ავსტრიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისელმა გამოაქვეყნა ვლადიმერ სეროვის ცნობილი ქმნილების “მთხოვნელები ლენინთან” მიხედვით შექმნილი ნახატი, რომელზეც საბჭოთა ბელადის ნაცვლად გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
ნახატს აქვს წარწერა: “2023 წლის თებერვალი, პუტინი სოჭში იღებს ევროკავშირის დელეგაციას”.
* ევროპელი ლიდერები რუსეთში საზიდრებით ჩავიდნენ და პუტინს სთხოვენ, უკრაინა ბუნებრივ აირში გაუცვალონ.
ლუკა მაისურაძე