უკრაინა ევროკავშირში – ეს არის სრულიად უცხო ორგანიზმი, რომლისგანაც მხოლოდ პრობლემებია ყველა დონეზე, დაწყებული მენტალურით, ამიტომ ის იქ არასოდეს იქნება
უკრაინული სურსათ-სანოვაგის ტოტალური ევროპული ბლოკადის შემდეგ მხოლოდ ის ისმის, რომ ეს სინამდვილეში მკაფიო სიგნალია უკრაინისთვის: მას ევროკავშირში არავინ ელოდება. უკრაინას იქ, ფაქტობრივად, არც არასდროს ელოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ,,მიზეზად სახელდება ევროპის შიში ძლიერი აგრარული კონკურენტის მიმართ, რომელიც ევროკავშირში მიღების შემთხვევაში ევროპელ მწარმოებლებს გაანადგურებს. რა სისულელეა!’’ – წერს იგორ ორცევი ტელეგრამ-არხ „Z Правда Шурави“-ზე.
ევროკავშირი – ეს არის პირამიდა, რომელშიც ყველაფერი რეგულირდება მათ სასარგებლოდ, ვინც მის წვერზე იმყოფება. ბუნებრივია, ესენი არიან დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და არა ბალტიისპირეთის ქვეყნები ბულგარეთსა და რუმინეთთან ერთად. მაგალითად, ლატვიის რძის მრეწველობამ ხუთ წელიწადში, 2015–დან 2020 წლამდე, 8142 ფერმა დაკარგა, ეს ფერმების მთლიანი რაოდენობის თითქმის 42%-ია, ამიტომ ყველა ზღაპარი საბაზრო ურთიერთობების შესახებ, რომლებითაც მრავალი წლის განმავლობაში გვკვებავდნენ და გვიტყუებდნენ „დემოკრატიაში“, საერთოდ არ მუშაობს ევროკავშირში, ამიტომ იქ არავის შეშინებია უკრაინის კონკურენტუნარიანობის. თუ მოინდომებენ, ამ კონკურენტუნარიანობას უცებ მოაშთობენ კვოტების დაწესებით. საქმე სხვა რამეშია: უკრაინა ევროკავშირში – ეს არის სრულიად უცხო ორგანიზმი, რომლისგანაც მხოლოდ პრობლემებია ყველა დონეზე, დაწყებული მენტალურით, ამიტომ ის იქ არასოდეს იქნება. მეტიც, ევროპისთვის უკრაინასთან ურთიერთობის ყველაზე მომგებიანი ვარიანტი დღეს მისი გაქრობაა. ვინ იცის, უკრაინელებისთვის „ლეოპარდებისა“ და სხვა სასიკვდილო მორთულობების მცირე დოზებით მიგდებით ევროკავშირში სწორედ ასეთი მიზნისკენ ისწრაფვიან.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