუციური ახალგაზრდობის და მეორე, თბილისის middle class-ის, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რევოლუციას ეგენი ახდენენ. მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი – ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში და ეგ ეგრე არ არის. ისიც არის, მაგრამ გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს Self made ბიზნესები თბილისის ცენტრში.

. ალასანია:ჩვენი მომხრეები ეგენი არ არიან, თავიდანვე გითხარი. აი, ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არ გამოვა.

. სააკაშვილი: – და თან, ამ სირებს რომ ჰგონიათ, ამათთან რაღაც დიდს მიაღწევ.

. ალასანია: – არა. ეს არის, „ავანტყოფიერი . ეს არისამათ, სანამ არ დააჯვამ თავზე და სანამ დედას არ მოუტავ, ვერ იგებენ ვერაფერს რა

. სააკაშვილი: – ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება და ეხლა რატომ იქნება…

. ალასანია: – მაგათი დედა მოვ…ან მე, ქართველების, „პროსტა“. ქართველების დედა მოვ…ან „პროსტა“. ვინ არიან ესენი, ტო? ეს „ავანტყოფი“ ერი ვინ არის, ტო? დავიღალე იცი, „პროსტა“ აი, ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები რაღაცას. მივდივარ-მოვდივარ… სულ რაღაცა ხვალ-ზეგ, აი ეხლა მოხდება, აი ეხლა მოხდება…

. სააკაშვილი: – ამათ სულ აჭრილი აქვთ ყველაფერი, რამსები. არიან რაღაცა… ეს არჩევნები კიდე უფრო დააბნევთ იმიტომ, რომ დააყენეს უსუსტესი კანდიდატი და ცუდი კამპანია აქვთ. ისა, რა ჰქვია…

. ალასანია: – იმიტომ კი არა, რომ ცუდად არის რამე საქმე? არა! „პროსტა,“ აი, ცდამ დამღალა. სულ რაღაცას ვუცდი. ერთ მილიონს გადავუხდი, ვინცსნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას. „პროსტა“, “Simple as that”. Simple as that.

. სააკაშვილი: – ეხლა ჟურნალისტებს მიხედე, ჯობია და გვარამიას“.

ამ ადამიანებს, რომლებიც ქართველ ხალხზე ასე საუბრობენ, გაუჭირდებათ ტერორისტული აქტების განხორციელება ან მეორე ფრონტის გახსნა, რა შეაკავებთ? ესენი საკუთარი ინტერესებისთვის თვალისდაუხამხამებლად გაწირავენ საქართველოს. აქ საეჭვო არაფერია! ზემოთ რომ ჩამოვთვალეთ, იმ შეცდომების შედეგი ხომ არ არის ის ვითარება, რომ ეს ფაშისტები დღეს რევანშისთვის ემზადებიან, ხვალ კი საქართველოს უკრაინიზაციას უყოყმანოდ შეუდგებიან?! ვიდრე ამ შეკითხვას ვუპასუხებ, ერთი ქართული ანდაზა უნდა შეგახსენოთ: ”ერთი ცხვრისკენ, ერთიც მგლისკენ!” ეს სწორი სენტენციაა და იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მისადგომიდან ნუ განიხილავ საკითხსო. ყველა მხრიდან შეაფასე და ვერდიქტი ისე გამოიტანეო.

