Home ახალი ამბები საქართველო ეროვნული დროშის ხელში აღება მკრეხელობად გამოგვიცხადა დასავლეთმა

ეროვნული დროშის ხელში აღება მკრეხელობად გამოგვიცხადა დასავლეთმა

ხედავთ, ბატონებო, სადამდე მიგვიყვანეს? საქართველოში ეროვნული დროშის ხელში დაჭერა „ტეხავს“, სამშობოლოს ღალატად ითვლება, თუ მხოლოდ ხუთჯვრიანი დროშა გიჭირავს, მეორე ხელში აუცილებლად ევროკავშირის დროშა უნდა გეჭიროს და ასე თუ არ აკეთებ, მოღალატე ხარ, რუსეთუმე ხარ... ანუ, ეროვნული სიმბოლოს ხელში აღება მკრეხელობად გამოგვიცხადა დასავლეთმა და, რაც მთავარია, ამ გამოცხადებას საქართველოში, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, მხარდამჭერებიც ჰყავს.

234

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ვიზეიმეთ. რაც მთავარია, აბსოლუტურად ყველგან საქართველოს ეროვნული დროშა იყო გამოფენილი – გზებსა თუ სახელმწიფო შენობებზე ამაყად  ფრიალებდა და გულს ახარებდა. ჰო, შარშანდელისგან განსხვავებით, მხოლოდ ქართული დროშა ფრიალებდა და არსად ჩანდა ევროკავშირის დროშა, რაც  ლოგიკურია, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არ იყო არც ევროპის დღე, არც ევროკავშირთან დაკავშირებული რაიმე ღონისძიება, ეს გახლდათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!  დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მიულოცეს სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირებმა, მიულოცეს ევროპარლამენტარებმაც, ელჩებმა, დიპლომატებმა…

„ვუერთდები მამაცი ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. მე პატივს ვცემ მათ ურყევ ნებას, დაიცვან თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც მე უპირობოდ მხარს ვუჭერ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. გისურვებთ სურვილების ასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ინსტიტუციურ განვითარებას და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრებას. იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის გულებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზ ქართულ დროშას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ევროკავშირსა და ნატოში“, – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, პოლონელმა ანა ფოტიგამ გაავრცელა.

ანუ  ფოტიგამ  გვისაყვედურა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რომ ზეიმობთ, ევროკავშირის დროშას რატომ არ აფრიალებთო. დამოუკიდებლობის დღეს პოლონეთიც ზეიმობს ხოლმე და ხომ ვერ გვეტყვის ქალბატონი ანა, რატომ არის მაშინ ქუჩებში მხოლოდ პოლონეთის ეროვნული დროშა და არსად ჩანს ევროკავშირის დრიშები? მაშინ რატომ არ წერს ფოტიგა გულისტკივილით საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას: „იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს ისე, როგორც ეს პოლონელი ხალხის გულებშია“-ო?! იგივე ხდება ევროპის ყველა სახელმწიფოში – გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში… დამოუკიდებლობის დღეს მხოლოდ სახელმწიფო დროშები და არაფერი სხვა. არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას  ევროპარლამენტარები თუ სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩები არ ანამუსებენ, ევროკავშირის დროშას რატომ ვერ ვხედავთო. ეს მხოლოდ ჩვენთა ხდება  იმიტომ, რომ დაბალ ღობედ გვიყურებენ და ჩვენი  ქვეცნობიერის შეცვლა სურთ, გენის შეცვლა სურთ, ზუსტად ისე, როგორც  თავის დროზე სააკაშვილი აკეთებდა და არ გამოუვიდა.

