Home ახალი ამბები საქართველო ემზადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად!

ემზადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად!

(საგანგაშო სიგნალი ამერიკელებისთვის)

1033

ერთი კვირის წინათ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა საქართველო შესახებ  მძიმე განცხადება გააკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე (საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე) გრიგორი კარასინმა შეგვახსენა თავი ახალი მძიმე განცხადებით.

მედვედევის განცხადების მთავარი დებულება ასეთი იყო: „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს. ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო.  ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ, თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ”.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ განცხადებაზე, მაგრამ ახლა, როდესაც კარასინის ახალი განცხადებაც გამოჩნდა, იძულებული ვარ, კვლავ მივუბრუნდე მას. კარასინის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ისიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, მედვედევის განცხადებისგან პრინციპულად განსხვავებულია. აი, კარასინის განცხადების მთავარი პათოსი: რუსეთი ყველა დონეზე და მისი ყოველი კონტაქტის დროს, მათ შორის ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ წინ წაიწიონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართულებით“.

მედვედევი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთისთვის შეერთებაზე თუ ლაპარაკობდა, კარასინმა სხვა სახელმწიფოების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართულებით რუსეთის ფედერაციის ძალისხმევაზე ისაუბრა. სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება ერთია, რუსეთის მიერ მათი შეერთება კი – მეორე. გარდა ამისა, კარასინის განცხადება თუ ერთმნიშვნელოვანია და საინტერესოს არაფერს გვეუბნება, მედვედევის განცხადება, პირიქით – მიუხედავად ჩვენთვის სრულიად მიუღებელი პერსპექტივისა, საიმედო ალტერნატივასაც შეიცავს და საფიქრალს აჩენს: მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეს კაცი არჩევანს გვთავაზობს, დავსხდეთ და მოვილაპარაკოთო, მაგრამ იმასაც გვეუბნება, რომ, მოლაპარაკება თუ არ გინდათ და ყველაფრის ხელუხლებლად დატოვებას აპირებთ, ასეთ შემთხვევაში, არსებულ ვითარებაზე არ შევჩერდებით და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოერთების პროცესს დავიწყებთო.

არ დავიწყებ გამოწვლილვით საუბარს იმის შესახებ,  რა ვითარებამ მიიყვანა რუსეთი საკითხის ასე დაყენებამდე (ამას სრულიად ლოგიკური ახსნა აქვს), მაგრამ ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებ იმ ფაქტორს, რომ აღიარების შემდეგ გასული თხუთმეტი წლის განმავლობაში რუსეთს საკითხი ასე არასოდეს დაუყენებია. შეგახსენებთ: ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება მომხდარი ფაქტია, ისტორიის ის გადაშლილი ფურცელი, რომელსაც უკან ვერ გადმოვფურცლავთ. ახლა კი შეცვალეს მიდგომა და გვეუბნებიან: დავსხდეთ და მოვილაპარაკოთო. ეს არ არის ახალი რეალობა და ანგარიშგასაწევი ფაქტი?! როდესაც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ამ განცხადებას ეცნობით, რატომ გავიწყდებათ, რომ მეორე მხარეც არსებობს: აქ ასევე ხალხის ბედი წყდება, მათ მიერ განვლილი ბრძოლისა და მათ მიერ სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობის ბედი?! მერე რა, რომ ჩვენი და მათი შეფასებები ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავებულია? ამ განსხვავებულობის მიუხედავად, მათი მიდგომა, მათი განწყობა, მათი სულისკვეთება ხომ არსებობს?! მათაც ხომ იციან, რომ მოქმედებს ერთა თვითგამორკვევის გაეროს მიერ აღიარებული პრინციპი, და ისიც იციან, რომ თეორიული პრინციპების გარდა არსებობს პრაქტიკული მაგალითები და პრეცედენტები?! რომ მოვრთეთ ვიშვიში, – მედვედევმა ეს რა თქვაო, აფხაზებს იქნებ გაცილებით მეტი სავიშვიშო აქვთ. მედვედევის ეს განცხადება მათთვის იქნებ გაცილებით მეტ საგანგაშო სიგნალს შეიცავს, ვიდრე ჩვენთვის. ეს განცხადება, პირველ რიგში, იქნებ აფხაზებისთვის იყო მინიშნება, რომელიც ასე იშიფრება: ემზადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის!