ბიძინა ივანიშვილს საკადრო შეცდომებს რომ ვუწუნებთ, ის ვითარება გათვალისწინებული გვაქვს, რა ვითარებაშიც ხორციელდებოდა ის საკადრო გადაწყვეტილებები? ქართულ პოლიტიკაში დღესაც კი დასავლეთის სრული ბატონობაა. მით უფრო იმ პერიოდში, როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, ამერიკელების გარეშე ნაბიჯსაც ვერავინ გადადგამდა. იმ საკადრო ლავირებისა და დასავლეთთან რევერანსების გარეშე ივანიშვილს ხელისუფლებაში ვინ მიუშვებდა?! ეს რომ ასე იყო, ამას თვითონ ივანიშვილიც გვიდასტურებს, თანაც მარტივად და გასაგებად:უამრავი ეჭვი იყო, იყო ეჭვი იმაზე, რომ სააკაშვილი დანაციონალური მოძრაობა საქართველოში რაღაც საოცარ დემოკრატიას აშენებდნენ და ჩვენ, მაგალითად, ჩემი პრემიერობისას, დროის ოთხმოცდაათ პროცენტს იმას ვუთმობდი, რომ დამერწმუნებინა ჩვენი კოლეგები, მეგობრები და პარტნიორები ამერიკაში თუ ევროპაში, რომ ეს ასე არ იყო. რომ ესენი ცრუობდნენ და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა და ძალიან მძიმე ეტაპი გამოვიარეთ. ოთხმოცდაათ პროცენტ დროს მე შეგნებულად ძირითადად ამას ვუთმობდი, რომ როგორმე ჩვენი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ ის, რასაც გეუბნებოდნენ, ასე არ იყო და, მგონი, რომ გაიგეს. იქაც გაიგეს და აქაც გაიგეს და ამ პროცესსაც გაიგებენ”.

ძნელი გასაგებია? რესპუბლიკელების, ალასანიას, მარგველაშვილის, ზურაბიშვილისა და დასავლეთის ”მეხუთე კოლონის” გამოყენებით უნდა აეღო ხელში ძალაუფლება, აბა მე თუ დამიყენებდა გვერდით, ხომ გაგვსრესდნენ ორივეს, რად უნდა ამას მტკიცება?! ეს არის პოლიტიკის ხელოვნება, ეს არის პოლიტიკური ჭადრაკის დაფასთან იმ სასწაული სვლების კეთება, ხან შეცდომას რომ ჰგავს, ხარ შეწირვაა, ხან გაუგებარია, ხან დამაბნეველია, მაგრამ საბოლოოდ დიდოსტატურ გამარჯვებამდე მიდის.

სტატიის დასაწყისში, სადაც კოაბიტაციაზე ვსაუბრობდი, ”ერთი შეხედვით” გაუმართლებელი-მეთქი, ვთქვი. მერე ისიც ვთქვი, – მოგვიანებით განვმარტავ, ეს ტერმინი – ”ერთი შეხედვით” რატომ გამოვიყენე-მეთქი. ახლა შევეცდები ამის ახსნას: კოაბიტაცია, რომელიც ”ერთი შეხედვით” გაუმართლებელი გვეგონა, იქნებ იმით იყო გამართლებელი, რომ სხვანაირად ხელისუფლების შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა, ამის გარეშე კი ფაშიზმის კლანჭებისგან საქართველოს ხსნა ვერ მოხერხდებოდა. დასავლეთისმეხუთე კოლონისწარმომადგენლებთან თანამშრომლობა იქნებ დასავლური ორიენტაციის ილუზიის შესაქმნელად იყო საჭირო, ომლის გარეშეც საქართველოს უკრაინიზაცია გარდაუვალი იქნებოდა.

აქ მივადექი ყველაზე რთულ საკითხს. რომ მკითხოთ, – დარწმუნებული ვარ თუ არა იმაში, რის შესახებაც ახლა გვესაუბრებიო, გულწრფელად გიპასუხებთ: – არა, არ ვარ დარწმუნებული! მგონი, საბოლოოდ დაგაბნიეთ. ხან ერთს ვამბობ, ხან – მეორეს და მერე გეუბნებით, არც ერთში ვარ დარწმუნებული და არც მეორეში-მეთქი.

ასეთია ეს ბინძური პოლიტიკა. აისბერგივითაა, ერთი მესამედი თუ წყალსზემოთაა, ორი მესამედი წყალშია. პოლიტიკა დაფარულად და კულუარულად კეთდება, ტელევიზორში მოლაყბე თავების ოთხმოცდაცხრამეტმა პროცენტმა თავადაც არ იცის, რას ბოდავს. მათგან ვერაფერს გაიგებთ.

