Home ახალი ამბები მსოფლიო G20-ის სამიტზე   რუსეთმა გაიმარჯვა

G20-ის სამიტზე   რუსეთმა გაიმარჯვა

255

ინდოეთში გამართულ G20-ის სამიტზე მიიღეს დეკლარაცია და მასში რუსეთმა და გლობალურმა სამხრეთმა თავიანთი ფორმულა მოახვიეს თავს კოლექტიურ დასავლეთს. დასავლეთმა დათმო.  ამის შესახებ წერს  ტელეგრამ-არხი „Логика Маркова“.

დასავლეთს სურდა, დეკლარაციაში ჩაწერილიყო ფრაზა “რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ”, მაგრამ  ის ამოაგდეს და ჩაწერეს ფრაზა „ომი უკრაინაში“.

დასავლეთს სურდა, მარცვლეულის შესახებ გარიგების მხარდაჭერა მარცვლეულის მხოლოდ უკრაინიდან გატანისთვის, მაგრამ დეკლარაციაში არის ფორმულა:  “მარცვლეული რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან”.

ამ ფორმულებში გლობალურმა სამხრეთმა დაამარცხა კოლექტიური დასავლეთი, რადგან გლობალური სამხრეთი და რუსეთი გაძლიერდნენ და უფრო გაერთიანდნენ.

ბრიჩსი გაფართოვდა და აი დასავლეთი თმობს, მიდის და დაჭრილი მგელივით ღრღნის თავის კუდს.

ერთი წლის წინათ  ბალიზე გამართულ  G20-ის სამიტზე იყო „რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ და ეს იყო რუსეთის მარცხი. ახლა კი არის ფორმულა  „ომი უკრაინაში“. გაისად  „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ იქნება  თუ უკრაინის განთავისუფლება?

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@logikamarkova/8151

                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here