Home სხვადასხვა დაიჯესტი Die Welt: გერმანელი მემარჯვენეები ყირიმს “ოდითგან” რუსულ ტერიტორიად აღიარებენ

Die Welt: გერმანელი მემარჯვენეები ყირიმს “ოდითგან” რუსულ ტერიტორიად აღიარებენ

762
გერმანია

რეგიონული ყრილობის მსვლელობისას პარტიაალტერნატივა გერმანიისთვისბუნდესვერის შემადგენლობაში ასარჩევმა მთავარმა კანდიდატებმა: ელის ვაიდელმა და ალექსანდრ გაულანდმა თანაპარტიელებს მოუწოდეს, ზურგი აქციონ მემარცხენემწვანეების პოლიტიკის ტენდენციებს, რომლის მატარებლად გვევლინება კანცლერი ანგელა მერკელი, _ იუწყება Die Welt.

როგორც ეს გამოცემა აღნიშნავს, გაულანდი მიზანშეწონილად მიიჩნევს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაუქმებას და “ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის” სწორად გაგებას. “სანქციები ყოველთვის შეცდომაა, პოლიტიკურად მცდარია: ყირიმის მიწის ერთ გოჯსაც ვერ დააბრუნებს. ყირიმი რუსეთის ძირძველი ტერიტორიაა და არ შეიძლება დაუბრუნდეს უკრაინას”, _ განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა ხელიდან გაუშვა “ახალი მსოფლიოს შექმნის შესაძლებლობა რუსეთთან ერთად”. “ჩვენთვის, გერმანელებისთვის ყოველთვის ხელსაყრელი იყო რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება”, _ დაასკვნა პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here