Home ახალი ამბები მსოფლიო ერიხ ჰონეკერი თანამედროვე გერმანელებს: ახლა თქვენ არაფერი აღარ გაქვთ. დატკბით!

ერიხ ჰონეკერი თანამედროვე გერმანელებს: ახლა თქვენ არაფერი აღარ გაქვთ. დატკბით!

935

აი რას იტყოდა (დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო) აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური პარტიის ბოლო გენერალური მდივანი და გდრ-ის ხელმძღვანელი ერიხ ჰონეკერი თანამედროვე გერმანელების დანახვისას: 

“თქვენ გქონდათ სამუშაო, გქონდათ ბინა. თქვენ გქონდათ კარგი სკოლები, გქონდათ სტაბილური ვალუტა და გარანტირებული პენსია. თქვენ შეგეძლოთ მთელი ღამის განმავლობაში უშიშრად გესეირნათ ბერლინის ალექსანდერპლატცზე.

არც თურქები გყავდათ, მაგრამ ეს თქვენთვის ცოტა აღმოჩნდა. თქვენ მეტი გსურდათ. თქვენ ოცნებობდით მდიდრულ ავტომობილებზე, “ვარტბურგი” ხომ თქვენთვის არც ისეთი დახვეწილი იყო. თქვენ გინდოდათ ბანანები, რადგან ჩვენებური ვაშლი არ მოგწონდათ. თქვენ გინდოდათ გერმანული მარკა, გდრ-ის მარკას ხომ დიდად არ აფასებდით. თქვენ ოცნებობდით სიტყვის თავისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ გდრ-ში არავინ გიკრძალავდათ ლაპარაკს, ნუ, მხოლოდ სოციალიზმზე.

თქვენ მიილტვოდით გფრ-კენ და თქვენ იქ მოხვდით.

ყველაფერი, რისი ჩვენება და მოყოლა “ავიწყდებოდა” დასავლურ ტელევიზიებს, დღესაც დავიწყებულია და მასზე არავინ საუბრობს. იმხანად დასავლეთში აკრძალული იყო უცხოელების პრობლემებზე საჯაროდ საუბარი.

ორმაგი სტანდანტები გფრ-ში წარსულშიც მეფობდა. იყო სამართალი გერმანელებისთვის და მათ შესახებ კანონებში ჩაიწერა, მაგრამ იყო სხვა სამართალი უცხოელებისთვის _ სასამართლოს პოლიტიკოსები მანიპულირებდნენ თავიანთი მიზნების მისაღწევად. თქვენ კი გიხაროდათ, როდესაც გატყუებდნენ. დასავლური პროპაგანდაც ისეთივე სიცრუე იყო, როგორიც ჩვენი. უბრალოდ, ის ლამაზად იყო შეფუთული. ჩვენი პროპაგანდის მიხვედრა იოლი იყო, მით უმეტეს, ისეთი გამოწრთობილი ეშმაკებისთვის, როგორიც თქვენ ხართ. დასავლური ტელევიზიები კი ისე გასულელებდნენ, როგორც მოესურვებოდათ. შეხედეთ თქვენს ცხოვრებას. თქვენ მიაღწიეთ, გქონოდათ მდიდრული მანქანები, ოღონდ ვალით. თქვენ მიაღწიეთ კეთილდღეობას, ოღონდ კრედიტით. თქვენ ბანკების მონები გახდით.

დიახ, “ვარტბურგის” შესაძენად გიწევდათ ფულის დაგროვება, მაგრამ თქვენ, უბრალოდ, იხდიდით ნაღდი ფულით, როგორც ამაყი და თავისუფალი ადამიანები. შემნახველ წიგნაკებზე დადებულ გდრ-ის მარკებს თქვენთვის კარგი მოგება მოჰქონდა და ყველას სოლიდური თანხა გქონდათ დაგროვებული.

ახლა თქვენ არაფერი აღარ გაქვთ. გერმანული მარკაც კი აღარ არსებობს.

გდრ-ში პენსია გარანტირებული გქონდათ. ახლა ის ძალიან ცოტაა სიცოცხლისთვის… სიკვდილისთვისაც. თქვენს შვილებს გდრ-ის სკოლებში უკვე 6 კვირის შემდეგ შეეძლოთ წერა და კითხვა. ახლა ისინი ამას მესამე კლასშიც ვერ ახერხებენ.

გონებაში აზრად არავინ გაივლებდა, რომ რაღაცის შეეშინდებოდა დიდ ქალაქში _ ბერლინში და არავინ მოუკლავთ ალექსანდერპალატცზე. ამჟამად კი თქვენ საღამოობით ცხვირსაც ვერ ჰყოფთ საკუთარი სახლებიდან, რადგან ქუჩებში დაეხეტებიან ავღანელი “ლტოლვილების” ურდოები. ჩვენი პოლიცია, ჩვენი სახალხო არმია! ჩვენთვის ისინი ყოველთვის იყვნენ ძალიან პრუსიულები, ძალიან მკაცრები. ამჟამად თქვენ უკვე მსჯელობთ სახალხო ლაშქარზე და ცდილობთ ცეცხლსასროლი იარაღის ხელში ჩაგდებას, რადგან სახელმწიფოს დახმარების იმედი არ გაქვთ.

გდრ-ში ყველაფერი მიდიოდა გეგმის მიხედვით. ახლა კი თქვენ არ იცით, რა მოხდება ხვალ. იმედი მაქვს, დეფიციტური ბანანებით მაინც იჯერეთ გული. სიტყვის თავისუფლება ხომ თქვენთვის დღესაც მიუღწეველია. გახსოვთ, როგორ გაჰყვიროდით: “გახსენით საზღვრები!”, დღეს კი ოცნებობთ მათ დახურვაზე, მაგრამ იმის დახურვა არ შეიძლება, რაც არ არსებობს.

თქვენ გსურდათ, შეუზღუდავად დამტკბარიყავით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკით. დატკბით!”

ცნობისთვის: ერიხ ერნსტ პაულ ჰონეკერი _ გერმანიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. მას 18 წლის განმავლობაში ეკავა უმაღლესი სახელმწიფო და პარტიული თანამდებობები გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

დიდი ხნის განმავლობაში იყო გერმანიის სოციალისტური ერთიანი პარტიის გენერალური მდივანი, გდრ-ის სახელმწიფო საბჭოსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. ერიხ ჰონეკერის უდიდეს მიღწევად ითვლება გდრ-ის საერთაშორისო აღიარება და ქვეყნის შესვლა გაეროში 1973 წელს.

1980-იან წლებში ჰონეკერი ოპოზიციაში ედგა მიხეილ გორბაჩოვს სსრკ-სა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნებში დაწყებული გარდაქმნების გამო. 1989 წელს მძიმე ავადმყოფი ჰონეკერი იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო. 1992 წელს ჰონეკერი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს, მაგრამ სასამართლო პროცესი ჰონეკერის ავადმყოფობის გამო გადაიდო.

ჰონეკერი გარდაიცვალა 1994 წელს ჩილეში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here