Home სხვადასხვა დაიჯესტი Fondsk.ru: უკრაინის სახელმწიფო ვალი დღეში 40 მილიონი დოლარით იმატებს

Fondsk.ru: უკრაინის სახელმწიფო ვალი დღეში 40 მილიონი დოლარით იმატებს

1083
უკრაინა

კიევი ვალების დაგროვების ახალ რეკორდებს ამყარებს. სექტემბერში ჯამურმა სახელმწიფო ვალმა 84,7 მილიარდი გრივნით (3 მილიარდზე მეტი დოლარით) მოიმატა და რეკორდულ 2 ტრილიონ გრივნას გადააჭარბა. ამ ინფორმაციას ავრცელებს უმაღლესი რადის “ოპოზიციური ბლოკის” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ლევოჩკინი.

სახელმწიფო ვალმა მოიმატა ევროობლიგაციების შემოღების შედეგად, რომელთა ღირებულებამ 3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ ფულიდან 1,6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა რესტრუქტურიზებული ობლიგაციების დასაფარავად. სახალხო დეპუტატის მტკიცებით, სახელმწიფომ ვერ შეძლო სახელმწიფო ვალის ეფექტიანი მართვის სტრატეგიის შემუშავება.

შედეგად, სახელმწიფო ვალი კვლავ სწრაფად იმატებს _ ყოველდღიურად 1 მილიარდ გრივნაზე მეტად, რაც დაახლოებით 40 მილიონ დოლარს უდრის. ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში (2014 წლის მარტი _ 2017 წლის სექტემბერი) სახელმწიფო ვალმა სამჯერ მოიმატა.

დღეს თითოეულ უკრაინელზე 48 ათასი გრივნის ოდენობის სახელმწიფო ვალი მოდის _ თითქმის 2000 დოლარი. ეს თანხა ყოველდღიურად იზრდება. უკრაინის ეკონომიკის გადატვირთვა, ჩანს, დღეს არავის შეუძლია. ხვალ ამას არავინ გააკეთებს, ზეგ კი გვიან იქნება. კიევმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინა გაკოტრებულია, რომელსაც მრავალმილიარდიანი ვალი მძიმე ტვირთად აწევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here