Home ახალი ამბები მსოფლიო ფაშინიანმა ყველაფერი გააკეთა არცახის მთლიანად გასაქრობად

ფაშინიანმა ყველაფერი გააკეთა არცახის მთლიანად გასაქრობად

297

მორიგი ომი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მას შემდეგ გახდა აშკარა, რაც ერთი თვის წინათ აზერბაიჯანმა  დაიწყო  სრულფასოვან შემტევ ჯგუფებად ჩამოყალიბებული ტაქტიკურნიშნებიანი (შებრუნებული A) ჯარების  გადასროლა, – იუწყება ექსპერტ  იური ბარანჩიკის ტელეგრამ -არხი „Юрий Баранчик“-ი.

ამჯერად არცახს ( ასე უწოდებენ სომხები მთიან ყარაბაღს – გ.გ.) აქვს ყველა შანსი, რომ მთლიანად გაქრეს, რადგან ამისთვის ფაშინიანის მთავრობამ ყველაფერი  გააკეთა; მეტიც, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო თავდაპირველად ამბობდა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე მსგავსი არაფერი ხდებოდა. შემდეგ კი დასძინა, რომ არცახის ტერიტორიაზე სომეხი სამხედროები არ არიან და უცნობია, ვინ უპირისპირდება იქ აზერბაიჯანის არმიას.   ორიოდე საათის შემდეგ ვითარების აბსურდულობა  ერევანამდეც დავიდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ქმედებებს  ფართომასშტაბიანი აგრესია უწოდა და მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოსა და რუსეთის ფედერაციის მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტს, მიეღოთ ზომები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. იმ მშვიდობისმყოფელებს, რომლებსაც ფაშინიანმა ერთი კვირის წინათ Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში უუნაროები უწოდა. მანამდე მან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გაიწვია სომხეთის წარმომადგენელი ვიქტორ ბიაგოვი და ელჩად გაგზავნა ნიდერლანდებში, მოაწყო სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნები და მეუღლის მეშვეობით პატივისცემა დაუდასტურა ნარკოფიურერ ზელენსკის.

ძნელი სათქმელია, როგორ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები რუსმა მშვიდობისმყოფელებმა, როცა ვითონ ფაშინიანმა აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღზე და, სამართლებრივი თვალსაზრისით, მშვიდობისმყოფელთა  ჩართვა საომარ მოქმედებებში ნიშნავს აზერბაიჯანელ სამხედროებთან კონფლიქტს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ბრძოლას არ ჩქარობს.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ მზად არის  შუამავლის როლის შესასრულებლად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაგრამ პრობლემა იგივეა: კონფლიქტი არ არის!

“სომხეთი არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში. ამჟამად ჩვენ არ წამოვიწყებთ  არანაირ მოუფიქრებელ ქმედებებს”, – განაცხადა ფაშინიანმა.

 ასეთ შემთხვევაში ვინ ვისთან უნდა შეარიგო?!

ასეთ პირობებში არცახის შემნარჩუნებელიც არავინ არის. კარგი იქნება, თუ აზერბაიჯანი შეასრულებს  თავის დაპირებას,  არ ისარგებლებს შექმნილი ვითარებით და ნახიჩევანში არ შევა.

ზელენსკი კი გაეროში ტყუილად წავიდა. ახლა იქ უკრაინაზე არ ისაუბრებენ.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@barantchik/12355

                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here