Home ახალი ამბები საქართველო „დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა!“

„დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა!“

ამას ჰქვია „ქართველობას გვართმევენ“ და ამას აკეთებენ ვინმე გადამთიელები კი არა, ჩვენივე შვილები და შვილიშვილები

185

ყოველგვარი გადაჭარბებისა და ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ქართველებს ჭეშმარიტად დიდი მწერლობა გვაქვს, რომელსაც ერთი პატარა „ნაკლი“ გააჩნია – მსოფლიოში დიდად არ იცნობენ მხოლოდ იმიტომ, რომ დაწერილია ქართულ ენაზე,  რომელსაც მშობლიურ ენად, სულ რაღაც, 3 მლნ ადამიანი მიიჩნევს.  წარმოგიდგენიათ, „ვეფხისტყაოსანი“ რომელიმე ევროპულ ენაზე რომ დაწერილიყო, რომელი შექსპირი და გოეთე გაუწევდა მეტოქეობას დიდ შოთას?

მიუხედავად ამ „ნაკლისა“, ქართველები ვამაყობთ, გნებავთ, საფუძვლიანად ვტრაბახობთ ჭეშმარიტად დიადი ქართული მწერლობით, რომელიც ბრწყინვალე შემოქმედთა ნაკლებობას  არ უჩივის. მათ შორის არიან ისეთი შემოქმედნიც, რომლებსაც პატივი ერგოთ,  ქართველ ერს მხოლოდ სახელებით მოეხსენიებინა: დიდი ილია _ აწ და უკუნითი უკუნისამდე წმინდა ილია მართალი,  საქართველოს მგოსნად წოდებული აკაკი, გალაკტიონი და, რა თქმა უნდა, მთის არწივი ვაჟა,  რომლის დიადი შემოქმედების, ჩემი აზრით, მწვერვალი,  წინამდებარე წერილს სათაურად შევურჩიე. ჩემ მიერ სათაურად შერჩეული ფრაზის გარდა, სხვა რომ არაფერი ეთქვა დიდ მწერალსა და პუბლიცისტს, „სავაჟაოდ“ეგეც ეყოფოდა. რაც შეეხება შოთას, მასზე სხვას არაფერს ვიტყვი, რადგან ღმერთებზე კი არ ლაპარაკობენ, არამედ ლოცულობენ, და „ვეფხისტყაოსნის“ დიდი დამსახურებაა, რომ  ჯერჯერობით ქართველები გვქვია. ჯერჯერობით, რადგან, თუ აღვირახსნილი რუსოფობია-ქსენოფობიით ცხოვრება განვაგრძეთ, მოკლე ხანში აღარც ქართველი გვერქმევა და ამ არეულ დროში შეიძლება ფიზიკურადაც გავქრეთ. არეულ დროში-მეთქი – ბოლო პერიოდში, უკრაინის კონფლიქტის  გარდა, კიდევ რამდენიმე, ჯერჯერობით მცირე, მაგრამ ახლო მომავალში გლობალური მასშტაბის ცხელი წერტილის გაჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მსოფლიო და დიდი ეჭვია, რომ ამ ყველაფერს დირიჟორობენ აგრესიული ნეოლიბერასტული ანგლოსაქსური ძალები, პირდაპირ თუ ვიტყვით, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი … თავად განსაჯეთ: ნენსი პელოსის (აშშ-ის ხელისუფლების, ფაქტობრივად, მესამე პირი) აშკარად პროვოკაციული ვიზიტი კუნძულ ტაივანზე, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს, პეკინმა ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად შეაფასა და აშშ-ის ელჩი ჩინეთის საგარეო სამინისტროში გამოიძახა.  მკაცრი განცხადებების პარალელურად, ჩინეთის არმიამ ტაივანთან სრულმასშტაბიანი სამხედრო წვრთნები  დაიწყო, რომლებიც აშკარად ძალის დემონსტრირებაა  აშშ-ის მიმართ…  მოულოდნელად დაიძაბა ვითარება ე.წ. მთიან ყარაბაღში, იქამდეც კი, რომ საქმე შეტაკებამდე მივიდა ორივე მხარეს მსხვერპლით. მყიფე მშვიდობის დარღვევაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ; მშვიდობის, რომლის გარანტორებიც რუსი სამხედროები არიან. 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიო უკრაინის კონფლიქტის გამო ახალ რეალობაში ცხოვრობს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობელს, სტრატეგიულ მოკავშირე და „ისტორიულ მეგობარ“ თურქეთსაც შეეხო და, აქედან გამომდინარე, საღი აზრი იქით იხრება, რომ ბაქომ ანკარას ბრძანებით დაარღვია რუსეთის მიერ დამყარებული მყიფე მშვიდობა, ანუ ტყვია, სავარაუდოდ,  პირველმა ბაქომ გაისროლა. სწორედ ამიტომ ეახლა სოჭში ვლადიმერ პუტინს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. თუმცა დეტალებს, რაზე შეთანხმდნენ ან პირიქით _ რაზე ვერ შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში შევიტყობთ… მთიან ყარაბაღში ტყვიის გასროლა შეიძლება ნაცების ნანატრ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში გადაიზარდოს, ანუ ჩვენს უახლოეს სამეზობლოში გაჩაღებულ  შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის ექომაც, დიდი ალბათობით, შეიძლება თბილისშიც მოაღწიოს.

