Home სხვადასხვა დაიჯესტი დემი მურმა დაასახელა, ვინ გააუპატიურა იგი ბავშვობაში

დემი მურმა დაასახელა, ვინ გააუპატიურა იგი ბავშვობაში

782

აქტრისამ გამოაქვეყნა მემუარები თავისი სექსუალური ცხოვრების შესახებ, რომელშიც ეს საშინელი შემთხვევაც გაიხსენა. 

აქტრისას მეგობარმა ჯორჯ ჯერმანაიდსმა გაამჟღავნა მოძალადის სახელი. მაშინ მური მხოლოდ 15 წლისა იყო. გოგონას თავს დაესხა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი პოპულარული ღამის კლუბის მფლობელი ბეიზილ დუმასი. ჯერმანაიდსმა გაზეთ თჰე შუნ-ს განუცხადა:

“მისი ნამდვილი სახელია ბეიზილი, მეტსახელია ველი. გარკვეული აზრით, ჩემი ჩუმი პარტნიორია 1974 წლიდან. მას ბევრი ფული ჰქონდა”. მან განაცხადა, რომ ბეიზილთან ერთად ფლობდა რესტორან “მირაბელს”, სადაც მოძალადემ გაიცნო მომავალი აქტრისას დედა _ ვირჯინია კინგი. ბეიზილი ჩაუსაფრდა გოგონას, გასაღებით გააღო კარი და შინ შეუვარდა.

ჯორჯ ჯერმანაიდსის განცხადებამდე გავრცელებული ხმების მიხედვით, მურის დედამ 500 დოლარად მოაწყო მოძალადისა და თავისი ქალიშვილის პაემანი. მსახიობს ამ ვერსიის არ სჯერა.

თავის სხვა მემუარებში დემი მური მოგვითხრობდა, რომ ეშტონ კუტჩერთან ურთიერთობის დროს მათ ჰქონდათ ჯგუფური სექსი “სტუმრებთან”. მამაკაცმა უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა წარსულის ამ ამბებზე თავისი ახალი ოჯახის გამო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here