Home ახალი ამბები მსოფლიო ევთანაზიიდან კანიბალიზმის ლეგალიზაციამდე

ევთანაზიიდან კანიბალიზმის ლეგალიზაციამდე

811

ლიბერასტებს საზღვრები არ აქვთ, ამიტომ, რასაც ისინი აკეთებენ სხვა ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთში, ჩვენთვისაც ყურადსაღებია. რამდენიმე დღის წინათ ლიბერასტებმა ქართველი თინა კანდელაკის პირით მორიგი ღვთისმგმობელი კამპანია წამოიწყეს რუსეთში და ამ კამპანიის ჩვენთან გადმოტანასაც უნდა ველოდოთ. გთავაზობთ რუსეთში მომხდარის აღწერას და მასზე ერთ-ერთი რუსი მღვდელმთავრის კომენტარს. 

რუსულ მასმედიას უცებ კვლავ გაახსენდა ევთანაზიის პრობლემა. ეს მოხდა თინა კანდელაკის მეცადინეობით რადიო “კომსომოლსკაია პრავდის” ეთერში, სადაც სტუდიის სტუმარი იყო რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი ვერონიკა სკვორცოვა.

რა თქმა უნდა, რუსეთში, ევთანაზიის გარდა, საჭირბოროტო და აქტუალური საკითხი აღარ არის. სერიოზულად კი, ჩემი სარკაზმი გამოწვეულია უაზრო კითხვით, რომელიც დასვეს დღის წესრიგში ქვეყნის საინფორმაციო საშუალებით. რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი იძულებული იყო, ეპასუხა და რაღაც თქვა რეფერენდუმსა და ხალხის ნებაზე. სკვორცოვამ რელიგიურ შემადგენელზეც მიუთითა, _ ეს ბევრ ადამიანს მიაჩნია ცოდვადო.

და დაიწყო…

მართლმადიდებელ რუსეთში ადამიანისთვის წინასწარგანზრახვით სიცოცხლის მოსწრაფებას ყოველთვის უწოდებდნენ მკვლელობას, ხოლო სუიციდს _ თვითმკვლელობას, და თუ შევეცდებით, ეს ცნებები თავდაყირა დავაყენოთ, ჩვენს მსოფლმხედველობით კოდს დავანგრევთ, რომლის გამოც დაიწყო ადამიანობის დაკარგვის პროცესი. აქედან კი კანიბალიზმამდე არც ისე შორს არის. არ გჯერათ? ტყუილუბრალოდ!

მართლმადიდებელი ქრისტიანობის თვალსაზრისით, ევთანაზიის მიმართ არანაირი გულმოწყალება არ შეიძლება იყოს, ვინაიდან მორწმუნენი სასიკვდილო დაავადებებს ყოველთვის განიხილავდნენ, როგორც ცოდვებისგან განწმენდის, მონანიებისა და თავიანთი ცხოვრების შედეგების გადასინჯვის მეთოდს. ტანჯვა, ერთი მხრივ, არის კაცობრიობის მიერ ჩადენილი ცოდვის შედეგი, მეორე მხრივ _ საფეხური, რომელიც იძლევა ღმერთის გაგებას, როგორ მივუახლოვდეთ მას. ქრისტეს უმნიშვნელოვანესი მცნებაა: “მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი!”

ათეისტები? სეკულარული საზოგადოებისთვის, რომლის წარმომადგენლებიც უარყოფენ შემოქმედის არსებობას, აზრი ევთანაზიაზე შეიძლება მიმზიდველი აღმოჩნდეს, რადგან მათთვის სიცოცხლე მხოლოდ “ბიოლოგიური ცილების არსებობის მეთოდია სხეულის ფორმაში”. შესაბამისად, უძლური ადამიანისგან სარგებელი მხოლოდ ერთია _ იქცეს სასუქად პლანეტის ეკოსისტემისთვის. თქვენ მოგწონთ ასეთი შედეგი? მე _ არა. სტატისტიკის მიხედვით, ასეთია ადამიანების უმრავლესობა.

ხვდებით, რა ტექტონიკურ ძვრებს გამოიწვევს ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში ევთანაზიის ლეგალიზება? ამ ათეისტური ლოგიკით, მსოფლმხედველობის ევოლუცია, ადრე თუ გვიან, მიგვიყვანს იდეამდე, რომ მიზანშეწონილია მოხუცების, ინვალიდების, ავადმყოფი ბავშვების თავიდან მოშორება. ბიოლოგიური თვალსაზრისით კი გადარჩება უძლიერესი. გაჩნდება წინასაარჩევნო პროგრამები, ჩატარდება რეფერენდუმები თეზისით: არ დავხარჯოთ ბიუჯეტის ფული საბავშვო ბაღებისა და ხანდაზმულთა თავშესაფრებისთვის. რამდენი შვილი მოინდომებს მოხუცი მშობლების აღიარებას უუნაროდ და ამით მათი ქონების ხელში ჩაგდებას? და სად არის გარანტია, რომ აღნიშნულ თემაზე შექმნილი კანონი ლეგალურ ინსტრუმენტად არ იქცევა, არასასურველი ადამიანების თავიდან მოსაშორებლად, ხოლო ექიმები _ ლიცენზირებულ ქილერებად?

მატერიალური დაინტერესება ყოველთვის იყო ბოროტმოქმედებისთვის ძლიერი მოტივაცია. მით უმეტეს, რომ დღეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებშიც ლეგალიზებულია ევთანაზია _ “სიკვდილი ექიმების” მომსახურებით, სრულიად ჯანმრთელი ადამიანებიც სარგებლობენ. კლიენტების ასაკობრივი საზღვრები ფართოვდება, მაგრამ ჩვენ რისთვის გვჭირდება დაკანონებული დემოგრაფიული გენოციდი, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ კანონის ლობირებით გამოწვეულ დანახარჯებზე?

ხალხი ხომ აუცილებლად დააკავშირებს საპენსიო ასაკის მომატებასა და ევთანაზიის ლეგალიზაციას, როგორც “გამოხშირვას” მოხუცებისა, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს?

გადაეცით “კომსომოლსკაია პრავდას”, რომელიც, უკვე არაერთი წელია, ლობირებს სახიფათო კანონპროექტებს, აგრეთვე, თინა კანდელაკს, რომ ქრისტიანობის მიხედვით რუსეთში პალიატიური მედიცინა უნდა განვითარდეს და არა ბრძოლა “სიკვდილის უფლების” დაკანონებისთვის. ჩვენ ხომ ისედაც ცოტა დავრჩით.

სვიატოსლავ შევჩენკო,
ბლაგოვეშჩენსკის ეპარქიის საოჯახო საკითხების კომისიის თავმჯდომარე

P.S. ლიბერასტის დამცინავი კომენტარი სტატიაზე: “ძალიან მინდა, მომაკვდავის საწოლთან ვნახო მღვდელი პალიატიური მედიცინის ხელში”… და მოსწრებული პასუხი კომენტარზე: “აუცილებლად ნახავ, ის შენს საწოლთან იდგება”.

vz.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here