Home ახალი ამბები საქართველო ხელისუფლებას შეჯანჯღარება სჭირდება!

ხელისუფლებას შეჯანჯღარება სჭირდება!

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ირაკლი ოქრუაშვილი ავანტიურისტია და მას ყოველთვის იყენებს დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ. ოქრუაშვილის განცხადებაზე პროკურატურის რეაგირება აუცილებელია, ის სამშობლოს მოღალატეა და უნდა დაისაჯოს!

307

საქართველოს საშინაო დავალებად აქვს ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის ქორწინების დაკანონება. 12-პუნქტიან დავალებაში წერია, რომ ლგბტ თემის წევრები სახელმწიფო მმართველობაში უნდა იყვნენ

ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათიდუხიაღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარმასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა“, – დაწერა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმაფეისბუკში“.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ასეთი აგრესიის ფონზე, საქართველოში ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოსკოვში შეხვედრები გამართა საკმაოდ წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად.

საქართველო და მსოფლიოსმოსკოვიდან დაბრუნებული დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრება:

_ დასრულდა ძალიან საინტერესო შეხვედრების სერია  მოსკოვსა და მოსკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ ლარევოში, რომელიც 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაგრძელდა. შეხვედრები გვქონდა რფ-ის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს წევრთან, მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორ (2008-2022 წწ.)  დიმიტრი ტრენინთან; რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის შედარებითი პოლიტოლოგიის კათედრის გამგესთან, პროფესორ ოქსანა გამანგოლუტვინასთან; მედიაჯგუფ “როსია სეგოდნიას” აღმასრულებელ დირექტორ კირილე ვიშინსკისთან; ეკონომისტთან, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწე მიხაილ ხაზინთან; ა. გორჩაკოვის საჯარო დიპლომატიის ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ლეონიდ დრაჩევსკისთან.

_ თქვენ მოსკოვში შეხვედრებს მართავთ, აქ კი რუსეთის მოქალაქეებს დევნიან

_ რუსი ტურისტების მიმართ ასეთი გამხეცებული, აგრესიული პოზიცია იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს სწორი პოლიტიკური გეზი აქვს აღებული რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საქმეში. უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი, რომ რუსეთმა საქართველო მტრულად განწობილი ქვეყნების სიაში ამჯერადაც არ შეიყვანა, ნიშნავს, რომ სწორი გზით მივდივართ. რუსეთის ასეთმა ქმედებებმა კოლექტიური დასავლეთის გაღიზიანება გამოიწვია, დასავლეთის, რომელიც გავლენას კარგავს არა მხოლოდ ჩვენთან, საკუთარ წიაღიშიც კი. იშლება პირამიდა, რომელზეც მსოფლიო ჰეგემონი დგას.

ირაკლი ოქრუაშვილი ავანტიურისტია და მას ყოველთვის იყენებს დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ. ოქრუაშვილის განცხადებაზე პროკურატურის რეაგირება აუცილებელია, ის სამშობლოს მოღალატეა და უნდა დაისაჯოს!

 სამწუხაროდ, ირაკლი ოქრუაშვილი მარტო არ არის, მისი მსგავსი ბევრია. ოქრუაშვილის განცხადება არ არის კერძო პირის განცხადება, ის დაკვეთას ასრულებს. დაკვეთის შემსრულებლები კი ყველაფერზე წავლენ, რათა წინ აღუდგნენ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და სწორი პოლიტიკის გატარებას.

29 ივლისიდან 2 აგვისტომდე კვლავ გაიმართა შეხვედრები რუსეთში. პოლიტოლოგები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მეცნიერები რუსეთში ჩადიან საქართველოდან და საუბრობენ რეგიონული მასშტაბის თემებზე, რომლებმაც განსხვავებული ფანჯარა უნდა გახსნას არა მხოლოდ რუსულ-ქართულ, არამედ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციისა და ბრიჩსის ქვეყნებთან ურთიერთობებში.

საქართველოში პროცესები მეტ-ნაკლებად მსუბუქად მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინას შორის დაპირისპირების ფონზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა დანილოვმა კვლავ გაიმეორა, _ საქართველომ უნდა გამოიყენოს უკრაინის კონფლიქტი და დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრიო. ეს სიტყვები ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მოწოდებაა, რომელსაც, დიდი ხანია, ვისმენთ არა მხოლოდ უკრაინელებისგან, არამედ დასავლელებისა და შინაური მტრებისგანაც. ქართველებმა ყველაფერი უნდა ვიღონოთ სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

მოსკოვში ყოფნისას ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი კარნეგის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის _ დიმიტრი ტრენინისგან მოვისმინეთ. მან თქვა, რომ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2022 წლის 24 თებერვლამდე, მან ასევე ისაუბრა ბრიტანეთის ნეოიმპერიალისტურ განზრახვაზე, რომელიც გერმანიის დაშლას ითვალისწინებს, ამაში რუსეთის ჩართვა სურდა, მაგრამ ვერ მოახერხა. თუმცა, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციამ გერმანიაში მაინც გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი, გერმანიის ეკონომიკაში პირველად აღინიშნა დეფიციტი. იქ ცხოვრება გართულდა.