ასე აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და პოლონეთში,,, აქ ვერსად ნახავთ ევროკავშირის დროშას

თუ ხვდებით მაინც, ბატონებო, სადამდე მიგვიყვანეს? საქართველოში ეროვნული დროშის ხელში დაჭერა „ტეხავს“, სამშობოლოს ღალატად ითვლება, თუ მხოლოდ ხუთჯვრიანი დროშა გიჭირავს, მეორე ხელში აუცილებლად ევროკავშირის დროშა უნდა გეჭიროს და, ასე თუ არ აკეთებ, მოღალატე ხარ, რუსეთუმე ხარ… ანუ, ეროვნული სიმბოლოს ხელში აღება მკრეხელობად გამოგვიცხადა დასავლეთმა და, რაც მთავარია, ამ გამოცხადებას საქართველოში, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, მხარდამჭერებიც ჰყავს. სწორედ მათ გამართეს აქცია დამოუკიდებლობის დღეს და სწორედ ისინი ეძახდნენ რიგით ადამიანებს მოღალატეებს, რადგან ისინი მხოლოდ საქართველოს დროშით იდგნენ ქუჩაში და დამოუკიდებლობას ზეიმობდნენ.  ეს ერთი მუჭა ხალხი ცდილობს, ერის მოღალატედ გამოაცხადოს ის უმრავლესობა, რომელსაც ჯერ საქართველო უყვარს და მერე დანარჩენი ყველაფერი; ის ხალხი ყოფილა მოღალატე, რომელიც პირველ ადგილზე საკუთარ სამშობლოს აყენებს და მერე – დანარჩენს. ხანდახან გვგონია, რომ ვიღაც აუცილებლად გამოვა და ოპოზიციას თუ არასამთავრობოებს ბოლო ხმაზე უყვირებს: „ხალხო! რას შვრებით, ხალხო, რას?! რას ჰგევხართ, თუ ხედავთ ამას?! ვინ ხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ?! რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა, არ ფიქრობთ?! ვერ ხედავთ ამას?“ სამწუხაროდ, აბელა სეთური და თაბაგარი იმდენია დასავლეთში, თვლა აღარ აქვს და სწორედ ისინი ცდილობენ, ყოველ დილით „პოლიქრონიონ“ გვამღერონ,   სეთურები კი აღმატებულ ხარისხში მოვიხსენიოთ და ის გვირაბი ვთხაროთ, რომელშიც ზებო ზის და  რომელმაც  ვითომ ევროკავშირში ან ნატოში უნდა შეგვიყვანოს, მაგრამ, როგორც სეთური იტყოდა, არსად არ გაგვიყვანს ეგ გვირაბი და იმ ერთ მთაში იტრიალებს სულ, როგორც,  უკვე 30 წელია, ტრიალებს.

არც ისე იშვიათად ცალკე ოპოზიცია და ცალკე არასამთავრობოები ღლიცინებენ: მმართველი გუნდისა და მათი მხარდამჭერების მთავარი პრობლემა ის არის, რომ  თურმე ევროპა და ამერიკა ქართველობას გვართმევენო და მიდის სოციალურ ქსელსა თუ ტელევიზიებში ამ თემის გაშარჟება. ახლა რაღას იტყვით, ბატონებო თუ ქალბატონებო? არ არის ეს ქართველობის წართმევა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, აქცია რომ გამართეთ და ბოლო ხმაზე რომ გაჰკიოდით: ქართული დროშა ნუ გიჭირავთ, ევროკავშირის დროშა დაიკავეთ ხელშიო? მივედით იქამდე, რომ პირდაპირ გვეუბნებიან: ქართული დროშის ფრიალი მოღალატეობის ტოლფასიაო? ვერ გეტყვით, რამდენს უხდიან არასამთავრობოებს იმისთვის, რომ ქართული ხუთჯვრიანი დროშა მოღალატეთა სიმბოლოდ გამოაცხადონ, მაგრამ მწარე რეალობაა ის, რომ მთელი დასავლური სამყარო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო დროშის ფრიალს გვიპროტესტებს.

ისე არ გეგონოთ, თითქოს აქცია მხოლოდ დედაქალაქში გაიმართა. არა, საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გააპროტესტეს ეროვნული სიმბოლიკა, ევროკავშირის დროშა სახეზე დაიხატეს, იყვირეს, იზუზუნეს და შინ კმაყოფილი წავიდნენ, რადგან დღის ბოლოს აუცილებლად მივიდოდა შეტყობინება რომელიმე ბანკიდან, რომ მათ ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა… თუმცა იმ შეტყობინებაში არ იქნება მითითებული,  რომ ეს ქვეყნის ღალატის საზღაურია.

