Home ახალი ამბები საქართველო დასავლური ურჩხულის გაშიფრული ანატომია

დასავლური ურჩხულის გაშიფრული ანატომია

673

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტის მოხსენებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო, ერთი მხრივ, სახელმწიფო მოღვაწისა და, მეორე მხრივ, მეცნიერის (ეკონომისტის, ფინანსისტის) ნააზრევის შესანიშნავი სინთეზი, რომელიც საქმეში ჩაუხედავ ადამიანსაც კი ზედმიწევნით სრულ წარმოდგენას შეუქმნის მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში არსებულ რეალურ ვითარებაზე. მოხსენების დასაწყისშივე ნათქვამი ეს ერთი წინადადებაც კი დამაჯერებელ სურათს ხატავს იმისა, თუ რა ხდება სინამდვილეში: “такие ключевые для бизнеса понятия, как деловая репутация, неприкосновенность собственности и доверие к мировым валютам, основательно подорваны – подорваны, к сожалению, нашими партнерами на Западе, и сделано это намеренно, ради амбиций, во имя сохранения устаревших геополитических иллюзий.”

რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რამ გამოიწვია და განაპირობა ასეთი სერიოზული რყევები და რას წარმოადგენს ეს “მოძველებული გეოპოლიტიკური ილუზიები~? პუტინის ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, სწორედ ეს შეკითხვები იბადება, რომლებიც პრეზიდენტმა ასე ახსნა: “Эпоха однополярного миропорядка завершилась – начать хочу с этого, от этого никуда не деться, – завершилась несмотря на все попытки её сохранить, законсервировать любыми средствами.” საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ში გაუჩნდათ ილუზია, რომ მსოფლიოზე გაბატონების მიზანი მიღწეული იყო, მაგრამ ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ სწორედ აქ იყო დაშვებული მძიმე შეცდომა: “Соединённые Штаты, провозгласив победу в холодной войне, объявили себя посланниками Господа на Земле, у которых нет никаких обязательств, а есть только интересы, причём эти интересы объявляются священными. Ошибочно полагать, что время бурных перемен можно, что называется, пересидеть, переждать, что, якобы, всё вернётся на круги своя, всё будет, как и прежде. Не будет!”

იმ პოზიციის გასამყარებლად, რომ ეს ნამდვილად ასეა, პუტინმა ამერიკელებს ძველთაძველი სიბრძნე შეახსენა: “Вечного ничего не бывает”. მან ის ფსიქოლოგიური მომენტიც ახსნა, თუ რატომ შეეყარა აშშ-ს ქედმაღლობის მძიმე სენი: “Они пытаются противодействовать ходу истории. Мыслят категориями прошлого века. Считают всё остальное периферией, своим задним двором, по-прежнему относятся к ним, как к колонии, а народы, живущие там, считают людьми второго сорта, потому что сами считают себя исключительными. Если они исключительные, значит, все остальные – второго сорта”.

პუტინის აზრით, აქ იმალება დასავლეთში ასე დაუჯერებლად მომძლავრებული რუსოფობია, რომელმაც ჰიტლერულ ანტისემიტიზმსაც გადააჭარბა: “В этом природа и нынешнего приступа русофобии на Западе и безумных санкций против России. Безумных и, я бы сказал, бездумных. Их количество, а также скорость штамповки не знают прецедентов”.

რუსეთის პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, იცის, თუ რატომ იქცევიან ისინი ასე, რაზეა ეს ყველაფერი გათვლილი და რა მიზანს ისახავს დასავლეთი ამ გაუგონარი მასშტაბისა და რაოდენობის სანქციების დაწესებით: “Расчёт был понятен: нахрапом, с наскока смять экономику России, за счёт разрушения бизнес-цепочек, принудительного отзыва западных компаний с российского рынка, заморозки отечественных активов ударить по промышленности, финансам, по уровню жизни людей”.

რამდენად გამოუვიდა დასავლეთს ეს ჩანაფიქრი, რამდენად არის მათი მიზანი მიღწეული?

ამ შეკითხვას პუტინი კატეგორიულ პასუხს სცემს: ”Не получилось!”

