Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხალხს გაუჩნდა შეკითხვა _ მაშ, რატომ ვასრულებდით დასავლეთის დავალებებს წლების...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხალხს გაუჩნდა შეკითხვა _ მაშ, რატომ ვასრულებდით დასავლეთის დავალებებს წლების განმავლობაში?

“სლოგანები მალე შეიცვლება და დაიძახებენ: გაუმარჯოს ერთიან საქართველოს! გაუმარჯოს მის განვითარებას! გაუმარჯოს მტრობიდან სტრატეგიულ ურთიერთობებზე გადასვლას! გაუმარჯოს სამეზობლო პოლიტიკის გაჯანსაღებას!”

581

ევროკავშირის წევრობისკანდიდატობაზეუარის მიღების გამო ამა წლის 20 და 24 ივნისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტოდ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. მართალია, პირველ ჯერზე მეტნი იყვნენ, შემდეგ კი მუხტი დაეცა, მაგრამ აქციის ორგანიზატორებმა გული არ გაიტეხეს და ვითარება ისე წარმოაჩინეს, თითქოს მათ გვერდით სრულიად საქართველო იდგა. მათ პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

აქციაზე მისული აღტყინებული ახალგაზრდები სცენაზე გამომსვლელებს თვალებში შესციცინებდნენ. ისმოდა ფრაზები: “წინ ევროპისკენ! არ გვინდა, უკან _ ბნელ რუსეთში!”…  ახალგაზრდებმა უმალვე მოიმარჯვეს ფურცლები წარწერით: “ჩვენ არ გვინდაკვასი”, გვინდაკოკაკოლა”, “არ გვინდანივადავოლგა”, გვინდამერსედესი”, “არ გვინდა არბატი, გვინდა მონმარტრიდა ..

წინმეტი სიბნელეა თუუკან”? “წინმეტი კეთილდღეობაა თუუკან”? რა არის სინამდვილეში ქართველის რეალური არჩევანი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკოსი, ადამიანის უფლებათა დამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება.

_ რუსეთი არის კონტინენტური ევროპის ნაწილი და მრავალი საუკუნეა, ევროპული, საუკეთესო ტექნოლოგიური, სამეცნიერო, კულტურული მიღწევები მასზე ისევე აისახება, როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე. მართალია, კომუნისტური წყობისდროინდელმა ჩაკეტილობამ გარკვეული კვალი დაამჩნია რუსეთსაც და საქართველოსაც, მაგრამ ვისაუბროთ იმაზე, რა სიკეთე მოგვიტანა საბჭოთა წყობამ. მართალია, საქართველომ ბევრი მძიმე პერიოდი გაიარა, 1921, 1924, 1937 და 1941-45 წლები, რომლებსაც უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ საქართველომ მაინც ბევრი სიკეთე მიიღო: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მიაღწია 5 მილიონს, განათლების სისტემამ სერიოზული პროგრესი განიცადა. ჩვენ მოწინავენი ვიყავით არა მხოლოდ  საბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. არნახული პროგრესი გვქონდა კულტურაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვა მიმართულებით. ასე ვიყავით 1989 წლის 9 აპრილამდე… ამის შემდეგ ჩვენებური აღქმა დამოუკიდებლობისა სტიქიურად მოვიყვანეთ სისრულეში და ვფიქრობდით, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. თუმცა, აქვე, პოსტსაბჭოთა სივრცეშივე აღმოჩნდა ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებმაც უსისხლოდ, რაციონალურად შეძლეს დამოუკიდებელ სუბიექტებად გადაქცევა.

საქართველო  კი აღმოჩნდა კოლაფსში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ გადავიტანეთ რამდენიმე ომი, მივიღეთ ასიათასობით დევნილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეძლო, ამოსულიყო ჭაობიდან და განვითარების გზას დადგომოდა, მაგრამ 2003 წელს მოახდინესვარდების რევოლუციადა უკვე საქართველო გადაიყვანეს სხვა რელსებზე, გვითხრეს, რომ ეს ქვეყანა უნდა განვითარებულიყო არა როგორც ეროვნული სახელმწიფო, არამედ როგორც ტერიტორიული წარმონაქმნი. საქართველო უნდა ყოფილიყო ქვეყანა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ 12-15 პროცენტი დარჩებოდა. ეს იყო პროცესი, რომელმაც სახიფათო ექსპერიმენტებს ჩაუყარა საფუძველი _ ნეოლიბერალური ღირებულებები ექსპერიმენტის სახით უნდა ჩაეტარებინათ 2-ათასწლოვანი სახელმწიფოსთვის.

