მას შემდეგ, რაც საქართველოში არაჟნების კონტეინერით შემოპარული მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს და ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგა, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, ქართული სასამართლოც დაიწუნეს, მართულიაო. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე მოსამართლეს პიროვნული სანქციები დაუწესა.
მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებით შეგულიანებულმა სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში მის მიმართ გამოტანილ ორ განაჩენზე სარჩელი შეიტანა, აქაოდა, არასწორად გამასამართლეს და, როგორც ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში, ისე სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების ამბავში, უბრალო ვარო. სარჩელის განხილვის პარალელურად, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, უკრაინის მთავრობის უმაღლეს პირებთან ერთად, „მეგობრულად გვირჩევდნენ“, რომ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა, რადგან მისი ჯამრთელობის მდგომარეობა საგანგაშო იყო და შეიძლებოდა პრეზოდენტი ციხეში გარდაცვლილიყო. ჰო, არ შეგვშლია, ისინი მიშას ისევ პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ და არ ეძახდნენ ექსპრეზიდენტს, ამით კი ქართველ ხალხს აღიზიანებდნენ. როგორც იქნა, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმის განხილვა დაასრულა და გადაწყვეტილებაც გამოაცხადა. საჩივარში მიშა უთითებდა, რომ 2018 წლის 28 ივნისს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი – ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილის თავდასხმის საქმეზე გადაუმოწმებელ მტკიცებულებებსა და ორი მოწმის: თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის ჩვენებებს ეფუძნებოდა, რომლებიც მისი პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ. რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო გამოტანილ განაჩენს – სამი წლით თავისუფლების აღკვეთას – სააკაშვილი საჩივარში აღნიშნავდა, რომ ეს განაჩენი ასევე ეფუძნებოდა გადაუმოწმებელ მტკიცებულებებს, რის გამოც კიდევ ერთხელ დაირღვა კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლები. საჩივარში ისიც ეწერა, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
აი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის სარჩელზე:
* ევროსასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) პირველი და მესამე (დ) პუნქტების დარღვევა არ დაადგინა;
* სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე – არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს) დარღვევა;
* ევროსასამართლომ არ დაუშვა საჩივარი, რომელიც შეტანილი იყო მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები – დაუშვებელია შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რომლისთვისაც ისინი არის გათვალისწინებული) საფუძველზე;
* ევროსასამართლომ არ დაუშვა საჩივარი, რომელიც შეტანილი იყო მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები – დაუშვებელია შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რომლისთვისაც ისინი არის გათვალისწინებული) საფუძველზე.
ის, რაც მთელმა ერმა ისედაც იცოდა, ახლა სტრასბურგის სასამართლოთია გამყარებული და, როგორც დასავლელ პარტნიორებს, ისე ადგილობრივ ოპოზიციას ხმა არ ამოეღება, მაგრამ… თურმე სტრასბურგის სასამართლოც მიკერძოებული ყოფილა. ამას ოპოზიცია ამბობს. თურემ ევროპელები, ამერიკელები და უკრაინელები ჯერ ვერ ბედავენ, სიმართლის დადგენის ცენტრად მიჩნეული სტრასბურგი გააკრიტიკონ, თანაც კარგად ხვდებიან, რომ ეს კრიტიკა არაფერს მოიტანს, რადგან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადახედვას, უბრალოდ, აღარ ექვემდებარება. ეს შესანიშნავად იციან, როგორც თვითონ სააკაშვილმა, ისე მისმა მხარდამჭერებმა, მაგრამ როგორ აღიარებენ, ჩვენი ბელადი დამნაშავეაო?! მაგრამ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში მთავარი არც ეს არის.