ამის შემდეგ პრეზიდენტმა კონკრეტულად და დეტალურად, ციფრებით ახსნა რუსეთში შექმნილი ეკონომიკური და ფინანსური ვითარება: “Спустя буквально три месяца после массированного пакета санкций, мы подавили инфляционный всплеск. После пика в 17,8 процента, как вы знаете, сейчас инфляция составляет 16,7 процента и продолжает снижаться… По итогам первых пяти месяцев текущего года федеральный бюджет исполнен с профицитом в полтора триллиона рублей, а консолидированный бюджет – с профицитом в 3,3 триллиона рублей. При этом профицит федерального бюджета только в мае составил почти полтриллиона рублей, превысив прошлогоднее майское значение более чем в четыре раза”. როგორც ჩანს დასავლეთს გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა რუსეთის ეკონომიკაზე საკუთრი გავლენის შესახებ. იმ ხმაურისა და წივილ-კივილის შემდეგ, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ამ სანქციების დაწესებას  მოჰყვა, მართლაც დაუჯერებელია ის მონაცემები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა წარმოადგინა. ამას გარდა, დასავლეთში, ეტყობა, კარგად ვერ იანგარიშეს ის უკუეფექტები, რომლებიც მათ მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აუცილებლად მოჰყვებოდა: “Санкционное оружие, оно, как известно, – и практика последних лет это показывает хорошо, – оно обоюдоострое. Оно наносит сопоставимый, а то и больший даже урон самим же идеологам и конструкторам его.” – აცხადებს პუტინი, – ”Eвропейские политики уже нанесли своей экономике серьёзный удар – сами это сделали своими руками. Мы видим, как обострились социальные и экономические проблемы в Европе, да и в Соединённых Штатах тоже, как растёт стоимость товаров, продуктов питания, электроэнергии и автомобильного топлива, как снижается качество жизни европейцев и утрачивается конкурентоспособность предприятий. По оценкам экспертов, только прямые, «счётные» потери Евросоюза от санкционной лихорадки за предстоящий год могут превысить 400 миллиардов долларов. Такова цена решений, оторванных от реалий и принятых вопреки здравому смыслу.”

ეს ყველაფერი არ არის. რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები დასავლეთს ნამდვილი წარღვნისა და ცუნამის სახით მიუბრუნდა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მათთვის, ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩება აუხსნელი, საქმე აქამდე უცნობი ეკონომიკური კანონების ამოქმედებასთან აქვთ თუ მისტიკურ მოვლენასთან. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სანქციებმა გაცილებით  მეტად დაარტყა დასავლეთის მოსახლეობასა და კომპანიებს, ვიდრე რუს ხალხსა და რუსეთის ეკონომიკას: “Эти издержки напрямую ложатся на население и компании Евросоюза. Рост инфляции в отдельных странах еврозоны уже превысил 20 процентов. Я говорил о нашей инфляции, но страны еврозоны не проводят никаких специальных военных операций, а инфляция выросла там у них – у некоторых – до 20 процентов. У Штатов также неприемлемая, самая высокая за 40 последних лет инфляция.”

ასეთია ზოგადი სურათი დასავლური სანქციების უარყოფითი გავლენისა და რეალური შედეგებისა მათსავე ეკონომიკაზე. საუბარია მთლიანად კოლექტიურ დასავლეთზე, მაგრამ ცალკე აღებული ევროპა სხვაგვარად და სხვა ნიშნითაც დაზარალდა: “Все попытки делать «хорошую мину при плохой игре», все разговоры о якобы допустимых издержках во имя псевдоединства не могут скрывать главного: Евросоюз окончательно утратил свой политический суверенитет, а его бюрократические элиты пляшут под чужую дудку, принимая всё, что им скажут сверху, причиняя вред собственному населению и собственной экономике, собственному бизнесу.” ეს უკვე სულ სხვა მიმართულება და სულ სხვა განზომილებაა. ეს ნამდვილი ტრაგედიაა ევროპელებისთვის, რომლის გაცნობიერებას ისინი დღეს თუ ვერ ახერხებენ, ხვალ  აუცილებლად იგრძნობენ და ამ შედეგების გამო საკუთარი შვილებისა და მომავლის წინაშე პასუხისგებაც მოუწევთ, თუმცა არც ესაა ყველაფერი. პუტინმა დასავლურ ეკონომიკაში მიმდინარე აპოკალიფსური სურათი წარმოაჩინა: “Не придумав или не пожелав использовать другие рецепты, власти ведущих западных экономик просто-напросто запустили «печатный станок». Таким нехитрым способом стали покрывать невиданные ранее бюджетные дефициты. За последние два года денежная масса в США выросла более чем на 38 процентов. Ранее десятилетиями такое увеличение было, а здесь за два года 38 процентов – это 5,9 триллиона долларов. Для сравнения, только несколько стран мира имеют валовый внутренний продукт большего размера. Денежная масса Евросоюза, в свою очередь, также резко возросла за этот период. Её объём увеличился примерно на 20 процентов, или на 2,5 триллиона евро.”