სადმე ყურმოკვრით მაინც თუ გსმენიათ, რომ ეროვნული დროშის ფრიალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერასა და საკუთარი სამშობლოს ღალატს ნიშნავს? მაგალითად, ამერიკელს თუ ეტყვი, ამერიკის დროშას  რომ აფრიალებ, სამშობლოს ღალატობ, სხვა დროშაც დაიჭირე ხელშიო, შესაძლოა, ელექტროსკამზე დაგსვან და ტერორიზმში დაგადანაშაულონ. ჰო, ტერორიზმში და ეს იქნება სწორი მიდგომა, რადგან საქართველოში ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობოებს ევროპარლამენტარების წაქეზებით  რიგითი ადამიანები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავდათ. დამოუკიდებლობის საზეიმოდ გამოსულ მოქალაქეს სამშობლოს მოღალატეს რომ ეძახი, ტერორია და სხვა არაფერი. ამ ქმედებისთვის ევრკავშირის აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, საუკეთესო შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და სოლიდური ჯარიმა იქნებოდა გამოწერილი, მაგრამ, ეს ჩვენთან რომ გავაკეთოთ, ევროპა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მონათლავს; იტყვიან: ევროკავშირის მომხრე რომ იყო, იმიტომ დააკავესო…

ასე აღნიშნა დამოუკიდებლობის დღე საქართველოში დასავლეთის მეხუთე კოლონამ

ხედავთ, სადამდე მიგვიყვანეს? სამშობლოს სიყვარული, დროშის პატივისცემა, ჰიმნის  მღერა ღალატად ითვლება. ვინც ამას ამბობს, მისი დასჯის უფლებაც მოსპეს, იმიტომ, რომ ეს უფრო დიდ ღალატად გამოცხადდება. სამწუხაოდ, ამ ყველაფერში ქვეყნის მთავარსარდალი, პრეზიდენტიც კი აიყოლიეს და 26 მაისს საქართველოში მოხდა ის, რაც არასდროს არსად მომხდარა და, ალბათ,  არასდროს მოხდება – პრეზიდენტმა, მთავარსარდალმა ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება მოღალატეებად გამოაცხადა იმის გამო, რომ მათ აქცენტი სამშობლოზე გააკეთეს და საქართველოს დროშა გამოფინეს.  ამ განცხადებისთვის დასავლეთმა პრეზიდენტს ტაში დაუკრა, მოუწონა, რომ ხელისუფლება მოღალატედ გამოაცხადა და პირდაპირ აგრძნობინა ერსა თუ ბერს, რომ მხარს მხოლოდ მათ დაუჭერს, ვინც ხელისუფლების მხარეს არ იქნება.

რატომღაც გვგონია, რომ დასავლეთი  მთავარ დარტყმას მიმდინარე წლის დეკემბრისთვის ამზადებს, როცა, წესითა და რიგით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს. ძალიან დიდია იმის შანსი, რომ სტატუსის გარეშე  დავრჩეთ და ეს არ იქნება ტრაგედია, მაგრამ ტრაგედია იქნება ის, რომ დასავლეთი ამ ყველაფერს სხვანაირად ახსნის, იტყვიაან, რომ საქართველომ ევროპულ ღირებულებებს უღალატა, რომ არ სურს ქვეყნის განვითარება და შეეცდებიან, ქუჩაში ისევ ის ადამიანები გამოიყვანონ, რომლებიც მზად იქნებიან, პოლიციას ცეცხლი წაუკიდონ, სამართალდამცველთა ავტომობილები დაწვან და საამისოდ ნიადაგს ახლავე ამზადებენ.  ასეთ ადამიანებს გმირებად და სამშობლოსთვის წამებულებად რაცხავენ. ისიც გემახსოვრებათ, ირაკლი ბათიაშვილმა მიშას დროს კოდორის ხეობის დამცველებს რომ უთხრა: ,,გამაგრდით ბიჭებოო’’ და ამბოხების ბრალდებით დააკავეს. ლაზარე გრიგორიადისის მამამ კი პირდაპირ თქვა: ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთო, მაგრამ პასუხი არავის მოუთხოვია. ყველაზე საშიში სწორედ ეს გვგონია – დაუსჯელობის სინდრომის ისე გაღვივება, რომ მას მერე ვერავინ ჩააქრობს.

მანამდე კი… საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, მეგობრებო, გილოცავთ ქართული დროშით!

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here