Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპა უკვე იბრძვის მომავალ ზამთარში ბუნებრივი აირისთვის      

ევროპა უკვე იბრძვის მომავალ ზამთარში ბუნებრივი აირისთვის      

2023 წელს ბუნებრივი აირის შეძენა კიდევ უფრო გაჭირდება

74

ევროპული კომპანიები უკვე ფიქრობენ, როგორ უზრუნველყონ მოსახლეობა ენერგიით მომავალ ზამთარში. ექსპერტთა აზრით, ევროპას მომავალ წელს  გაუჭირდება, რადგან რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება, ხოლო თხევად ბუნებრივ აირზე კონკურენცია იზრდება.

2026 წლამდე ბაზარზე თხევადი ბუნებრივი აირის მომწოდებლების განსაკუთრებული შემოდინება არ მოხდება. გერმანიის ზოგიერთი კომპანია უკვე შეშფოთებულია, ექნება თუ არა საკმარისი ენერგორესურსები ათწლეულის მეორე ნახევარში. გერმანულმა კომპანიებმა, მათ შორის ქიმიური პროდუქციის მწარმოებელმა BASF SE-მა და კომუნალურმა კომპანია Uniper SE-მ ბოლო კვირებში მოლაპარაკებები გამართეს აშშ-სა და ბუნებრივი აირის სხვა ექსპორტიორებთან. მაგრამ ყველა ევროპული კომპანია არ არის მზად, ხელი მოაწეროს ხუთი და 10 წლით წინასწარ დაგეგმილ კონტრაქტებს, რადგან მათ შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ ატმოსფეროში მავნე აირების  გამოყოფის შესამცირებლ კლიმატურ  მიზნებზე.

კიდევ ერთი პრობლემა ევროკავშირისთვის: ევროპელ მყიდველებს სურთ უფრო დაბალი ფასები ამერიკელი გამყიდველებისგან, რადგან მიაჩნიათ, რომ აშშ დიდ სარგებელს იღებს ევროპის ენერგეტიკული კრიზისიდან, მაგრამ ამერიკელი ექსპორტიორები არ ეთანხმებიან ამ მიდგომას და მიუთითებენ ინფლაციაზე, ტრანსპორტირების ხარჯებსა და ფინანსურ რისკებზე. მათი თქმით,  უახლოეს თვეებსა და წლებში ფასები მოიმატებს, ამიტომ ევროპა, რომელიც ფიქრობდა, რომ რუსულ რესურსებზე უეცარი უარის თქმის შემდეგ უპრობლემოდ შეძლებდა მათი შემცვლელის პოვნას, მოკლევადიან პერსპექტივაში ამას ვერ შეძლებს.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here