მთავარი დაიჯესტი Fordomspodden: კარგია, რომ პუტინი ყველაფერს აკონტროლებს და ამყარებს წესრიგს

Fordomspodden: კარგია, რომ პუტინი ყველაფერს აკონტროლებს და ამყარებს წესრიგს

918
გააზიარეთ
დოლფ ლუნდგრენი

ცნობილმა შვედმა მსახიობმა დოლფ ლუნდგრენმა სატელევიზიო პროგრამა Fordomspodden-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ პატივს სცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მისი აზრით, ძალიან კარგია, რომ რუსეთს ჰყავს ასეთი ძლიერი ლიდერი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს და წესრიგს ამყარებს.

პროგრამის წამყვანმა ივარაუდა, რომ ჰოლივუდში ფესვგადგმული ანტირუსული განწყობილების ფონზე, უწინ  რუსი ბოროტმოქმედის, ივან დრაგოს, როლი რომ შეასრულა ფილმში “როკი-4”, ხომ არ აპირებს, ამჟამადაც შექმნას მსგავსი კინოსახეები, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს მსახიობის კარიერის წარმატებულ განვითარებას.

ლუნდგრენმა უპასუხა, რომ ეს ყველაფერი ცრურწმენაა. მისი აზრით, აშშ-ს ყოველთვის სჭირდება ბოროტმოქმედი, “ცუდი ბიჭი”, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს. დღეს “იანკისთვის” ასეთი კრებსითი სახეა რუსეთი.

ლუნდგრენმა აღნიშნა, რომ ივან დრაგოს როლი მან  80-იან წლებში ითამაშა, როცა აშშ და საბჭოთა კავშირი “ცივი ომით” იყვნენ დაპირისპირებულები. დღეს კინოკომპანია Creed-2 იწყებს ახალ პროექტს, რომელშიც მსახიობის ძველი გმირი, თავის 20 წლის ვაჟთან ერთად, ბრუნდება. და ამ ფილმში, როგორც ლუნდგრენი ამბობს, “აღმოსავლეთი კვლავ შეებრძოლება დასავლეთს”. შეიძლება დავასკვნათ, რომ აშშ კვლავ დაიპირისპირებს რუსეთს, რაც ხელოვნების სფეროში აშკარად არის გამოკვეთილი.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here