მთავარი პოლიტიკა დეგნანი – რუსეთს: ჩემი შენ გითხარიო…

დეგნანი – რუსეთს: ჩემი შენ გითხარიო…

ქართველ ხალხს არჩევანი, შესაძლოა, თავზე გადაახიონ

570
გააზიარეთ
დეგნანს თავი რუსეთის ელჩი ხომ არ ჰგონია?

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ნელნელა გადადიანდაუკრეფავშიდა, რაც მთავარია, .. გაერთიანებულ ოპოზიციას უკვე ეტყობა, რომ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ და მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობენ. მოჩვენებითი ერთიანობა, საერთო კანდიდატი, საერთო სია და ცოტა ხნის წინათ ნათქვამი არაერთი სისულელე წარსულს ჩაბარდა და ყველამ საკუთარი სახე გამოაჩინა.

ოპოზიციის მთავარი “კოზირი”, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს, ქვეყანაზე “რუსეთის გავლენაა”. ჰო, ოპოზიცია ერთ ხმაში ამტკიცებს, რომ საქართველოს მართავს რუსი ოლიგარქი და სწორედ ეს უნდა შეიცვალოს. ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ არც ერთი ოპოზიციონერი არ და ვერ ასაბუთებს, რაში გამოიხატება ხელისუფლებისრუსეთუმეობადა რას ნიშნავს, “რუსეთის კაციმართავს ქვეყანას. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ყველა მაღალი ტრიბუნიდან მკაფიოდ ადასტურებს, რომ კურსი დასავლეთისკენ გვაქვს და, რაც მთავარია, სწორედ ამ ხელისუფლებამ ბოლო ორ კვირაში ორჯერ თქვა უარი რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე.

დღევანდელი რეალობა ასეთია: ევროპის ქვეყნები და ამერიკა აცხადებენ, რომ საქართველოში სადამკვირვებლო მისიებს გამოუშვებენ, გამადიდებელი შუშის ქვეშ დააკვირდებიან ყველაფერს, არჩევნების შედეგებს ყურადღებას მიაქცევენ, რუსეთი კი დუმს. ჩრდილოელი მეზობელი არც სადამკირვებლო მისიებს აგზავნის და არც განცხადებას აკეთებს არჩევნებზე. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენთვის მაინც სცალია _ ამერიკის პრეზიდენტზე მეტად ჩვენი პარლამენტი აღელვებს და დამკვირვებლებსაც იმიტომ გვიგზავნის. როგორც ჩანს, რუსეთის დუმილი ამერიკის ელჩს არ მოეწონა და გასულ კვირას საინტერესო რამ თქვა:

რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს, რადგან დიდი მოლოდინი არსებობს. რაც შეეხება დეზინფორმაციის თემას, ჩვენ რუსეთისგან გვინახავს ასეთი ტიპის საზიანო ქმედებები სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, ევროპასა და ასევე, აშშში. შესაბამისად, ალბათ, არის იმის შესაძლებლობა, რომ იგივე გააგრძელოს საქართველოში. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად უდგება და ასევე საზოგადოებაც. ძალიან მნიშვნელოვანია არასწორ ინფორმაციაზე სწორი რეაგირება და იმ საკითხისადმი სიფრთხილე, რომელიც ქვეყნის საზიანოდ არის მიმართული”, _განაცხადა კელი დეგნანმა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა დეზინფორმაციასა და საზიანო ქმედებებში.

ყველაფერი იქით მიდის, რომ, როგორც ოპოზიცია, ისე დასავლეთი, რაღაცისთვის ემზადება. საჯარო თუ კულუარულ საუბრებში მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ რვაწლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ოღონდ მაინცდამაინც იმ პერსონებით, რომლებზეც ისინი მიგვითითებენ და მერე რა, თუ ხალხს არცერთი მათგანი არ ეპიტნავება. სწორედ ამიტომ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, ე.წ. ჩამკეტიც ჩაგვიწერა ამერიკის ელჩმა კანონში (ამ ქალბატონს კიდევ დაუჩემებია, გინდა თუ არა, რუსეთი ერევა საქართველოს არჩევნებშიო. კი მაგრამ, ვისი ელჩია კელი დეგნანი, ამერიკის თუ რუსეთის?) და ახლა პარტიას, რომელიც პროპორციული ხმების მიხედვით 40%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების უფლება არ ექნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას ე.წ. კოალიციური მთავრობა და ამით დემოკრატიაც გაიმარჯვებს და ხელისუფლებაში ერთი და იგივე ძალა 8 წელზე მეტ ხანს ვერ დარჩება _ იქნება დროებითი მმართველობა. რატომ დროებითი? იმიტომ, რომ, სადაც კი კოალიციური მთავრობა შეიქმნა, კვარტალზე მეტი ვერსად ვერ გაძლო. ოპოზიციონერმა მინისტრებმა საბოტაჟი მოაწყვეს, შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, შემდეგ დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები და ბევრი ქვეყანა (მათ შორის იტალია) ერთსა და იმავე წრეზე რამდენიმეჯერ დატრიალდა. იტალიის ხელისუფლების სიმყიფე პანდემიის დაწყებისას გამოჩნდა, როცა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მარტოდმარტო შერჩა ვერაგ ვირუსს დაყ ველა მარტოდმარტო მიატოვა, მხოლოდ ბოდიში მოუხადეს, _ ვერ მოგხედეთ, ჩვენი გვიჭირდაო. ჩვენც სწორედ მანდ ვართ, როცა დიდ ქვეყნებს გაუჭირდათ, საქართველო კი არა, აგერ, თავისიანი იტალია მიაგდეს. შესაბამისად, სულ ტყუილია ევროპის ერთიანობა, მხარში ამოდგომა, საერთო თუ წაშლილი საზღვრები. ყველა საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა და, სანამ საშიშროების პირველმა ტალღამ არ გადაიარა, ცხვირი გარეთ არავის გამოუყვია.