ასევე მოულოდნელად გამწვავდა ვითარება  კოსოვოში, რომელიც მცირე შეტაკების შემდეგ, აშშ-ის ბრძანებით, დროებით ჩაცხრა. დიახ, აშშ-ის, რადგან ეს „დემოკრატიისა“ და ლგბტ-თემის ბაირახტარი კოსოვოს „დამოუკიდებლობის“ გარანტორია, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ცოცხალი ძალითაც დაიცავს კოსოვოს „დემოკრატიასა და დამოუკიდებლობას“. ანალოგიური განცხადება გააკეთა სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმაც, რომ სერბების მიმართ კოსოვოელი ალბანელების აგრესიას იარაღით ხელში უპასუხებს. სხვათა შორის, კოსოვო სერბეთისთვის იგივეა, რაც ქართველებისთვის მცხეთა. სერბ მართლმადიდებელთა სულიერების ცენტრი ოდითგან კოსოვო ყოფილა, უამრავი მონასტრითა და სერბ წმინდანთა საფლავებისა და წმინდა ნაწილების სავანე… ბარემ ისიც ვთქვათ, რომ იუგოსლავიის მარტივ მამრავლებად დაშლა, ჯერ სსრკ-ისა და შემდეგ რუსეთის მოღალატე, ლოთბაზარა ბორის ელცინის ნამუსზეა.  ალბათ, გახსოვთ „ზემოდან“ ბრძანების გარეშე, რუსი სამშვიდობოების ერთმა ბატალიონმა  მოულოდნელი ელვისებური მანევრით როგორ აიღო კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას აეროდრომი. ამან რუსი სამშვიდობოების  „კოლეგა“ ამერიკელები შოკში ჩააგდო, მაგრამ  იმის მაგივრად, რომ აღებული აეროპორტი გაემაგრებინათ და შეენარჩუნებინათ, რუსებმა „ზემოდან“ (ელცინისგან) აეროდრომის დატოვების ბრძანება მიიღეს. ამ დანაშაულებრივი ბრძანების შედეგი კი   მალე საკუთარ თავზე იწვნიეს კოსოვოელმა  მართლმადიდებელმა სერბებმა, რომლებსაც რუსების წასვლის შემდეგ კოსოვოელმა მაჰმადიანმა ალბანელებმა  გენოციდი მოუწყვეს.

იუგოსლავია არ დაიშლებოდა 1999 წელს, რუსეთის პრეზიდენტი,   პატრიოტი და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის იმედი, ლგბტ თემის დაუძინებელი მტერი ვლადიმერ პუტინი რომ ყოფილიყო და არა ლოთი და მოღალატე ბორის ელცინი;  ნატოს ავიაცია ვერ გაბედავდა ბელგრადის მიწასთან გასწორებას.  სხვათა შორის,  სერბების მიმართ აშშ-ის შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში პუტინი კონფლიქტში, ალბათ, ჩაერევა და ერთმორწმუნე ძმებს მტერთან პირისპირ არ დატოვებს.  ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთი  დასკვნის გამოტანა შეიძლება: ყველა მიმდინარე თუ ახლო მომავალში მოსალოდნელ სამხედრო კონფლიქტში, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთი იგულისხმება და მას, ვინც რუსეთთან პირდაპირ ჯახს გაბედავს, ის დაემართება, რაც უკრაინას.