ცალკე აფხაზებზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ოსებს (აბსოლუტურ უმრავლესობას) მართლაც სურთ რუსეთთან შეერთება, აფხაზეთში კი ეს აზრი სულაც არ არის პოპულარული. მსოფლიოში შექმნილი სპეციფიკური და დაძაბული ვითარების გამო რუსეთში თუკი მწიფდება  აზრი, რომ მათთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უფრო ხელსაყრელია, ვიდრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ჩვენ რატომ არ უნდა ვცადოთ ამ ხელსაყრელი მომენტის გამოყენება?! საქართველოში ვინმე ამ მომენტის ხელიდან გაშვებას თუ აპირებს, ეს, გაუგებრობა კი არა, სრულიად გასაგები მავნებლობა იქნება.

ჩვენმა პოლიტიკოსებმა (როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა) ამ განცხადებაში მხოლოდ უარყოფითი მუხტი დაიჭირეს, რომელიც მათი სიტუაციური და დიპლომატიური ალღოს დეფიციტზე მეტყველებს. მედვედევი რუსულ პოლიტიკაში შემთხვევითი და მეორეხარისხოვანი ფიგურა არ არის, იგი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის (. პუტინი) მოადგილე და, ბოლოს და ბოლოს, რუსეთის (ყოფილი) პრეზიდენტია, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს კაცი გვეუბნება, დავსხდეთ და მოვილაპარაკოთო, ჩვენ კი, ნაცვლად იმისა, რომ ამ ნათქვამს  ჩავეჭიდოთ, მას პროვოკაციულს და მიუღებელს ვუწოდებთ.

საკითხს სერიოზულად თუ ჩავუღრმავდებით, მედვედევის ეს განცხადება, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენთვის კი არა, აფხაზებისთვის არის დამაფიქრებელი, თუმცა მხოლოდ ეს არ არის, აქ უფრო დიდ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს განცხადება, პირველ რიგში, ამერიკელებისთვის არის საგანგაშო, ვინაიდან იგი სწორედ ამერიკულ პოლიტიკას აყენებს თავდაყირა, თანაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელთანაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ისე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ, როგორც დღეს ვართ, რეგიონიდან ამერიკის გაძევებასა და გაპანღურებას ნიშნავს ამ სიტყვათა პირდაპირი და მაქსიმალური მნიშვნელობით, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ რუსებსა და ქართველებს ერთმანეთთან სადავო აღარაფერი გვექნებათ და ამერიკელები აქ ყოფნის საბაბს დაკარგავენ; საბაბთან ერთად, ბუნებრივია, ყოველგვარი საყრდენიც გამოეცლებათ.

ვის შეიძლება ეს ყველაზე მეტად უნდოდეს? რა თქმა უნდა, რუსეთს!

ვის შეიძლება ეს ყველაზე მეტად არ უნდოდეს? რა თქმა უნდა, აშშ-ს!

აღმოსავლეთისკენ რუსეთის ასე გლობალური შემობრუნების ვითარებაში, რომელიც შეუქცევადი პროცესია, საქართველოსა და რუსეთს შორის შუღლისა და მტრობის ადგილზე ერთობლივი ინტერესები და ერთობლივი პროექტები გაჩნდება, რომელთა რეალიზება საქართველოს, დასავლური ვალების კაბალაში მოქცევის ნაცვლად, ნამდვილ ეკონომიკურ სასწაულს ჰპირდება. პუბლიცისტური სტატია ეკონომიკური მიმართულებით უფრო მეტი სიღრმისეული ანალიზის საშუალებას არც მოგვცემს და ეს არცაა ჩვენი მიზანი. ამას ჩემზე უკეთესად ეკონომისტები გააკეთებენ. ჩემს ამოცანას ის წარმოადგენს, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ცვლილებების ეპოქაში, როდესაც მთავრდება ერთპოლუსიანი სისტემა და იწყება მრავალპოლუსიან თუ არა, სულ ცოტა, ორპოლუსიან სისტემაზე გადასვლა, რომელიც აუცილეობლად შობს თვისებრივად ახალ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ფილოსოფიას, ჩვენი ადგილისა და ფუნქციის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა გასული საუკუნის 80-იანი წლების .. ეროვნული მოძრაობისთვის გარედან თავსმოხვეული აზროვნებით, რომლის ტყვეობაშიც დღემდე ვრჩებით, არამედ გლობალური ტენდენციების დანახვითა და გათვალისწინებით, ურომლისოდაც საკუთარი ეროვნულტერიტორიული ფუნქციისა და მყარი ადგილის პოვნა წარმოუდგენელია. ქართველებს ეპოქალური გეოპოლიტიკური ცვლილებების არასწორი შეფასებისა და, აქედან გამომდინარე, მძიმე ეროვნული შეცდომის დაშვების სავალალო გაკვეთილებიც გვახსოვს და ამგვარი ცვლილებების გლობალურ კონტექსტში გააზრებისა და ეროვნული პროგრესისკენ უდიდესი ნახტომის გაკეთების დაუვიწყარი მაგალითებიც გვაქვს. ეპოქალურ ცვლილებებსა და სულისკვეთებაში გაურკვევლობისა და პოლიტიკური ახლომხედველობის კლასიკური წარმომადგენლები იყვნენ ნოე ჟორდანია და ზვიად გამსახურდია. ეპოქალური მნიშვნელობის ცვლილებებში ზუსტი ორიენტირების მონიშვნისა და შორს ხედვის გიგანტი იყო იოსებ სტალინი. გასაგებია, რომ პატარა (ვერც დიდი) ერი ყოველ საუკუნეში თითო სტალინს ვერ შობს, მაგრამ ეპოქალური კონტექსტის გააზრების პროცესში ორიენტირად ვინ უნდა გვყავდეს – ჟორდანია და გამსახურდია თუ სტალინი?!

