Home ახალი ამბები ამერიკაში ძაღლს უმუშევრობის დახმარება დაუნიშნეს

ამერიკაში ძაღლს უმუშევრობის დახმარება დაუნიშნეს

989

აშშ-ში ძაღლს უმუშევრობის დახმარება დაუნიშნეს. ინფორმაციას Detroit Free Press-ი ავრცელებს.

მიჩიგანის შტატის მცხოვრებმა მაიკლ ჰედოკმა მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ვინმე რაიდერისთვის დახმარებაზე განცხადება განიხილეს და დააკმაყოფილეს. თუმცა, ერთადერთი რაიდერი მის ოჯახში მხოლოდ ძაღლი იყო.

“ვერ გეტყვით, რაში გამოიყენებს ის ამ თანხას“, – იხუმრა პატრონმა.

უმუშევრობის დაზღვევის სააგენტოში წერილის გაგზავნის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა განმარტეს, რომ შეცდომა ფულის გაგზავნამდე აღმოაჩინეს.

აღმოჩნდა, რომ შტატში უმუშევრობის დახმარებების რიცხვს დანაშაულებრივი ჯგუფი ხელოვნურად ბერავს. რაიდერის შემთხვევაში მათ შეცდომა მოუვიდათ, ვინაიდან ვერ გაარკვიეს, რომ ის ადამიანი არ იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here