ევროპაში ირღვევა ეკონომიკები, ეს აუცილებლად მივა სოციალურ აფეთქებამდე. ამერიკას 39 ტრილიონი საშინაო ვალი აქვს, საწარმოო ინფლაცია _ 23 პროცენტი. ეს რეალური კრახია. ეკონომიკური კრიზისები იწყებს გააქტიურებას. ასეთ შემთხვევაში კოლექტიური დასავლეთიც აქტიურდება და ფიქრობს სხვა პატარა ქვეყნების ომში ჩართვას. დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ჩინეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებას ტაივანის გამო.

ევგენი პრიმაკოვის წინასწარმეტყველება, რომ რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი ძალას მოიკრებდა, გამართლდა. ბრიჩსში შევლენ პლანეტის უდიდესი ქვეყნები, ეკონომიკა მათ ხელში იქნება. იქნება თუ არა ეს საპირწონე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ანგლოსაქსური პოლიტიკისა, მომავალი გვიჩვენებს. ექსპერტები უკვე ამბობენ, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო დასრულებულია.

ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ სწორად  შეფასდეს ყველა დეტალი. აქ საუბარი აღარ არის იმაზე, ვინ ვის მხარეს არის; აქ საუბარია ობიექტურ მოცემულობაზე, რომელიც გვავალდებულებს, სწორად მოვიქცეთ, სწორ პოზიციაზე დავდგეთ და კატაკლიზმებს თავი ავარიდოთ. ეს მომავალში ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და ეკონომიკურ განვითარებას.

ხელისუფლების დამცველი და ღარიბაშვილის ადვოკატი არ ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ გონივრულ პოლიტიკას ატარებს, რომელმაც ჯერჯერობით შეგვინარჩუნა სიმშვიდე და სტაბილურობა.

_ ღარიბაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით, სწორ პოლიტიკას ატარებს, ორმაგ თამაშსაც თამაშობს. გაცხადებულია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ არ უერთდება სანქციებს, მაგრამ მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს აქებს მსოფლიო ბანკის სანქციების შესრულების გამო, ასევე, ჩვენი ქვეყნის პრემიერი არ სჯის იმ ადამიანებს, რომლებიც რუსების წინააღმდეგ გამოდიან და ზიზღს ავლენენ. მაგალითად, აქამდე არ დასჯილა ირაკლი ოქრუაშვილი, რაც შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს

_ ოქრუაშვილი დასასჯელია. დასასჯელია ე.წ. სახალხო დამცველიც, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აგრესიას რუსი ტურისტების მიმართ გაგებით უნდა მივუდგეთ. ქსენოფობიური განცხადებები აღსაკვეთია, განსაკუთრებით სახალხო დამცველის მხრიდან. ლომჯარიას განცხადებები და ასევე დანარჩენებისაც ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაჩაღებას უწევს პროპაგანდას, რომელსაც, შესაძლოა, მოჰყვეს ძალიან ცუდი რამ. საქართველოში ადამიანები ორკესტრირებულად მოქმედებენ რუსი სტუმრების წინააღმდეგ, მათ უკან დგას გარკვეული ძალა და ფინანსები, ამას, შესაძლოა, მოჰყვეს იგივე ქმედებები რუსეთის მხრიდანაც, რადგან რუსეთის მოქალაქეზე აწეული ხელი ნიშნავს, რომ იგივე მოხდეს რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალქეების მიმართაც. რუსეთში კი მილიონიანი დიასპორა გვყავს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ აქ თუნდაც ერთი რუსი ტურისტი მოკვდეს.

ქართველებს გვახსოვს ირაკლი ოქრუაშვილის პროვოკაცია, როდესაც “ფეკალიებზე” ისაუბრა, იმხანად რუსეთიდან უამრავი ქართველი გამოაძევეს, რაც ჩვენს ეკონომიკასა და ბიუჯეტს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა.

დასავლეთის ყველა მცდელობა რუსეთთან საქართველოს ხელახალი კონფლიქტის გაღვივებისა ჩაიფუშა. მათ ვერ შეძლეს .. გავრილოვის ღამის მოწყობა და კიდევ უამრავი რამ და ახლა ცდილობენ, სხვა გზები გამონახონ, რათა ჩვენს ქვეყანაში არეულობა დაიწყოს, რომელსაც მოჰყვება სამოქალაქო ომი და შემდეგ ვიღაცამღვრეულ წყალში თევზს დაიჭერს”. ეს არის დასავლეთის გეგმა და მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით ვერ ხორციელდება.