2012 წელს შევეცადეთ, შეგვეცვალა ხელისუფლება და ის, რაც წინა ხელისუფლებამ მოგვიტანა, მაგრამ გაბატონებულმა სისტემამ თავისი გაიტანა და ეს სისტემა დღემდე გვახრჩობს. ჩვენს ქვეყანაში მყოფი ზედამხედველი ელჩები ყოველწლიურად აბარებენ პატაკს თავის წარმომგზავნ ქვეყნებს, რომ, მიუხედავად ქართველების წინააღმდეგობისა, მაინც ახორციელებენ ლგბტქ საზოგადოებისადმი ტოლერატობის გამოხატვას.

მიტინგი, რომელიც თქვენ დასაწყისში ახსენეთ, ამ 30-წლიანი ნეოლიბერალური აგიტაციის შედეგია _ ლტოლვა ევროპისკენ! მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ეს მთლად ისე არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. მიტინგზე მართლაც ბევრი ადამიანი გამოვიდა და მათი გამოსვლა იყო სამართლიანი პროტესტი, რადგან 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გავხდით, ველოდებით ევროკავშირის წევრობას, ამას ელოდებოდნენ  თაობები, მაგრამ მათი მოლოდინი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არასდროს მართლდებოდა და საბოლოოდ გამოგვიცხადეს უარი, მაშინ, როდესაც რუმინეთისუკანა ეზო” _ მოლდოვა, რომელიც დსთ წევრი ქვეყანაა, და ჩაფლულია კორუფციაში, ევროკავშირში ინტეგრაციის ღირსი გახდა, რამაც სამართლიანად აღაშფოთა ჩვენი საზოგადოება და 20 ივნისს ქუჩაში გამოიყვანა. ქუჩაში გამოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ აპოლიტიკურები არიან და მიტინგზე 9 აპრილის შემდეგ არ მდგარან. ამ გამოსვლაში დავინახე  ათწლეულების განმავლობაში დაპირებების შეუსრულებლობით გამოწვეული სიბრაზე ერისა. საქართველოს წლების განმავლობაში აიძულებდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობას, ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების შესრულებას, ნატოს ჯარების პროგრამასა და ევროკავშირის პროგრამებში ჩართვას. ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში ბრძოლას, ამ ბრძოლებში 35 ახალგაზრდა დაგვეღუპა. აი, სწორედ ამან გამოიწვია ხალხის აღშფოთება და ქუჩაში გამოსვლა. ხალხს გაუჩნდა შეკითხვა _ მაშ, რატომ ვასრულებდით დასავლეთის დავალებებს წლების განმავლობაში?!

_ საინტერესოა თქვენი მოსაზრება, მსგავსი რამ მიტინგზე არ თქმულა, ასეთი სიტყვით იქ არავინ გამოსულა

_ დიახ, იქ ეს არ უთქვამთ და სწორედ ეს იყო იმის ნიშანი, რომ 24 ივნისის მიტინგზე იმდენი ხალხი აღარ მივიდა, რამდენიც 20-ში იყო. 20-ში ხალხი სულ სხვა რამისთვის მივიდა, მათ ევროკავშირს გაუგზავნეს გზავნილი, რომ მართლები არ იყვნენ საქართველოს მოსახლეობასთან, თორემ არეულობა და ქვეყნის დამხობა არავის სურდა. ხალხმა მშვიდობიანად გამოხატა პროტესტი და დაასრულა. დესტრუქციული ძალები 3 ივლისს მიტინგზე ბევრს ხალხს ელოდებიან, მაგრამ თუკი აღმოჩნდება, რომ უფრო ნაკლები ხალხი მივიდა, ვიდრე 24-ში იყვნენ, ჩათვალეთ, რომ ნელ-ნელა მიწყნარდება ყველაფერი და ნათლად დავინახავთ, რომ ქვეყანა ახალი რეალობისთვის ემზადება.

