Home ახალი ამბები მსოფლიო ევრაზიაში თვითკმარი გეოეკონომიკური კომპლექსი იქმნება

ევრაზიაში თვითკმარი გეოეკონომიკური კომპლექსი იქმნება

139

თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტი შთამბეჭდავი იყო მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების ლიდერებითა და უძველესი სამარყანდის ბრწყინვალე ანტურაჟით. ამასთანავე, თვით საერთაშორისო ატმოსფეროს _ დაძაბულობასა და გაურკვევლობას _ შეუძლებელი იყო, კვალი არ დაემჩნია ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის. ყველა ელოდა სიახლეებს დაკავშირებულს დღევანდელობასთან, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამ ფორუმზე ფუნდამენტური და გრძელვადიანი ტენდენციაც აღინიშნა, _ წერს rg.ru.

არის ფაქტები, რომლებსაც ყოველთვის ჩამოთვლიან, როდესაც თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის (თშო) მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ: წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის რაოდენობაზე (მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი), ტერიტორიაზე (მსოფლიოს მეხუთედი), ჯამურ ეკონომიკურ ზე (მსოფლიო მშპის მესამედი) და .. ეს სიმართლეა, მაგრამ თავისთავად პოტენციალების მექანიკური შეკრება არაფერს იძლევა. ის სტატისტიკური ფენომენიდან განვითარების ეფექტიან მექანიზმად რომ გადაიქცეს, ურთიერთქმედების მჭიდრო ქსელია საჭირო და ევრაზია ფორმდება, როგორც ურთიერთდაკავშირებული სივრცე, რომელშიც შეიძლება აღმოცენდეს თვითკმარი გეოეკონომიკური კომპლექსი. ეს 2022 წლის სამიტმა აჩვენა.

ევრაზიაში შეიძლება თვითკმარი გეოეკონომიკური კომპლექსი  წარმოიქმნას

გლობალიზაციის აყვავების პერიოდში მიიჩნევდნენ: სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ისე მჭიდროდ შემოეხლართა პლანეტას, რომ მანძილს მნიშვნელობა აღარ აქვს. ზოგჯერ საქონლის მოტანა ან მომსახურების გაწევა მსოფლიოს სხვა კუთხიდან უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარება. მით უმეტეს, რომ ახლობლებთან უთანხმოება უფრო ხშირია, ვიდრე შორებლებთან. ეს ეხება როგორც ადამიანებს, ისე ქვეყნებს. მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ ღია მსოფლიო შეიძლება დაიხუროს სხვადასხვა მიზეზით _ პანდემიის, ეკონომიკური ომის ან ახალი იდეოლოგიური, ფასეულობითი ბატალიების გამო. კონტაქტების თავისუფლების შეჩერება გაცილებით იოლია, ვიდრე ბევრი ფიქრობდა. ჯერჯერობით ეს მიზეზები მეტ-ნაკლებად ობიექტური, როგორც, მაგალითად, ვირუსის გავრცელება, ვერაფერს დაგვაკლებს, მაგრამ, თუ დაიწყება ახალი ინკარნაცია მსოფლიო კონფლიქტისა, რომელიც უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე ცივი ომი იყო გასულ საუკუნეში, მაშინ დაპირისპირების მასშტაბებს ვერავინ იწინასწარმეტყველებს.

გამოდის, რომ, რაც უფრო შორს არიან ერთმანეთისგან კონტრაგენტები, მით მეტი აქვთ მესამე, არამეგობრულად განწყობილ ძალებს წვდომის შეზღუდვის მეთოდები და პირიქით _ რაც უფრო ახლოს არიან პარტნიორები, მით უფრო საიმედოა კავშირი; სხვა სიტყვებით _ რეგიონული ურთიერთქმედებები უფრო დაცულია საყოველთაო არასტაბილურობისგან.