საქართველოს იმხანად ისე არ უჭირდა, როგორც ახლა. გნებავთ, ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა აიღეთ და გნებავთ _ გარდაცვლილთა სტატისტიკა, მაგრამ, თუ მაშინ მილიონი მოგვიგდეს, ახლა ამასაც აღარ ფიქრობენ. თითქოს მივეჩვიეთ, რომ დღეში 50 ინფიცირებული გვაშფოთებდა და ახლა 300 აღარ გვაღელვებს. პირველი გარდაცვლილი გამოვიტირეთ და შემდეგ უკვე ამასაც მივეჩვიეთ. ერთეულების სიკვდილი ტრაგედიაა, ბევრის _ სტატისტიკა და მივყვებით ამ სტატისტიკას.

ისევ რუსეთსა და ჩვენს არჩევნებს დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ჩრდილოელი მეზობლისთვის სულერთი ნამდვილად არ არის, ვინ იქნება ხელისუფლებაში, გამჭვირვალედ ჩაივლის თუ არა არჩევნები და ა.შ., მაგრამ იმის თქმა, რომ რუსეთს თავისი კაცი სურს ხელისუფლებაში, გადაჭარბებულია. გადახედეთ პოლიტიკურ სპექტრს _ ვინ არიან ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში? ყველა პარტია (ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის გარდა) ერთხმად ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგს არ აპირებს და ამ ქვეყნის ლიდერის ლანძღვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. შედეგად, დეგნანის განცხადებაც თითქოს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ამ განცხადებით ნიადაგი მომზადდა იმისთვის, რომ, თუ არჩევნების შედეგები დასავლეთს არ მოეწონება, აუცილებლად ეცდებიან პროცენტების გადაწერას და შემდეგ იტყვიან, რომ აგერ, რუსეთი ჩაერია საქმეში და ასეთი შედეგი იმიტომ დაიდოო. ვისაც შეკითხვები გაუჩნდება, სწორედ ამ განცხადებას ააფარებენ სახეზე. ჯერ კიდევ როდის ამბობდა ქალბატონი კელი, რომ რუსეთი ცდილობს ჩარევას და მოუხერხებია კიდეცო.

მოლოდინი იმისა, რომ ქართველ ხალხს არჩევანი, შესაძლოა, თავზე გადაახიონ და არაფერი ჰკითხონ, რეალურად არსებობს. არსებობს როგორც ხელისუფლებაში, ისე _ ოპოზიციაში. უფრო მეტიც, ოპოზიციას სწორედ დეგნანის, ჰარცელის და მისთანანის მხარდაჭერის იმედი აქვს და არა ამომრჩევლის. ოპოზიცია ემზადება კოალიციური მთავრობისთვის და ამას პირდაპირ ითხოვს შეხვედრებზე. მერე რა, რომ შესაძლოა, ხალხმა ისეთი არჩევანი გააკეთოს, რომელიც კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას მოსპობს. აგერ არ არის რუსეთი? გადააბრალებ ყველაფერს, გადაწერ პროცენტებს და წერტილი. არ თქვათ ახლა, ვერ იზამენო, არჩევნების შედეგი კი არა, საქართველოს უზენაესი კანონი გადაგვახიეს რამდენიმე დღის წინათ თავზე და გვერწმუნეთ, თუ მოინდომებენ, არჩევნების შედეგებსა და საარჩევნო კოდექსსაც სულ ფურცელფურცელ გადაგვახევენ.

სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის ის, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე, ხმა მისცეს იმ პარტიას, რომლისაც სჯერა (მოწოდებების გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ), ან, თუ არავინ არ უნდა, ყველა გადახაზოს, შემდეგ კი თავისი ხმა და შედეგი დაიცვას, როგორიც უნდა იყოს ის. ის არჩევანი იქნება ჩემი და თქვენი და სწორედ ის არჩევანი უნდა დავიცვათ. არ უნდა მივცეთ არავის იმის უფლება, რომ არჩევანი და ხმის უფლება წაგვართვას. რა თქმა უნდა, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამ შედეგებით კოალიციური მთავრობა შეიქმნას, მაგრამ ეს ჩვენი, ხალხის, გადაწყვეტილება უნდა იყოს და არა ერთი ან რამდენიმე ელჩის. ადვილია სხვებისთვის გადაბრალება და მოდით, ეს არჩევნები ჩვენ, ხალხმა, დავიბრალოთ და ხალხმა გადავწყვიტოთ, რა გვინდა და როგორ გვინდა. სხვაგვარად მუდმივად სხვისი ხელის შემყურე და ხმადაკარგული ვიქნებით. ხმადაკარგული ადამიანი კი თავის ხმას ვერავის ვერ გააგონებს.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here