Home ახალი ამბები მსოფლიო “ფეისბუკი” წინააღმდეგია: ლიბერასტები იცავენ “ცილისწამების უფლებას”

“ფეისბუკი” წინააღმდეგია: ლიბერასტები იცავენ “ცილისწამების უფლებას”

747

მასალაში, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, მოთხრობილია ყალბი ინფორმაციით მანიპულირებაზე, რომელსაც ეწევა “ფეისბუკი” ჰონგკონგის მოვლენების თაობაზე. ასეთი რამ ჩვენც გვინახავს და, სამწუხაროდ, ალბათ, კიდევ ვნახავთ უახლოეს მომავალში, ამიტომაც უპრიანი იქნება, წავიკითხოთ, დავიხსომოთ და გავითვალისწინოთ. 

ჰონკონგის პროდასავლური მედია SCMP იუწყება, რომ “ფეისბუკის” ამერიკულმა სოციალურმა ქსელმა არ დააკმაყოფილა ყალბი და ცილისმწამებლური ინფორმაციის წაშლის შესახებ ორგზის მიმართვა, რომელიც ჰონკონგის პოლიციამ გაუგზავნა.

პოლიციამ სთხოვა, წაეშალათ: პირველი _ ინფორმაცია “პოლიციის მიერ სექსუალური ძალადობის განხორციელების” შესახებ; მეორე _ “ჰონკონგის მცხოვრებთა მკვლელობის” შესახებ.

ორივე ცნობა საპროტესტოდ შეგდებული სტანდარტული კომპლექსიდანაა, რომელსაც იცნობს ყველა, ვისაც კი წაუკითხავს ახალი ამბები “ფერადი” რევოლუციების შესახებ. ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებული, მაგრამ დამარცხებული პროტესტანტები თანამოაზრეების გამხნევების მიზნით წერენ სტანდარტულ ტექსტებს:

  1. ვიღაც, რომელიც თითქოს მოწმე იყო შემზარავი თვითნებობის, სულმოუთქმელად გვაუწყებს: “ეს-ესაა პოლიციელებმა ორსული ქალი ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს”;
  2. ვიღაც აადამიანურებს თავდასასხმელ ობიექტებს და მათ დემონების თვისებებს მიაწერს: “ბავშვები, ვითომც არაფერი, ხარხარით დახოცეს ფორმიანმა ქაჯებმა”;
  3. ვიღაც ამ დროს აუცილებლად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფორმიანი ქაჯების ურდოები უკვე შეკრთნენ და გარბიან: “პოლიციის მე-14 გამანადგურებელი ბატალიონის მებრძოლებმა უარი თქვეს ბრძანებების შესრულებაზე და შინ წავიდნენ”.

და ასე შემდეგ.

ამ და მსგავსს მასალებს ერთი საერთო ქვეტექსტი გასდევს: ნუ დაფიქრდებით, აღიქვით ემოციურად, ასლუკუნდით, გაიქეცით იქით, საითაც მიგითითებთ”.

ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ყველა მსგავსი სლუკუნგენერირების სენსაციები საბოლოოდ შეთხზული გამოდგება, მოგონილი, ტყუილი.

მიზანი მარტივია _ შეუქმნან მავანის განკარგულებით ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულებს ილუზია: “ჩვენ მამაცურად და გმირულად წინ აღვუდექით ბოროტ ძალას, რომელიც წამისწამზე დამარცხდება და დაიშლება”. ამასთანავე, ემოციური მგზნებარებით უნდა გადაფარონ უაზრობა ამგვარი საპროტესტო გამოსვლების, რომლებიც არავითარი შედეგის მომტანი არ არის პროცესის რიგითი მონაწილეებისთვის.

გონიერებაზე ემოციების პრიმატი დიდი ხანია, წარმატებით არის გამოყენებული: ემოციების გამოსაწვევად იოლია და “იაფი” ჯდება ადამიანის ენერგიის ხარჯვის თვალსაზრისით, ვიდრე განსჯა და დასკვნის გამოტანა.

