მთავარი მსოფლიო Facebook მოზარდებში პოპულარობას კარგავს?! – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი დოკუმენტებიდან, რომელიც...

Facebook მოზარდებში პოპულარობას კარგავს?! – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი დოკუმენტებიდან, რომელიც კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა

84
გააზიარეთ

თინეიჯერები 16%-ით ნაკლებ დროს ატარებენ Facebook-ში, ახალგაზრდების დახარჯული დრო კი 5%-ით შემცირდა. ამის შესახებ კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, ფრენსის ჰაუგენისგან გახდა ცნობილი. მან საიდუმლო დოკუმენტები და კვლევის შედეგები გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდებში სოციალური ქსელის პოპულარობა იკლებს.

შედეგების მიხედვით, ამ პლატფორმაზე 30 წელს ქვემოთ ადამიანები ნაკლებად აქტიურობენ. ვარაუდობენ, რომ მათი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს Instagram-ს, TikTok-ს და Snapchat-ს.

კვლევა 2021 წლის მარტში Facebook -ის ერთ-ერთი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, კრის კოქსის ბრძანებით ჩატარდა. რის შემდეგაც გამოიკვეთა ტენდენციები, რომ ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ დროს ატარებენ Facebook-ში; შემცირებულია თინეიჯერების რეგისტრაციის მაჩვენებელი; ახალგაზრდა მომხმარებლები შედარებით იშვიათად პოსტავენ და აზიარებენ სიახლეებს, ვიდრე 30 წელს გადაცილებული პირები.

Facebook VS TikTok

აშშ-ს „ფეისბუქის“ აპლიკაციის მომხმარებელთა ბაზა 2019 წლიდან თინეიჯერებს შორის 13 %-ით შემცირდა და სავარაუდოდ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 45%-ით კიდევ შემცირდება, რაც კომპანიის ყველაზე შემოსავლიან სარეკლამო ბაზარზე ყოველდღიური მომხმარებლების საერთო შემცირებას გამოიწვევს. მოსალოდნელია, რომ იმავე პერიოდში 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდების რაოდენობა 4%-ით შემცირდება.

მესიჯი ნათელია: „ფეისბუქი“ სწრაფად კარგავს პოპულარობას ახალგაზრდა თაობაში.

„ახალგაზრდების უმეტესობა „ფეისბუქს“ 40-დან 50 წლამდე ადამიანებისთვის განკუთვნილ აპლიკაციად მიიჩნევს. ახალგაზრდები კონტენტს მოსაწყენად და ნეგატიურად აღიქვამენ. მათ ხშირად უწევთ არარელევანტური შინაარსის წაკითხვა, რათა მიიღონ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. მათ ფეისბუქთან ნეგატიური ასოციაციების ფართო სპექტრი აკავშირებთ, მათ შორის „დაბალი ინფორმირებულობა დაკავშირებული სერვისების შესახებ“ – აცხადებს აღმასრულებელი დირექტორი კრის კოქსი.

მარტში გამართულმა პრეზენტაციამ კოქსს აჩვენა, რომ 18 წლამდე მომხმარებელთა ანგარიშის რეგისტრაცია 26%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით. მოზარდების მიერ გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16%-ით შემცირდა, ხოლო 20-30 წლის მომხმარებლების მიერ გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა არ შეცვლილა.

აღსანიშნავია, რომ საფრთხილო ნიშნები „ინსტაგრამზეც“ შეინიშნება.

ახალგაზრდებთან მუშაობაში, ინსტაგრამი უკეთესი გახდა, მაგრამ მაინც არსებობს შეშფოთების მიზეზები. 2020 წლიდან თინეიჯერების პოსტები 13%-ით დაეცა და „რაც ყველაზე შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება“ არის მოზარდებში TikTok-ის გაზრდილი პოპულარობა. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ მოზარდები ორ-სამჯერ მეტ დროს ატარებენ TikTok-ზე, ვიდრე Instagram-ზე.

ზოგიერთი ადამიანი, რომელიც რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიშს ოპერირებს (რომელსაც კომპანია უწოდებს Single User Multiple Accounts, ან SUMA) პასუხისმგებელია ფეისბუქის ბევრ ყველაზე საკამათო და მავნე კონტენტზე.

მაგრამ, როგორც Politico იუწყება, გავრცელებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ კომპანიამ ვერ შეძლო პრობლემის მოგვარება:

“[A] [SUMA]-ის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იმდენი საკამათო პოლიტიკური პოსტი გაავრცელა, რომ კომპანიის შიდა დოკუმენტებისა და ყოფილ თანამშრომლებთან ინტერვიუების მიხედვით, ისინი გახდნენ ტოქსიკური პლატფორმის პოლიტიკის უზარმაზარი წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი SUMA უვნებელია, Facebook-ის თანამშრომლები მათ სახიფათო პოლიტიკური აქტივობის მიმწოდებლებად მიიჩნევენ.“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ჯერ კიდევ 2018 წლის მარტის კვლევამ დაადგინა, რომ ანგარიშებს, რომლებიც შეიძლება იყოს SUMA, ყოველდღიურად დაახლოებით 11 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

ალგორითმი

„ფეისბუქმა“ დააპროგრამა ალგორითმი, რომელიც აღმოაჩენს, რას ხედავენ ადამიანები თავიანთ საინფორმაციო კედელზე და რეაქციის ემოციებს იყენებენ, როგორც სიგნალებს უფრო ემოციური კონტენტის პოპულარიზაციისთვის, მათ შორის, რამაც შეიძლება გააღიზიანოს მომხმარებელი.

ალგორითმული პოპულარიზაციის ძალამ ძირი გამოუთხარა „ფეისბუქის“ კონტენტის მოდერატორებისა და კეთილსინდისიერების გუნდების ძალისხმევას, რომლებიც იბრძოდნენ მძიმე ბრძოლაში ტოქსიკური და მავნე შინაარსის წინააღმდეგ. შიდა დაპირისპირება გამოიწვია თავად „გაბრაზებულმა“ სმაილიკმაც.

The Washington Post -ის ინფორმაციით გაჟონილ დოკუმენტებში ნაპოვნია ახალი ინფორმაცია, სადაც ირკვევა, რომ „ფეისბუქი“ ცდილობდა გამოეკვლია საკითხი მომხმარებლის ემოციებით მანიპულირების შესახებ:

“ფეისბუქში ღრმად იყო ჩასმული ექსპერიმენტების კულტურა. 2014 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი ცდილობდა შეეცვალა მომხმარებელთა არხებში ნაჩვენები შეტყობინებების ემოციური მნიშვნელობა, რათა ისინი უფრო პოზიტიური ან ნეგატიური გამხდარიყო, შემდეგ კი დაენახა, შეიცვალა თუ არა შეტყობინებები ეთიკურად“- წერდა იმ დროს The Post.

მეორე საკითხი, რომელიც ჰოგენმა კონგრესს ამ თვეში შეატყობინა, მოიცავდა უსაფრთხოების ზომების გამორთვას მომხმარებელთა ქვეჯგუფისთვის, როგორც შედარების მიზნით, რათა დაენახათ, მუშაობდა თუ არა ეს ზომები.

„ფეისბუქმა“ ვერ იმუშავა ენობრივი ხარვეზებზე, რის შედეგადაც მავნე კონტენტი საზღვარგარეთ აღმოჩენილი ვერ იქნა. Associated Press-ის ცნობით, გამოქვეყნებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ „ფეისბუქმა“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სიძულვილის ენისა და ძალადობის წაქეზების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო რესურსები არ გამოყო – და მან ამის შესახებ იცოდა.

https://www.bpn.ge/
გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here