_ რა არის ეს ახალი რეალობა? ის, რაც ასე სულითა და გულით არ სურთ დესტრუქციულ ძალებს, მათ, ვისაცწინ, ევროპისკენუნდათ და არა _ “უკან _ რუსულ სიბნელეში”?

_ საზოგადეობაში უკვე მკვიდრდება ასეთი აზრი _ თუ არ გინდათ ჩვენი მიღება ევროკავშირში, განახვებთ, როგორ ამაღლდება მორალურად ჩვენი ქვეყანა და ჩვენ არ ვიქნებით მათხოვრის როლში. ჩვენ შევძლებთ, შევქმნათ ახალი დღის წესრიგი. ახალი დღის წესრიგი კი არის გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის მყარი ხიდის როლის შესრულების შესაძლებლობა. ეს არ გულისხმობს რუსეთთან მიბმას, ეს გულისხმობს ევრაზიულ სივრცესა და ევროატლანტიკური სივრცის მიმართ ისეთი სწორი პოლიტიკის გატარებას, რომლიდანაც საქართველო მიიღებს მაქსიმალურ სარგებელს ყველა ასპექტში, რაც სასარგებლო იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც, ევროკავშირისთვისაც და, რაც მთავარია, საქართველოს ექნება მზარდი გავლენები ევრაზიულ სივრცეში. 

მართალი თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, _ საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა გვკარნახობს, არ შეიძლება ეს ქვეყანა განიხილებოდეს ერთ სივრცეში მოლდოვასა და უკრაინასთანო. სიტყვა “გვკარნახობს” ნიშნავს უფრო საინტერესოს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და იგულისხმება, რომ საქართველომ შეიძლება, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი როლი აირჩიოს ევროკავშირის მიმართ, ვიდრე მას დღეს აქვს.

დასავლეთს სურს, საქართველო გახდეს ფრონტის ხაზი. რამდენიმე ხნის წინათ საქართველოში უხმაუროდ ჩამოვიდა ბრიტანეთის შეიარაღების მინისტრი და პრემიერი ღარიბაშვილი, ასე ვთქვათ, განზეგაიყვანა”. პრემიერს უთხრა _ თუ გგონია ორმხრივი სანქციებისადმი მიუერთებლობის გზით ჩამოშორდები პროგრესულ კაცობრიობას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, ძალიან ცდები, ამას ვერ შეძლებთ, საშუალებას არ მოგცემთ, რადგან ბევრი ფული გვაქვს ჩადებული საქართველოში და ვერც ერთი მთავრობა კურსს ვერ გადაუხვევსო. სწორედ ამიტომ ჩაიყვანეს ღარიბაშვილი ახლა ნატოს სამიტზე, მადრიდში. მას მოუწევს, მოისმინოს, რას აპირებს ნატო რეგიონის მასშტაბით, როგორ უნდა გამოიყენონ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად…

რუსეთის გარშემო რკალი ვიწროვდება, საქართველოს არჩევანს არ უტოვებენ გლობალისტური ძალები. დღეს ხელისუფლებაზე ხორციელდება არაადამიანური წნეხი და ამ წნეხის შესასუსტებლად ერთადერთი გზა არის რუსული გეოპოლიტიკის გადატვირთვა საქართველოს მიმართ, თანაც ეს გადატვირთვა უნდა იყოს რადიკალური. აქ საუბარიც კი ზედმეტია ისეთ თემებზე, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენა. ახლა რუსეთმა ქართველ საზოგადეობას უნდა შესთავაზოს ისეთი რევოლუციური მნიშვნელობის სტრატეგიული გეგმა, რომელიც ასი პროცენტით იქნება მორგებული ქართულ, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რომელსაც შემდეგ რუსეთი სწორად გამოიყენებს საკუთარი გეოპოლიტიკური ვექტორების განვითარებისთვის რეგიონში.