გლობალიზაციის უწინდელი მოდელი ადგილს უთმობს საყრდენს რეგიონულ რგოლებზე

ადრე მსოფლიო წესრიგი აგებული იყო ზევიდან ქვევით _ წესებისა და ურთიერთობების გლობალური სისტემიდან მის რეგიონულ და ეროვნულ განსახიერებამდე. ახლა სქემა გადაბრუნებულია _ ქვეყნები ერთიანდებიან რეგიონულ თანამეგობრობებში, შემდეგ შედიან (ან არ შედიან, დამოკიდებულია კონტექსტზე) საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს ხარისხობრივი ცვლილებაა, რომელსაც ტონი მისცეს არა ევრაზიის ქვეყნებმა, არამედ გლობალიზაციის დამფუძნებელმა და სულისჩამდგმელმა სახელმწიფოებმა.

აღშფოთების ტალღა მისი უკანა მხარის გამო, რომელმაც შვა ნაციონალ-პოპულიზმის ფენომენი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპაში, არსით მიმართული იყო საწარმოების, სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების შინ დაბრუნებაზე  შორეული ადგილებიდან. როდესაც ისე ჩანდა, თითქოს პოპულიზმი გამოიფიტა და იწყებოდა უკუპროცესი, გაჩნდა პანდემია. მან იმპულსი მისცა დეგლობალიზაციის სხვა მიმართულებას _ რაც უფრო მოკლეა ლოგიკური ჯაჭვი, მით ნაკლებია წინააღმდეგობები, რომლებიც ჩნდება მათ გზაზე. მსოფლიომ პანდემიისგან გონს მოსვლა ვერ მოასწრო, რომ დაიწყო აღმოსავლეთევროპული კრიზისი, რომელიც სწრაფად გადაიზარდა მსოფლიო ეკონომიკურ რყევებად.

რით დასრულდება დაპირისპირების მიმდინარე ფაზა, უცნობია, მაგრამ ზოგიერთი შედეგი უკვე აშკარაა. დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულმა მკაცრმა შემზღუდავმა ზომებმა (განიხილება ბუნებრივ აირზეც) მსოფლიო სანავთობე ბაზრის გამიჯვნა გამოიწივია. ამის ნათელი მაგალითია ინფორმაცია თურქეთიდან, სადაც ამერიკელთა ზემოქმედებით შეწყვიტეს `მირ~-ის ბარათების გამოყენება, მაგრამ ტრენდი, როგორც ახლა ამბობენ, მკვიდრდება, რადგან ყველამ დაინახა, ეს როგორ კეთდება.

ამ პირობებში თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის ეგიდით შეკრება უკვე აღარ არის ევრაზიის ქვეყნების ცერემონიული ყრილობა. ისინი არიან ბუნებრივი პარტნიორები პირობებში, როცა გლობალიზაციის უწინდელი მოდელი ადგილს უთმობს ახალს, დაფუძნებულს რეგიონულ რგოლებზე. კარგი იქნებოდა მსჯელობა იმაზე, როგორ არის განსახიერებული აქ მრავალპოლუსიანობის იდეა, მაგრამ აქ საქმე ლამაზ სქემებში არ არის. ევრაზია იდეალური ადგილია იმისთვის, რომ პრაქტიკულად წარმოჩნდეს დიდი რეგიონული გაერთიანებების უპირატესობა.

შემთხვევითი არ არის, რომ თანამეგობრობის შანხაის ორგანიზაციისადმი მიზიდულობამ შესამჩნევად მოიმატა, თუმცა ორიოდე წლის წინათ ისე ჩნდა, რომ ორგანიზაცია სტაგნაციაში იყო.

უნდა აღინიშნოს უზბეკეთის როლი, როგორც ქვეყნის, რომელმაც უზრუნველყო პროდუქტიული სამიტის ჩატარება საჭირო ადგილას და საჭირო დროს. ისეთი შემადგენლობოსა და რთულ სტრუქტურაში, როგორიც თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციაა, პატარა და საშუალო ქვეყნების როლი შეუფასებელია ბალანსისა და მოქნილობის შესანარჩუნებლად, რომლებიც ყოველთვის არ ახასიათებს გიგანტებს. თანამეგობრობის შანხაის ორგანიზაციაში შუა აზიის ქვეყნების მონაწილეობა სტრუქტურას ანიჭებს მედეგობას, აფართოებს შესაძლებლობებს გრანდებისთვის. მიუხედავად უთანხმოებისა მეზობლებს შორის, ურთიერთქმედების ფასი უფრო მეტია და უთანხმოებას აუცილებლად გადაწონის.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://rg.ru/2022/09/20/globalizaciia-po-novomu.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here