ორპოლუსიანი მსოფლიოს ნგრევის პროცესს, რომელსაც თავდადებითა და ნიჭიერად ემსახურნენ ჩვენი თანამემამულეებიც (შევარდნაძე და გამსახურდია), მსოფლიოსთვის დაუძლეველი კრიზისების გარდა არაფერი მოუტანია. ეს კრიზისები ისე  მასშტაბურია, რომ ახალი გლობალური ომის კონტურებიც გამოიკვეთა, თუმცა, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება-ხოლმე, ხსნის გზაც ჩანს. ეს გზა დასავლეთის ჰეგემონიის აღიარებაში კი არ არის, როგორც დასავლეთი და მთელ პლანეტას მოდებული მათიმეხუთე კოლონისწარმომადგენლები გაჰკივიან, არამედ პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სულიერად ბოლომდე გახრწნილი, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ კიდევ ძლიერი დასავლეთის ალტერნატივის შექმნაში. ამგვარი ალტერნატივის ჩამოყალიბების პროცესი ფორსირებულად მიმდინარეობს. ბაზად აღებულია ისეთი გიგანტების ალიანსი, როგორიცაა ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (ბრიჩს). ეს ალიანსი ახლა ექვსი ახალი წევრით გაფართოვდა: არგენტინა, ირანი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ეთიოპია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

ამ კლუბის სერიოზულობაში ეჭვი არავის ეპარება. მხოლოდ ინდოეთი და ჩინეთი დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს წარმოადგენენ. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი პირველი ეკონომიკაა, ინდოეთი – მესამე, რუსეთი კი – მეხუთე, ხოლო მთლიანად ბრიჩსი ეკონომიკით უკვე უსწრებს ცნობილ დიდ შვიდეულს (აშშ, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია), ამ კლუბის მძლავრი პერსპექტივა უკვე გასაგებია, რომელზეც ეს ციფრებიც ღაღადებენ: თუკი 1995 წლისთვის დიდი შვიდეულის ქვეყნების მშპ-ის შეფარდება მსოფლიო ეკონომიკასთან 44,9% იყო, ბრიჩს-ის ქვეყნებისა კი – 16,9%; 2010 წლისთვის ეს სურათი ასე გამოიყურებოდა: 34,3% და 26,6%; 2023 წლისთვის კი ბრიჩსი უსწრებს დიდ შვიდეულს – 29,9% და 32,1%.

ბრიჩსის შესახებ შედარებით ვრცლად იმიტომ ვსაუბრობ, რომ სწორედ ეს გაერთიანებაა დასავლეთის ჰეგემონიის მესაფლავეც და ალტერნატივაც. მხოლოდ ერთი სიტყვა, რომელიც, შესაძლებელია, ბრიჩს-ის ბოლო სამიტზე ყველაზე ხშირად ისმოდა, მიგახვედრებთ,  რა საით მიდის. ეს სიტყვაა დედოლარიზაცია. აშშ-ის ჰეგემონიის მთავარი საყრდენი არც ფასადური დემოკრატიაა, არც ადამიანის უფლებების ყალბი დეკლარაცია და, მით უფრო, არც ლგბტ გარყვნილების ოკეანე, მისი ჰეგემონიის საყრდენი უთავბოლოდ მოჭრილი დოლარის დანაშაულებრივი ფინანსური პირამიდაა, იმ დოლარისა, რომლის კუპიურებითაც მოფენილია მთელი მსოფლიო. აქ კი უცებ ჩნდება ტერმინი-მოწოდება დედოლარიზაცია, რომელიც სულ მალე გამოიღებს ამერიკული პოლიტიკისთვის მწარე ნაყოფს. ამ ნაყოფს ამერიკული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი ერქმევა, რომელიც გაზავებული იქნება პოლიტიკურ, რასობრივ და საარჩევნო კრიზისებში. ეს იქნება აშშის ისტორიაში უპრეცედენტო, სისტემური კრიზისი, ომელსაც შესაძლებელია არა მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირის, არამედ თვით აშშის რღვევაც მოჰყვეს.

