მთავარი დაიჯესტი El Pais: ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად დააპატიმრეს “ისლამური სახელმწიფოს” ექვსი გადამბირებელი

El Pais: ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად დააპატიმრეს “ისლამური სახელმწიფოს” ექვსი გადამბირებელი

672
გააზიარეთ
დაკავება

ესპანეთში დააპატიმრეს ოთხი ეჭვმიტანილი, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში _ თითოთითო.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროების მონაცემებით, ისინი ყოველკვირეულად ხვდებოდნენ ახალგაზრდა მუსლიმებს და სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებად მათ გადაბირებას ცდილობდნენ. ყველაზე აქტიურად ამ მიმართულებით ესპანეთის ქალაქ პალმა-დე-მაიორკაში მუშაობდნენ, სადაც შეკრებებზე ათეულობით ადამიანი დადიოდა.

21 ივნისს მადრიდის პოლიციამ სამი მაროკოელი დააპატიმრა. გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ცდილობდა თანამემამულეთა გადაბირებას ესპანეთში ტერაქტის მოსაწყობად. დანარჩენი ორი მასთან ერთ ბინაში ცხოვრობდა და, სავარაუდოდ, “ისლამური სახელმწიფოს” რეკრუტი იყო.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here