ჰონკონგის პოლიციამ სკრუპულოზურად დაამუშავა “ფეისბუკში” გამოქვეყნებული ინფორმაცია და მოითხოვა აშკარა სიცრუის წაშლა. მართლაც უცნაურია იმაზე ლაპარაკი, რომ “პოლიცია განაგრძობს მოქალაქეთა დახოცვას” მაშინ, როცა დაღუპულთა რაოდენობა ნულის ტოლია. “ფეისბუკმა” არა მხოლოდ უარი განაცხადა აღნიშნული პუბლიკაციების წაშლაზე, არამედ განმარტა, რომ ისინი არ შეიცავს ყალბ ინფორმაციას.

ორთაგან ერთი ინფორმაციის ავტორმა, რომელიც წერდა, რომ პოლიციამ დახვრიტა სტუდენტი, პრინციპულად განაცხადა: “მე არ წავშლი ჩემს პოსტს. ჰონკონგი თავისუფალი საზოგადოებაა. მე ჩემს გვერდზე “ფეისბუკში” გამოვაქვეყნე ის, რაც ტელეეკრანზე ვნახე. ჰონკონგელ ხალხს არ სჭირდება პოლიციის დარიგების მოსმენა იმის შესახებ, თუ რა უნდა წავიკითხოთ სოციალურ ქსელებში”.

“ფეისბუკი” თავს იმართლებს იმით, რომ ავტორი წერს იმას, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, რაც ტელევიზიით იხილა, და, საერთოდ, ადამიანებს აქვთ უფლება, სოცქსელებში წაიკითხონ ის, რაც სურთ”. ასე გაიმაგრა პოზიცია “ფეისბუკმა”.

ფეიკნიუსების წინააღმდეგ ბრძოლა შერჩევითი ხასიათისაა _ როცა სჭირდებათ, აშკარა სიცრუით გამორჩეული ინფორმაციის გავრცელებას ამართლებენ “ადამიანების უფლებით, წაიკითხონ ის, რაც სურთ”. მეტიც _ წარმოიქმნება ფრიად საინტერესო პრეცედენტი, როცა ყალბი ინფორმაციის ავტორს შეუძლია თავი გაიმართლოს იმით, რომ მან ეს ამბავი გაიგო (მოისმინა, ნახა, წაიკითხა) მედიის სხვა საშუალებაში. და ეს “არგუმენტი” საკმარისია იმისთვის, რომ მას არ დაეკისროს პასუხისმგებლობა ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის. მაშასადამე, ინფორმაცია “მეორადი სიყალბეა”, “პირველს მე არ დამიწყია”, ე.ი., შეიძლება ვწერო ის, რასაც მიზანშეწონილად მივიჩნევ.

ასეთი შერჩევითობის დონე ფრიად მაღალია. საკმარისია, ვინმე შეეცადოს და “ფეისბუკზე” დადოს მასალა, როგორ იპარავს აშშ-ის შეიარაღებული ძალები სირიის ნავთობს, რომ ეს პუბლიკაცია ორიოდ საათში გაქრება. ეს ხომ არც კორეაა და არც ირანი, რომლებიც თავს ვერ იცავენ ფეიკნიუსების შემოტევისგან: “მათ შესახებ ნებისმიერი ფეიკის გამოქვეყნება შეიძლება ყოველდღიურად CNN-ში, აუდიტორია ყველაფერს გადაყლაპავს”.

მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჰონკონგის პოლიციასთან, რომელიც მუშაობს ბრიტანეთის 1997 წლის კანონებით, სამართალდამცავ სტრუქტურასთან, რომელიც არ ექვემდებარება პეკინს და რომლის თანამშრომლები აღჭურვილები არიან გაერთიანებული სამეფოს პასპორტებით.

მსოფლიოში დღეს ისეთი პოლიტიკური ვითარებაა, რომ ასეთი წვრილმანებისთვის არავის სცალია. როგორი იქნება ამერიკის სოცქსელების დამოკიდებულება საქართველოს შესახებ გავრცელებული ჭორების მიმართ, ამით შეიძლება არც დავინტერესდეთ.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here