Home ახალი ამბები მსოფლიო ეს “არაევროპული გზა” ასე მალე “გაევროპულდა”?

ეს “არაევროპული გზა” ასე მალე “გაევროპულდა”?

დასავლეთის ქსენოფობია და ფარისევლობა

77

ევროპაში  რუსოფობიისა და ქსენოფობიის ახალი მიმართულება გამოიკვეთა _ დასავლელიდემოკრატები“, განსაკუთრებით ახლახანგადემოკრატებულიუკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსეთის მოქალაქეებისთვის .. შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას მოითხოვენ.

„საბჭოთა კავშირის ნამდვილი მცხოვრები უნდა იყოს იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. რუსებზე შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის სანქციების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია. მოდი, დავეხმაროთ რუსებს ნაფტალინიანი საბჭოთა კავშირის აღდგენაში მათ საზღვრებში“, _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.

„რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება, ეს არის პრივილეგია, რომლითაც არ უნდა ისარგებლონ, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას. რუსეთის შესაჩერებლად ერთ-ერთი ნაბიჯი არის ის, რომ ფართო საზოგადოებამ იგრძნოს სანქციებისა და სამოგზაურო (სავიზო) აკრძალვის შედეგები”, _ ეს კი  ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსის ტვინის ნაჟურია.

ერმაკსა და რინკევიჩსს მხარი აუბა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ: „ჩეხეთმა არაერთხელ წამოწია ეს საკითხი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე პრემიერმინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ესწრაფვის ევროკავშირის მხრიდან კოორდინირებულ მიდგომას. რუსეთის აგრესიის დროს, რომელიც დღემდე ცვლის თავის გაცხადებულ საზღვრებს, არ შეიძლება საუბარი იყოს ჩვეულებრივ ტურიზმზე რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხია“.

აქ უნდა ითქვას, რომ 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა ლიბიის, ირანის, სომალის, სირიის, იემენის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელის მოქალაქეებს. იმხანად ბრიუსელი აღშფოთდა და დაგმო ტრამპის საქციელი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში _ ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომევროკავშირს მტკიცედ სჯერა სისტემის, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონებსა და ნორმებზე, პიროვნებების ყოვლისმომცველ პატივისცემაზე, განურჩევლად მათი რელიგიისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ეროვნებისა და სქესისა…“  აი ევროკავშირის იმჟამინდელი სპიკერის კიდევ ერთი ფრაზა; ეს ევროკავშირია და ევროკავშირში ჩვენ დაკავებული არ ვართ დისკრიმინაციით ეროვნულობის, რასის, რელიგიის საფუძველზე არა მხოლოდ მაშინ, როცა საუბარია თავშესაფარზე ან სხვა ნებისმიერ საკითხზე. ეს ნამდვილად არ არის ევროპული გზა“. ამ ფრაზიების წარმოთქმიდან, სულ რაღაც, 4 წელიწადი გავიდა და ეს არაევროპული გზაასე მალეგაევროპულდა“?

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here