დიახ, ასეთი რამ ხდება, ჩვენ ვნახეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აზერბაიჯანს ისეთი ხელშეწყობა ჰქონდა რუსეთიდან, რომ ტერიტორიების პრობლემა მოგვარდა. რუსეთმა ჩვენთან რომ იგივე გააკეთოს, ელვისებური სისწრაფით აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მის ინტერესებშიც შედის, რადგან ეს იქნება მოქმედება, რომლითაც რუსეთი, პირველ რიგში, დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს, მოიმადლიერებს ჩვენს ქვეყანას, რომლისგანაც მტრობის მეტი არაფერი აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება საქართველოში, როგორ შეხვდება ხალხი ამ ამბავს და ეს სრულიად რეალურია ახლო მომავალში, რადგან ჩვენ ვადევნებდით თვალყურს ინფორმაციას, როგორ ჩაუშალეს ცხინვალს რეფერენდუმი, რომლის მეშვეობითაც რუსეთთან შეერთებას ცდილობდნენ და თანაც, რეფერენდუმის ჩაგდების რეალურ მიზეზზე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვულვიჩმა საჯაროდ ისაუბრა. მან თქვა, რომ ვეღარ მოახდენენ ცხინვალისა და სოხუმის სუფსიდირებას იმ ოდენობით, როგორც აქამდე ხდებოდა, ამიტომ მათ მოუწევთ ინვესტორების ძებნა, როდესაც მას ჰკითხეს, სად უნდა მოძებნონ ინვესტორები, უპასუხა _ მე ვერ გეტყვით, სად უნდა მოძებნონ. როგორ ფიქრობთ, სად უნდა ეძებონ, თუ არა თბილისში? თუკი ამ პროცესის ხელშემწყობი იქნება რუსეთი, ყველაფერი გამყარდება, განმტკიცდება, გავძლიერდებით და 20 ივნისს ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობაც გაორმაგდება, ამჯერად უკვე სულ სხვა სლოგანებით, დამიჯერეთ ეს ასე იქნება. სლოგანები მალე შეიცვლება და დაიძახებენ: გაუმარჯოს ერთიან საქართველოს! გაუმარჯოს მის განვითარებას! გაუმარჯოს მტრობიდან სტრატეგიულ ურთიერთობებზე გადასვლას! გაუმარჯოს სამეზობლო პოლიტიკის გაჯანსაღებას! _ აი, ჩემი პასუხი თქვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე.

როგორ შეიძლება ვინმეს რუსეთთან მტრობა უხაროდეს?! თუკი ვინმე რუსეთს მტრად განიხილავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დასავლეთს სჭირდება, დასავლეთს, რომელიც საქართველოს ინსტრუმენტად იყენებს, ამისთვის კი ასობით მილიონს გამოყოფს “ენჯეოებისთვის” და, აბა, სხვა რა უნდა იყვირონ?! როდესაც საქართველო ფაქტის წინაშე დადგება და მილიონებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაუპირისპირდება, მერე გამოვიდნენ და გაბედონ ყვირილი. 

_ თქვენ ისე საუბრობთ, ჩანს, რაღაც ნაბიჯები იდგმება უკვე

_ ამ პროცესებთან ახლოს ვდგავარ, რადგან ქართულ-რუსული ურთიერთობების სამოქალაქო პლატფორმას წარმოვადგენ, რომელიც უნიკალური საშუალებაა პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისას. წლებია, ქართველი მოაზროვნეები სხვადასხვა სფეროდან რუს კოლეგებს ხვდებიან, ხშირად საუბრობენ ურთიერთობების აღდგენაზე; მეტიც, როგორც რუსეთში გვითხრეს, ყოველი დილა იწყება საქართველოზე საუბრით. ჩვენი ამოცანა ის არის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა აღდგეს და დროა, ეს მოხდეს, რადგან თავად რუსეთს აქვს ამის სურვილი. ჩვენ, ქართველებს, კი გვსურს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება, ამ სურვილსა და მისწრაფებაზე ხელს ვერანაირი ძალა ვერ აგვაღებინებს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ადრე რაღაცები არ მომეწონა. თუნდაც ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისს რომ აცხადებდა, რადგან ფაქტია, რომ დამოუკიდებლობა ელცინმა მოგვცა, ძაღლი მიაკვდა სულში, 1992 წლის 22 დეკემბერს! მაგრამ მისასალმებელია, რომ ამ სტატიაში ავტორი ძალიან კარგად მსჯელობს და ყველაფერში ვეთანხმები.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ომარი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here