ჩვენი სახელმწიფო ვალდებულია, უმკაცრესი ზომები მიიღოს, მეტიც, რეპრესიები განახორციელოს, რათა არ დაუშვას რუსი ხალხის დიკრიმინაცია, არ დაუშვას პოლიტიკური და სოციალური ნიშნით გამოწვეული აგრესია. ნებისმიერი პირი, რომელიც აგრესიას გამოხატავს, დასაჯოს! თუ სახელმწიფო განახორციელებს მსგავს ქმედებებს, ჯაჭვური რეაქციით აღიკვეთება აგრესია და მოქალქე თავად გადაწყვეტს, იმოქმედოს თუ თავი შეიკავოს აგრესიისგან. სოციალურ ქსელში პირდაპირ არის მოწოდებები ანარქიისკენ, ეს დაუშვებელია. ხელისუფლებას შეჯანჯღარება სჭირდება!

_ როდესაც რუსეთში ჩადიხართ, განსაკუთრებით ახლა, ამ აგრესიის ფონზე, რომელიც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარეობს, პრობლემები არ გიჩნდებათ?

_ მე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვარ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება და ამას თავმდაბლობის გარეშე ვაცხადებ. ამის გამო ყურადღებით ვარ, ვცდილობ, ქართველ საზოგადოებას ყველა დეტალი მივაწოდო. ჩვენ მოსკოვში შეხვედრები გვაქვს უმაღლეს დონეზე.

ბატონი დიმიტრი ტრენინი აღნიშნავს, რომ დადებითი დინამიკა, რომელიც ქართულრუსულ ურთიერთობებში შეინიშნება, შესანარჩუნებელია. ის ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთში ჩაშლილი რეფერენდუმი, რომელიც რუსეთთან შეერთებისთვის უნდა გამართულიყო, სწორედ საქართველორუსეთს შორის დამთბარი ურთიერთობით არის გამოწვეული. საქართველოდან გადადგმულ გონივრულ ნაბიჯს რუსეთიც გონივრულად უპასუხებს, რაც ორ სახელმწიფოს მიიყვანს იქამდე, რაც საჭიროა ორივე ქვეყნისთვის.

საქართველოს მოქალაქეები ხშირად ეჭვიანობენ, რომ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობაზე უფრო პრიორიტეტულად მიაჩნია სომხეთთან ურთიერთობა, რაზეც ტრენინმა განაცხადა: სომხეთი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ბოლო პერიოდში შეინიშნება გადახრა იმ ხაზისგან, რომელზეც თავდაპირველად იდგა სომხეთი. დღეს სომხეთი ნაკლებ საინტერესოა რუსეთისთვის, რადგან უცხოეთში არსებული სომხური დიასპორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სომხეთმა აღებული გეზიდან გადაუხვიოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსაქართველოს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, ხალხთა შორის ურთიერთობები, არის კავშირი, რომლის გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია.

სახალხო დიპლომატიამ ჩატეხილი ხიდი უნდა აღადგინოს, რომელსაც მოჰყვება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური აღორძინება.

“რვა დერეფანია ბლოკირებული, _ ამბობს ტრენინი, _ დღეს რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამხრეთ-აღმოსავლეთი. ინდონეზიისა და უზბეკეთის ელჩები უფრო მნიშვნელოვანი პერსონები იქნებიან, ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთის”.

 ასე რომ, რკინის ფარდა ეშვება და ამ ფარდის მიღმა რჩება დასავლეთი, რომელმაც განიზრახა, გენდერული დიქტატურის ქვეშ მოექცია ყველა, მათ შორის საქართველოც, რომელსაც საშინაო დავალებად აქვს მიცემული ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის ქორწინების დაკანონება. 12-პუნქტიან დავალებაში წერია, რომ ლგბტ თემის წევრები სახელმწიფო მმართველობაში უნდა იყვნენ.

_ გაცხოველებული რუსოფობიის ფონზე არის თუ არა იმის საფრთხე, რომ რუსეთმა გადაიფიქროს წლის ბოლოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება?    

_ გამორიცხული არაფერია. მტერმა ყველაფერი იცის და გვიწყობს პროვოკაციებს. როგორ განვითარდება მოვლენები, ვერ გეტყვით. უბრალოდ, ვიტყვი იმას, რომ 2023 წლის დადგომამდე რუსეთის დუმაში საშემოდგომო სესიაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი, ასევე უნდა მოეწეროს ხელი, ავიამიმოსვლასაც. ის, რაც მოხდა საქართველოში 2019-20 წლებში, აღარ უნდა განმეორდეს, რადგან ეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმედგ მიმართული ქმედება იქნება, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here