Home ახალი ამბები მსოფლიო ფრანგი ანალიტიკოსი: ევროკავშირი მილიარდებს ხარჯავს მავნე და უეფექტო ამერიკულ ვაქცინაზე

ფრანგი ანალიტიკოსი: ევროკავშირი მილიარდებს ხარჯავს მავნე და უეფექტო ამერიკულ ვაქცინაზე

278

ევროპის ქვეყნებს არ აქვთ გავლენა ევროპარლამენტის ბიუროკრატებზე, რომლებიც ჩაეფლნენ კორუფციასა და სხვადასხვა რაღაცის ლობირებაში, _ განუცხადა ფრანგმა ჟურნალისტმა და პოლიტიკის ანალიტიკოსმა დიმიტრი დე კოშკომ “პოლიტნავიგატორის” ჟურნალისტს ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას. 

დე კოშკოს თქმით, ბრიუსელი თავის “ბიუროკრატიულ ინტერესებს” ევროკავშირის წევრებს კარნახობს. “ეს ახლა კარგად გამოჩნდა ვაქცინისა და წამლების შესყიდვის პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას თეორიულად შეუძლია, თვითონ განსაზღვროს ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკა, მათ წამლებისა და ვაქცინების შესყიდვა ევროკავშირს მიანდეს. და ეს არ არის წარმატებული საქმე. ევროკავშირის ბიუროკრატიამ აჩვენა, რა ძლიერად არის ის დამოკიდებული სხვადასხვა ინტერესის ლობირებაზე. ევროპელი ბიუროკრატები კორუფციაში ჩაეფლნენ. მალე უზარმაზარ სკანდალს გამოიწვევს პრეპარატ Remdesivir-ის შესყიდვა ამერიკული ლაბორატორია გილეიდისგან, რაც მილიონ ევროზე მეტი დაჯდა. არადა, ეს Remdesivir-ი სულაც არ არის ეფექტიანი კოვიდის წინააღმდეგ”, _ განაცხადა ექსპერტმა.

politnavigator.net-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here