პრაქტიკულად, ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერმა, თითქმის ყველა ამერიკელმა კონგრესმენმა თუ სენატორმა საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის წამებაში, უსამართლოდ გასამართლებასა და, რაც მთავარია, ნელ სიკვდილში დაადანაშაულა. აღარაფერს ვამბობთ უკრაინაზე, რომლის პრეზიდენტიც პრესკონფერენციებზე მიშას ფოტოებს აფრიალებდა, – კაცს კლავენ და საშველი არ ჩანს, ჩვენთან გამოუშვით, ვუმკურნალებთო. ყველა ამბობდა, რომ მიშა კვდებოდა, ბევრს შეიძლება დაავიწყდა და შევახსენებთ, რომ ისეთი ისტერიკა იყო ატეხილი, ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმებიც კი ჩამოიყვანეს, მათაც რომ ეთქვათ, სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშიაო, მაგრამ ამას ერთმნიშვნელოვნად ვერავინ ამბოდა, გარდა იმ რამდენიმე ქართველი ექიმისა, რომლებსაც ექსპრეზიდენტის ოჯახი უცხადებდა ნდობას და რომლებსაც მიშას მკურნალობის კურსი თითქოს სწორად მიჰყავდათ. საბოლოოდ კი გაირკვა და დადასტურდა, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირდა, უბრალოდ, საჭმელს არ ჭამდა იმიტომ, რომ წონა დაეკლო. მას სურდა, მსოფლიოს ერწმუნა, რომ კვდება, მაგრამ თანამედროვე ოსტაპ ბენდერს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მას დაუჯერა თითქმის ყველამ, გარდა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისა, რადგან ჩვენ კარგად ვიცნობთ სააკაშვილს, იმაზე კარგად, ვიდრე თვითონ წარმოუდგენია, და ერის უდიდესი ნაწილი იმიტომ არის პატიმრობიდან მისი გათავისუფლების წინააღმდეგი, რომ კარგად იცის, თავისუფალი მიშა ახლა უფრო მეტად ავნებს ქვეყანას, ვიდრე მაშინ, როცა დასავლეთის დახმარებით მოვიდა ქვეყნის სათავეში. ახლა ის უფრო გამოცდილია გაიძვერობაშიც, ცემაშიც, მკვლელობაშიც… ხომ ნათლად გამოჩნდა, რომ დასავლეთს სააკაშვილის გათავისუფლება ერთადერთი რამის გამო სურდა – მეორე ფრონტი გაეხსნა და საქართველო ზუსტად ისე გაეხვია ცეცხლის ალში, როგორც ერთ დროს სახელმწიფოდ წოდებული უკრაინა გახვია, ჰო, სწორედ რომ სახელმწიფოდ წოდებული, რადგან ყველა აღიარებს, რომ უკრაინას, უბრალოდ, აღარ აქვს არც ეკონომიკა, არც ინფრასტრუქტურა, არც სუვერენიტეტი, არც ხელისუფალი ჰყავს, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკის დასავლეთი მართავს და მათი ნებართვის გარეშე სიტყვასაც ვეღარ ამბობს. რამდენჯერაც კი მან დამოუკიდებლად დააპირა თამაში, გასაგებად აუხსნეს, რომ „თეძოები უნდა მიეპარკინგებინა“ და იარაღი არ მიაწოდეს, ამან კი ფრონტზე მისთვის კატასტროფული შედეგი მოიტანა. სხვათა შორის, რადგან უკრაინა და ომი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ ვლადიმერ პუტინს დასავლეთი დასცინოდა, გაუჭირდა და ომში პატიმრები მიჰყავსო. ახლა ანალოგიური რამ ზელენსკიმ გააკეთა და დასავლეთმა მის გადაწყვეტილებას „გონივრული“ უწოდა.
ჩვენ კი ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, როდის განაგრძობს პატიმარი სააკაშვილი სასჯელის ციხეში მოხდას და როდის დატოვებს „ვივამედის“ 5-ვარსკვლავიან პალატას. დიახ, სააკაშვილი აუცილებლად უნდა დააბრუნონ ციხეში და ეს რაც მალე მოხდება, მით უკეთესი. ხომ ყველამ ნახა, რომ მას სასიკვდილო არაფერი სჭირს და მისი მეგობრებისა და გარმოცვის სატელეფონო საუბრებს თუ დავუჯერებთ, მხოლოდ იმით არის დაკავებული, თავისი ვიზიტორებიდან ვინ შეათრიოს საპირფარეშოში, ანუ იქ, სადაც კამერები არ აყენია და დაიკმაყოფილოს ჟინი… მეორე მხრივ, ისიც გვაინტერესებს, როდის დაეწყობიან რიგში დასავლელი პოლიტიკოსები და მოუხდიან ბოდიშს, როგორც ქართველ მოსამართლეებს, ისე ჩვენს ხელისუფლებას უსამართლო და არასწორი კრიტიკის გამო, იმ ტყუილების გამო, ორი წლის განმავლობაში რომ ანთხევდნენ და მთელი ერი ლამის მონსტრად გამოიყვანეს ერთი სისხლისმსმელი ჯალათის გამო. მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან არც ევროპარლამენტარები და არც ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები ხმას არ ამოიღებენ. ისინი ხომ ჯერ კიდევ ისე გვიყურებენ, როგორც ველურებს, და მიაჩნიათ, რომ მათ დაკრულზე უნდა ვიცეკვოთ და, თუ ტყუილი არ გაუვათ, აგერ არის შესაშინებლად სანქციების პაკეტი, რომლისაც… უკვე აღარავის ეშინია და ესეც გაოცებას იწვევს. ისე ჩანს, რომ დასავლეთმა საქართველოზე წარმოდგენა ერთი კაცის, მიხეილ სააკაშილის, მეშვეობით შეიქმნა; იმ კაცის, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ მილანში საყიდლებზე წავიდა; იმ კაცის, რომელიც ყურებზე დგებოდა, როცა რომელიმე ამერიკელი თუ ევროპელი პოლიტიკოსი საქეიფოდ ჩამოვიდოდა და არაფერს აკლებდა. სწორედ მიშამ მიაჩვია დასავლელი პოლიტიკოსები იმას, რომ ისინი აქ თავს მეფეებად გრძნობდნენ და ახლა, სწორედ ამის დათმობა არ სურთ. როგორ არ გავიხსენოთ სენატორ ჯონ მაკეინის სიტყვები, – ერთხელ სხვაგან მივფრინავდი, თბილისს რომ გადავუფრინე, გამახსენდა, რომ კარგ საჭმელს აკეთებდნენ და თვითმფრინავი თბილისში დავასმევინეო. შედეგად კი, მიშამ ყურები გამოგვიჭედა: ხედავთ, მაკეინმა დაგვაფასაო. სინამდვილეში ხინკლის საჭმელად ჩამოვიდა კაცი და ჭამა კიდეც, შემდეგ გზა განაგრძო.
ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კი დასავლეთს დაანახვა, რომ საქართველო არც „ზაბეგალოვკაა“ და არც „მაკდონალდსი“, შეიარო, გაძღე და მერე გზა განაგრძო.
ლევან გაბაშვილი