Home ახალი ამბები მსოფლიო ალექსეი დრობინინი: დასავლეთის ქვეყნებს ეშინიათ დაკარგონ დანარჩენი მსოფლიოს პარაზიტიზაციის შესაძლებლობა

ალექსეი დრობინინი: დასავლეთის ქვეყნებს ეშინიათ დაკარგონ დანარჩენი მსოფლიოს პარაზიტიზაციის შესაძლებლობა

ალექსეი დრობინინი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი დრობინინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ეშინიათ დაკარგონ დანარჩენი მსოფლიოს პარაზიტიზაციის შესაძლებლობა.

„დასავლეთის ქვეყნებს ეშინიათ დანარჩენი მსოფლიოს პარაზიტიზაციის შესაძლებლობის დაკარგვის პერსპექტივის. ოდესღაც მოპოვებული პოზიციების შესანარჩუნებლად იყენებენ როგორც კლასიკური ძალაუფლების იარაღებს, ასევე ფინანსურ და ეკონომიკურ ზომებს, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, „ჰიბრიდული“ ხასიათის სხვა საშუალებებს“, – განაცხადა დიპლომატმა.

მისი აზრით, სიტუაციის გამოსწორების მარტივი რეცეპტები არ არსებობს.

„გასაღებს ვხედავთ იმაში, რომ თანამოაზრეებთან ერთად შევეცადოთ ჩამოვაყალიბოთ გლობალური დღის წესრიგი, წამოვწიოთ აქტუალური პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და შეესაბამება უმეტეს ქვეყნების ინტერესებს, ვეძიოთ მათი გადაჭრის კონსტრუქციული გზები, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ვიმუშაოთ საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების განმტკიცებაზე“, – წერს ალექსეი დრობინინი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here