ახლა დავუბრუნდეთ იმ თემას, რომელზე მსჯელობამაც ამ საკითხებამდე მოგვიყვანა. აშშ-ის კოზირი პლანეტაზე (მათ შორის საქართველოშიც) დაძაბულობისა და დაქუცმაცებულობის შენარჩუნებაა. ამ კოზირის საპირისპირო კოზირი, რომელიც რუსეთის ხელშია, ამიერკავკასიასა და საქართველოში დაძაბულობის კერების მოხსნაა. პირდაპირ თუ ვიტყვით, ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რუსეთის ინტერესებში, ისე, როგორც არასდროს, ჯდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება (როგორც ჩინეთმა გააკეთა და რომელი უძლიერესი სვლა იყო, როგორც ჩინეთის, ასევე საქართველოს მხრიდან) და მისი სამხრეთ საზღვრების მოწესრიგება იმ გაგებით, რომ აქედან სამხედრო საფრთხეები მინიმუმამდე შემცირდეს; საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო, საავტომომობილო კომუნიკაციები კი მთლიანად გაიხსნას და ეკონომიკური ურთიერთობები მაქსიმალურად გაფართოვდეს. სწორედ ეს იქნება საფუძველი იმ ეკონომიკური სასწაულისა, რომელიც ზემოთ ვახსენე. ეს იქნება საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი ეროვნული იდენტობის გადარჩენის გარანტიაც.

აი, რატომ დაიწყო და გახშირდა რუსეთის მხრიდან განცხადებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ამ პროცესს ვერც ქართველი ფაშისტების გნიასი შეაჩერებს და ვერც აფხაზი და ოსი სეპარატისტების ყაყანი, რომლებიც ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ ეს ამბავი გაცნობიერებული. ისევე, როგორც ერთმანეთის მტრობაში დამაშვრალი და დახოცილი შევარდნაძე და გამსახურდია ემსახურნენ ერთ საქმეს, რომელიც საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ნგრევასა და მსოფლიოზე ამერიკის გაბატონებაში მდგომარეობდა, საქართველოში მოქმედი ამერიკის “მეხუთე კოლონა”, აფხაზ და ოს სეპარატისტებთან ერთად, რუსეთის საზიანოდ, ამერიკელთა ინტერესებს ემსახურებიან. მეტსაც გეტყვით: აქამდე თვითონ რუსეთიც კი საკუთარი ინტერესების საზიანოდ ამერიკელთა ინტერესებს ემსახურებოდა. რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირების (თვით პუტინისა და ლავროვის ჩათვლით) ყინჩი განცხადებები იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ახალი რეალობაა, რომელსაც საქართველო უნდა შეეგუოს, არა მხოლოდ ანტიქართული, არამედ ანტირუსული განცხადებები იყო, რადგან საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების მძიმედ დაზიანებით  ამერიკულ საქმესა და მიზნებს ემსახურებოდა. ამ უსამართლობას ვერც საქართველო შეეგუა და, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვერც მსოფლიო რეალობა, ვერც გეოპოლიტიკური ფილოსოფია და ვერც ერებისა და სახელმწიფოების თანაარსებობის დიალექტიკა. ამას, როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკის მაღალ ეშელონებში უკვე მიხვდნენ, რისი დასტურიც მედვედევის განცხადებაა. რაც შეეხება კარასინის განცხადებას, იგი მხოლოდ საკითხის გააქტიურებაზე მეტყველებს, თუმცა თვითონ კარასინი საშუალო ეშელონების მოხელედ რჩება, რომლის დონეზეც ამ პროცესის გაცნობიერება მხოლოდ იმ დროს დაიწყება, როდესაც საკითხი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი იქნება.

ვალერი კვარაცხელია                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here