Home ახალი ამბები საქართველო გადარჩენის შეუძლებლობა

გადარჩენის შეუძლებლობა

გადარჩენის შეუძლებლობა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იორდანიამ წარადგინა რეზოლუცია, რომელისრაელსა და “ჰამასს” ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია მოუწოდებს “დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარულზავისკენ, რომელიც გამოიწვევს საომარი მოქმედებების შეწყვეტას”, ასევე “დაუყოვნებლივი, სრული, მდგრადი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობისკენ”. გარდა ამისა, დოკუმენტი მოითხოვს, რომ “ისრაელმა გააუქმოს თავისრეკომენდაცია ჩრდილოეთ ღაზევაკუაციის შესახებ”. აგრეთვე, რეზოლუცია მოითხოვს “სამოქალაქო პირების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც უკანონოდ არიან ტყვეობაში”.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 120-მა სახელმწიფომ, 14 წინააღმდეგი იყო, 45-მა თავი შეიკავა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაგმეს რეზოლუცია და ამტკიცებდნენ, რომ ის არ მოიცავს “ჰამასის” ღია კრიტიკას. რეზოლუციის ირგვლივ გამართული დებატებისას გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები იყო “არა მშვიდობის მცდელობა, არამედ ისრაელისთვის ხელების შეკვრის მცდელობა”.

საბაბის პოვნა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ, როდესაც მსოფლიო უყურებს, როგორ იხოცებიან ღაზას სექტორში ბავშვები (არაფერს ვამბობ უდანაშაულო მოსახლეობაზე) და ამ დროს იგი ვერ ავლენს უფრო მკვეთრად გამოხატულ ნებას ჯოჯოხეთური სასაკლაოს შესაჩერებლად. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიო ღრმა ჩიხში შევიდა. უსასტიკესი დაბომბვის მსხვერპლი ჩვილების საცოდაობამაც კი ვერ გადაწონა ის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზანდასახულობა, რომლებიც კრიზისში მონაწილე სახელმწიფოებს ამოძრავებთ.

იმ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?”იესომ დაუძახა ბავშვს, ჩააყენა მათ შუა და უთხრა: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში. და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს”.

ადამიანს (სახელმწიფოს, ორგანიზაციას) ბავშვი რომ შეეცოდოს, ამას შეგონება რატომ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ, რაკი უფალმა ასე ბრძანა, ჩანს, ადამიანი (კაცობრიობა) შორს არის იმის გაგებისგან, რომ ყველაფერზე წინ ბავშვის სიცოცხლე დგას და მხოლოდ ამის შემდეგ დგას ყველა სხვა ინტერესი. მსოფლიოს დღესაც, ქრისტესშობიდან ორიათასი წლის გასვლის შემდეგაც, არ ესმის, რომ არსებობს ბავშვი და არ არსებობს ებრაელი, არაბი, ქრისტიანი, ფერადკანიანი ან თეთრკანიანი ბავშვი. “მსოფლიოში ყველა ბავშვი ერთ ენაზე ტირის”. საბჭოთა მწერლის, ლეონიდ ლეონოვის, ეს ბრწყინვალე ნათქვამი გვასწავლის, რომ უცხო ენაზე მოსაუბრეს თუ ვერ გაუგებ, ამას, შესაძლებელია, რამე გამართლება მოეძებნოს, მაგრამ შეუძლებელია, ბავშვის არ გესმოდეს, ვინაიდან დედამიწის ზურგზე არსად არც ერთი ბავშვი არ ტირის უცხო ენაზე, ბავშვები ერთ (ყოველი ადამიანისთვის გასაგებ) ენაზე ტირიან. დღეს კი მსოფლიოში არიან ადამიანები, სახელმწიფოები და სახელმწიფოთა ლიდერები, რომლებსაც ბავშვის ტირილი არ ესმით, ბავშვის სისხლი არ აშფოთებთ და ბავშვის სიკვდილის გამართლება შესაძლებელი ჰგონიათ. მსოფლიოს ბავშვის ტირილი თუ არ ესმის, მას ღმერთის ენა არ ესმის, ვინაიდან თვით უფალმა და მაცხოვარმა დააყენა ბავშვი წინ, ყველაფერზე წინ. ანალოგიური პერიოდები მსოფლიოს გამოვლილი აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მას არამხოლოდ მექანიზმი არ აქვს ამ კრიზისის დასაძლევად, თქვენ წარმოიდგინეთ, მისი დაძლევის სურვილსაც კი ვერ ავლენს სათანადოდ. ამიტომაც მიუახლოვდა მსოფლიო იმ ჩიხს, ომელსაც გლობალური ომისა და კატასტროფის ჩიხი ჰქვია. გონებას არ სცილდება აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის (ქალის, დედის, მეუღლის), ნათქვამი, რომ სადამ ჰუსეინის დასჯა ღირდა ხუთასი ათასი ბავშვის დახოცვად. ამ განცხადებას ფაშისტურსაც ვერ დაარქმევ. ეს უღმერთობის მწვერვალია, დაცემის მაქსიმაა, ცნობიერებაში დატრიალებული აპოკალიფსია, ანუ გადარჩენის შეუძლებლობაა.

