მთავარი მსოფლიო France-Presse: კატალონია დამოუკიდებლობას რეფერენდუმის დასრულებისთანავე გამოაცხადებს

France-Presse: კატალონია დამოუკიდებლობას რეფერენდუმის დასრულებისთანავე გამოაცხადებს

522
გააზიარეთ
კატალონია

ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა ხმას მისცემს ამ მხარის დამოუკიდელობას რეფერენდუმზე, რომელიც წლეულს, 1 ოქტომბერს გაიმართება.

“თუ ხმების უმრავლესობა კატალონიის რესპუბლიკის მხარეს იქნება, დამოუკიდებლობა დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს”, _ თქვა კატალონიის კოალიციის წევრმა გაბრიელა სერამ.

დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადების შესახებ ნათქვამია კანონში, რომელიც კატალონიას ესპანეთის სამართლებრივი სისტემიდან გამორიცხავს.

უკვე დიდი ხანია, კატალონიაში ესპანეთიდან გამოყოფაზე ლაპარაკობენ. ეს რეგიონი მნიშვნელოვნად არის განვითარებული და აქ მცხოვრებნი მიიჩნევენ, რომ, თუ გამოეყოფიან ხანგრძლივ ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ესპანეთის სახელმწიფოს, დანარჩენი ესპანელებისგან განსხვავებით, არ დასჭირდებათ ქამრების შემოჭერა და უზრუნველყოფილი იქნებიან ცხოვრების მაღალი დონით.

ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაბლოკავს კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here