ახლა კი ვიტყვი მთავარს, თუ რისთვის ვწერე ამდენი და რატომ გაწვალეთ მკითხველები. დიდ პოლიტიკაში რეალური ცვლილებების დრო დადგა. ძველი სისტემები მთლიანად ინგრევა. ამერიკული იმპერიალიზმი მალე ისტორიის კუთვნილებად იქცევა. არ არსებობს ამ პროცესის შემჩერებელი ძალა. ამერიკული იმპერიალიზმის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ნატო, ევროკავშირი და სხვა, მალე ნაფოტებად იქცევა. ამას რუსეთი, ჩინეთი ან სხვა კონკრეტული სახელმწიფოები კი არ გააკეთებენ, ისტორიის ის კანონზომიერება გააკეთებს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ-ეკონომიკური ფორმაციები, აღწევენ რა განვითარების უმაღლეს სტადიას, საკუთარ თავშივე წარმოშობენ იმ წინააღმდეგობებს, რომელთა შედეგადაც სისტემა საკუთარი რაობის საწინააღმდეგოში გადადის და საკუთარ თავს თავადვე სპობს. დასავლეთმა თავადვე შვა გადაულახავი წინააღმდეგობები, რომელთა დაძლევის გზასაც რეგიონული ომების ან სულაც გლობალური ომის ინსპირაციაში ხედავს, მაგრამ უკვე საამისო ძალაც აღარ შესწევს. უკრაინის პროცესმა დაადასტურა დასავლეთის სრული უმწეობა. უკრაინაში რუსეთი თანდათან ფქვავს მთელ ევროპულ შეიარაღებას და ამერიკულ ფინანსებს ისე, რომ მისი ეკონომიკა აღმავლობის გზით მიდის. ამერიკელებმა ახლო აღმოსავლეთში ომის ხანძრის მეორე დიდი კერა შექმნეს, მაგრამ არც იქ ეყოთ ძალა, რომ ამ ომისთვის რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული გლობალური დაპირისპირების მასშტაბი მიეცათ. მსოფლიო ”ისლამმა” კბილები გამოაჩინა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამერიკისა და ისრაელის ხელისუფლებები პალესტინელი მოსახლეობისა და ბავშვების ხოცვაზე შეჩერებულიყვნენ, ვინაიდან თვალნათლივ დაინახეს ”ისლამის” პირიდან ამოვარდნილი ცეცხლის ალი, რომელსაც ხმალთაშუა ზღვის სანაპიროებამდე მითრეული ავიამზიდებით კი არა, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებითაც ვეღარ აღუდგებიან. მსოფლიო ჰეგემონის რიტორიკა მთვრალი კაცის რიტორიკასა და საქციელს დაემსგავსა, რომელიც ყველას ერთად ებღლარძუნება, მაგრამ საკმარისია, ერთდროულად გაუშვან ხელი, ძირს მოადენს ზღართანს. აშშ, რომელიც ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინათ საკუთარი ძლიერებით იყო თავბრუდახვეული, ახლა საკუთარი უძლურებითაა გამწარებული და აზრდაკარგული. ოდესღაც მსოფლიო ჰეგემონი დღეს მსოფლიო მასხარად იქცა. ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ერქვა,ჯოზეფ ბაიდენს, კამალა ჰარისს, ენტონი ბლინკენს და ნენსი პელოსის დაემსგავსა, მეტიც, ზელენსკის და სააკაშვილს დაემსგავსა; იმ ბებერ მოკრივეს დაემსგავსა, რომელიც გალოთდა და ქუჩის ბიჭბუჭები ხან სახეში ჩააფარებენ, ხან მიპარვით პანღურს ამოარტყამენ, მაგრამ თავის დაცვას ვეღარ ახერხებს და მზადაა, ბედს შეეგუოს.

ბოლოს ორიოდე სიტყვა იმაზე, ამდენხანს რისთვის შეგაწყინეთ თავი:

ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ის შეცდომები, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილზე გავამახვილე ყურადღება, როგორც ვთქვი, შესაძლებელია, საჭადრაკო დაფაზე განხორციელებულ ბრწყინვალე შეწირვებს ჰგავდეს, რომლებიც ბოლოს გამარჯვების საწინდრად იქცევა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ასე, თუკი ბოლოს იმ დანაშაულს არ ჩაიდენენ, რომელიც, ტალეირანის არ იყოს, შეცდომა იქნება, რომელიც დანაშაულზე მეტია, ვინაიდან გამოსწორების შესაძლებლობა არ ახლავს. ასეთი მომაკვდინებელი შეცდომა ის იქნება, თუკი იგი, ვინც ამ კონკრეტულ დროსა და ვითარებაში რეალურად განაგებს საქართველოს ბედს, დროზე არ დაანებებს თავს ამ გაფაშისტებულგაელგებეტექიუპლუსებულ დასავლეთს და არ მოიხედავს იმ ისტორიული გზისკენ, რომელმაც საქართველო ერთხელ უკვე იხსნა ფიზიკური განადგურებისგან. ჩვენ პოლიტიკურად ისევ იქ დავბრუნდით – ორასორმოცი წლის წინანდელ საქართველოში, ამიტომ ახლა სააკაშვილის, ზურაბიშვილის, ხაბეიშვილისა და მელიას დრო აღარ არის, კვლავ ერეკლეს დრო დადგა.

გამოდი, ერეკლე, საქართველო გელოდება!

ვალერი კვარაცხელია

P. S. ეს ყველაფერი, რაც მე ვივარაუდე, რო ზუსტად, რაც ვისურვე, ასე თუ არ არის, რა აზრი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის მოსვლას ხელისუფლებაში?! კაპიტალი მას საქართველოში არ უშოვია. სხვაგან ნაშოვნი კაპიტალის მოვლას კი ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე გაცილებით უკეთესად შეძლებდა. რა აზრი ჰქონდა ან რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს არამხოლოდ კაპიტალით, არამედ სიცოცხლით რისკის გაწევას, თუკი პრინციპულად არაფრის შეცვლას არ აპირებდა?! დასავლურ დირექტივებს მისი წინამორბედებიც ხომ შესანიშნავად ასრულებდნენ, შევარდნაძემ აფხაზეთში, სააკაშვილმა ცხინვალში ვერ იომეს და საქართველო ვერ დაშალეს თუ რა?! ივანიშვილმა და მისმა გუნდმა კი, დასავლეთის არნახული ზეწოლის პირობებში, თერთმეტი წელიწადის განმავლობაში მშვიდობა შეინარჩუნეს. ეს ხომ პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკა, განსხვავებული მიდგომა და განსხვავებული შედეგია, ვიდრეერთი შეხედვითჩანს?! ტალეირანის გარდაცვალების შემდეგ მისი თანამედროვეები ამბობდნენ, – ტალეირანი მთელი ცხოვრება ღმერთს ატყუებდა, სიკვდილის წინ კი სატანა დატოვა ხახამშრალი! სჯობს მთელი ცხოვრება ისე გაატარო, თითქოს ღმერთის წინააღმდეგ მოქმედებ, მაგრამ მერე აღმოჩნდეს, რომ სატანასან ბრძოლა ყოფილა ის, რის გამოც შეგიძულეს და ჯვარს გაცვეს.

გამოდი, გამოდი, ერეკლე!

ვ. კ.

1 COMMENT

  1. “ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი დამტყვევებელი ადამიანისა, იმგვარად მოიცვა და შემოსა ადამიანის სული წყვდიადის ხელშეწყობით, როგორადაც სამეფო კურთხევისათვის გამზადებულ კაცს შემოსავენ ხოლმე, ასე შემოსა ცოდვით ადამიანის სულიც ამა ქვეყნის მზაკვარმა მთავარმა, მთელი მისი ბუნება და სრული არსება შებილწა, სრული ადამიანი დაატყვევა თავისი წყვდიადის სამეფოში ისე, რომ მცირედი ნაწილიც კი არ დატოვა მასში თავისუფალი – არც ზრახვა–გულისთქმები, არც გონება, არც სხეული, ანუ მთლიანად შემოსა ადამიანი წყვდიადის “ძოწეულით”, – ბრძანებს წმინდა მაკარი ეგვიპტელი. ეს დიდი წმინდანი, მართალია…. იმპერიალიზმი მალე ისტორიის კუთვნილებად იქცევა. არ არსებობს ამ პროცესის შემჩერებელი ძალა. იმპერიალიზმის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ნატო, ევროკავშირი და სხვა, მალე სასწაულად გადაიქცევა….2030 წელს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here