პრეზიდენტმა აქ იმ პოლიტიკურ ინსინუაციებსაც გაუსვა ხაზი, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ეხება. პუტინმა პირდაპირ განაცხადა: “Наши действия по освобождению Донбасса здесь абсолютно ни при чём. Сегодняшний рост цен, инфляция, проблемы с продовольствием и топливом, бензином, в энергетике в целом – это результат системных ошибок в экономической политике действующей администрации США и европейской бюрократии. Вот, где причины, и только в этом.”

დაუსაქონლებელი ფულის უპრაგონო მოჭრა, რომელსაც აშშ (ახლა უკვე ევროპაც) მიმართავს, მსოფლიო საფინანსო სისტემებს ანგრევს. ამის ახსნა ან გამართლება რუსეთის სამხედრო ოპერაციით დონბასის ტერიტორიაზე, აბსურდია, რომელიც მხოლოდ გაუნათლებელი მასისთვისაა გამიზნული. დანაშაულებრივი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც აშშ დანარჩენ მსოფლიოს ახვევს თავს, იწვევს ფასების უკონტროლო ზრდასა და ინფლაციის თავაწყვეტილ პროცესს: “По данным ООН, ещё в феврале текущего года индекс стоимости продовольствия в мире оказался на 50 процентов выше, чем в мае 2020 года, а сводный индекс сырьевых товаров за тот же период и вовсе удвоился.” ეს დამანგრეველი პროცესები გეომეტრიული პროგრესიით განვითარდება და შეუქცევად ხასიათს შეიძენს, – აცხადებს პრეზიდენტი პუტინი: ”По данным МВФ, сейчас в глобальных валютных резервах находится 7,1 триллиона долларов и 2,5 триллиона евро, и эти деньги обесцениваются темпом около восьми процентов в год. Но кроме того, в любой момент они могут быть ещё и конфискованы, украдены, если США что-то не понравится в политике тех или иных государств. Ну, это, по-моему, стало абсолютно реальным для очень многих стран, которые хранят свои золотовалютные резервы в этих валютах. Очевидно, что этот процесс ещё сильнее подстегнёт глобальную долларовую инфляцию.”

ასეთია მსოფლიოში შექმნილი უმძიმესი და ურთულესი მდგომარეობა. ქართულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული სიცრუისა და დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ გეტყვით, რომ ამ საქმეში რუსეთს არავითარი დანაშაული არ მიუძღვის. ეს მთლიანად დასავლეთის ბრალია, რომელიც უმძიმეს კრიზისში შევიდა და ახლა საკუთარი დანაშაულებრივი პოლიტიკის სხვებისთვის (რუსეთი, ჩინეთი) გადაბრალებით ცდილობს არამხოლოდ სახის, არამედ დომინანტური მდგომარეობის შენარჩუნებას. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის ამ უმწეო ფართხალიდან არაფერი გამოვა. ერთადერთი, რაც ახლა აშშ-ს შეუძლია, მსოფლიო ომის გაჩაღება და საპლანეტო კატასტროფის გამოწვევაა. წავა თუ არა ამაზე მსოფლიო ურჩხული, რომელმაც თვითონ მიიმწყვდია თავი კედელთან, ძნელი სათქმელია, მაგრამ მისი ანატომია რომ მთლიანად გაშიფრულია, ფაქტია.

ვალერი კვარაცხელია

P.S. ევროპელებმა უკვე გახსნეს გაზის საცავები, რომლებიც განკუთვნილი ჰქონდათ ზამთრის სეზონისთვის და რომლებიც მხოლოდ 52 პროცენტითაა შევსებული

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციაბსოლუტურ აუცილებლობად~ მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დაწყებას

ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მესამე მსოფლიო ომის მაღალ რისკზე ალაპარაკდა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ აშშ მართავენ არაკომპეტენტური პირები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here