რეზოლუციის მოწინააღმდეგე სახელმწიფოთა შორის იყვნენ ისრაელი, აშშ, უკრაინა. განა ეს არ მეტყველებს, რომ უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისს ერთი ავტორი ჰყავს და ერთი ცენტრიდან იმართება? რა თქმა უნდა, ამას ნიშნავს! ის სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-ს მისჩერებიან და მის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამენ, ბავშვების დახოცვის მომხრეებად გვევლინებიან. ისინი ბიბლიური ჰეროდეს მემკვიდრენი არიან, რომელმაც მის სამეფოში ყრმათა მოსვრა ბრძანა იმის იმედით, რომ ამ ჯოჯოხეთურ განაჩენში ყრმაიესოც მოჰყვებოდა. ერთი ამბავი ავიწყდებათ, როგორც ჩანს. ამას წმინდა წერილიც ასწავლის, თუ სიკვდილამდე როგორ დასაჯა ჰეროდე მაცხოვრისა და სხვა ჩვილების წინააღმდეგ შეთქმულების გამო მის თავს გადმოსულმა რისხვამ, თუ როგორ იმუშავა ღვთის ნებით დადგენილმა მათრახმა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას გენოციდი უწოდა; ღაზას სექტორში კი, სადაც ათასობით ბავშვი იღუპება, ომის შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. საქართველოში ვინც დღე და ღამე ამტკიცებდა, რომ უკრაინაში რუსები ბავშვებს ხოცავენ, ახლა ღაზის სექტორში დახოცილი ბავშვების გამო რატომ არ წუხან და რატომ არ იღებენ ხმას?! ნეტავ სად არიან ის ადამიანები დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ პერფორმანსებს რომ მართავდნენ და აცხადებდნენ: “სათამაშოები ბავშვების გარეშე – ეს არის სიმბოლო ჩვენი აქციისთვის, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ბავშვებს და ვთქვათ, რომ ასეთ დროს დუმილი დანაშაულის მხარეს დგომას ნიშნავს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ვიყოთ მკაფიო ამ ბოროტების წინააღმდეგ”. ეს როგორ არის, უკრაინელი ბავშვები ბავშვები არიან და პალესტინელი ბავშვები ბავშვები არ არიან?! უბედურება ისაა, რომ მათ ფეხებზე ჰკიდიათ, როგორც პალესტინელი, ასევე უკრაინელი ბავშვები. მათთვის ბავშვების სიცოცხლე კი არა, უფროსისთვის ერთგულების დამტკიცებაა მთავარი. უფროსი კი აშშ-ია, სადაც თეთრი სახლის წინ ათასობით ადამიანი იკრიბება და პრეზიდენტ ბაიდენს ღაზსექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამერიკელებმაც შესანიშნავად იციან, ვინ ხოცავს ბავშვებს ახლო აღმოსავლეთში. რუსეთის არმია ფილიგრანულად ატარებს სამხედრო ოპერაციას. ისინი მხოლოდ იმ წერტილებს ბომბავენ, რომლებზეც ფაშისტები არიან გამაგრებული. ისრაელი კი (იგულისხმეთ აშშ)მიყოლებით ბომბავს ღაზას სექტორს და მიწასთან ასწორებს ყველაფერს. ეს ომის წარმოების ამერიკული წესია. ასე იქცეოდნენ ისინი კორეიდან და ვიეტნამიდან მოყოლებული, იუგოსლავიამდე და ერაყამდე.

* ისინი სამხედრო კონტინგენტს არ არჩევენ მშვიდობიანი მოსახლეობისგან;

* მათთვის სულერთია ქალი თუ კაცი, ბავშვი თუ ზრდასრული, ახალგაზრდა თუ მოხუცი;

* ისინი მიყოლებით ბომბავენ სამხედრო ბაზებსა თუ საცხოვრებელ სახლებს, იარაღის საწყობებსა თუ საავადმყოფოებს, ასაფრენ ბილიკებსა თუ საბავშვო დაწესებულებებს.

* ეს ხდება დღეს ღაზის სექტორშიც და ამას ისრაელის ხელით აშშ აკეთებს.

ამის შესახებ ღია ტექსტით განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა: “არ გვაქვს უფლება, არ უნდა დავუშვათ, რომ ემოციებით ვიხელმძღვანელოთ. ცხადად უნდა გვესმოდეს, რეალურად ვინ დგას ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ერების ტრაგედიების უკან, ვის მიერ არის ორგანიზებული და ვის აძლევს ხელს შექმნილი ქაოსი. დღეს ეს ცხადი და ყველასთვის გასაგები გახდა. დამკვეთები ღიად და თავხედურად მუშაობენ. სწორედ აშშ-ის ამჟამად მმართველი ელიტები და მათი თანამგზავრები არიან მსოფლიო არასტაბილურობის მთავარი ბენეფიციარები”.

უბედურება არის ის, რომ ადამიანები და სახელმწიფოები, უმრავლეს შემთხვევაში, ჩაგრულისა და სუსტის მხარეს კი არა, მოძალადისა და უსამართლობის მხარეს დგანან; ღმერთის მხარეს კი არა, სატანის მხარეს დგანან; ბავშვის მხარეს კი არა, ტერორისტის მხარეს დგანან. უსამართლობის მხარეს დგომამ მთელი კაცობრიობა ჩიხში შეიყვანა, ანუ თავად დააყენა გადარჩენის შეუძლებლობის წინაშე.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here