უკრაინის მიწაზე სწორედ ასეთ ჯახს ვუყურებთ, რაც  წლის ბოლოს, დიდი ალბათობით, ამ ქვეყნის დაშლით დამთავრდება და არ არის გამორიცხული, უკრაინა, როგორც  სახელმწიფო, მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გაქრეს. ასე იცის ანგლოსაქსებთან მეგობრობამ. რაც შეეხება ბედკრული საქართველოს ლიბერასტული იდეოლოგიით მოწამლულ ახალგაზრდობას… თუ არ გინახავთ, უფროსი თაობისგან  მაინც ხომ  გსმენიათ, რა დამართა 2008 წელს საქართველოს ანგლოსაქსებთან „მეგობრობამ“ _ დე ფაქტოდ დაკარგული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთთან სამარცხვინოდ წაგებული ომის შედეგად დე იურედაც დავკარგეთ.

დღეს  კი საქართველოს, ფიზიკურთან ერთად, ზნეობრივ  განადგურებაზეა საუბარი. აბა, რა ვაჟკაცობაა, როცა ადამიანს  იმის გამო, რომ  ეროვნებით რუსია, დამპალ პომიდვრებსა და ლაყე კვერცხებს დაუშენ,  ბარსა თუ რესტორნებში სამარცხვინო აბრას გააკრავ _ „რუსებს არ ვემსახურებით“ _ ეს ხომ ფაშიზმია?!

 „დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“ _    ვაჟას ეს დიდებული ფილოსოფია  ამიერ და იმიერ კავკასიის საკუთრება, ცხოვრების წესია! აი ამას ჰქვია, „ქართველობას გვართმევენ“ და ამას აკეთებენ, ვინმე გადამთიელები კი არა, ჩვენივე შვილები და შვილიშვილები. კიდევ კარგი, რომ ასეთი გონებამოწამლული ახალგაზრდები უმცირესობაა. ბევრი კი,  სულ ცოტა, იმას მაინც ფიქრობს, რომ რუსეთში მილიონამდე  ქართველი ცხოვრობს და, მიუხედავად  საქართველოში აგორებული აღვირახსნილი ტელერუსოფობიისა, იქ ქართველებს, რომ იტყვიან, უბატონოდ ხმას არ სცემენ. რაც შეეხება ფიზიკური განადგურების  საფრთხეს, ისევ ერთმორწმუნე რუსეთი გადაგვარჩენს, ისე, როგორც არაერთხელ გადავურჩენივართ.

დავით მხეიძე

P.S. 5 აგვისტოს სოჭში პუტინსა და ერდოღანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო საზოგადოებას, – იუწყება  „რუსთავი 2“-ის ოფიციალური ვებგვერდი. თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა “მირის” შემოღებას გეგმავს. გარდა ამისა, შედგა შეთანხმება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. ორი ქვეყნის მიზანი სავაჭრო ბრუნვის 100 მლრდ დოლარამდე გაზრდაა. ხელმოწერილია შეთანხმება იმის შესახებაც, რომ ვაჭრობა ეროვნულ ვალუტებში მოხდება. ჩვენ პუტინთან შევთანხმდით რუბლზე. ასევე არის რუსეთის გადახდის სისტემა “მირი”. ამჟამად ჩვენი ხუთი ბანკი მუშაობს ამაზე. აქაც მნიშვნელოვანი წინსვლაა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კომფორტული პროცესია რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. ამით ისინი შეძლებენ საყიდლებზე სიარულს და სასტუმროს ხარჯების გადახდას,” – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის განმარტებით, შეხვედრაზე თურქეთისთვის ბუნებრივი აირის  მიწოდებაზეც იყო ლაპარაკი. “განხილული იყო თურქეთის რესპუბლიკისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება, რომელიც თურქეთს მიეწოდება საკმაოდ დიდი მოცულობით, ყოველწლიურად 26 მლრდ კუბური მეტრის ოდენობით. მოლაპარაკებების პროცესში პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ დავიწყებთ ბუნებრივი აირის ნაწილობრივ მიწოდებას და ანგარიშსწორებას რუბლებში. საუბარია ეროვნულ ვალუტაზე ეტაპობრივად გადასვლაზე. პირველ ეტაპზე მიწოდების ნაწილი რუსული რუბლით იქნება გადახდილი. ეს მართლაც ახალი ეტაპია, ახალი შესაძლებლობები, ჩვენი ფულადი და ფინანსური ურთიერთობების განვითარების კუთხით,” – აღნიშნა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა.

დ. მ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here