Home ახალი ამბები ანა დოლიძე: დანამატი კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაიცეს

ანა დოლიძე: დანამატი კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაიცეს

2670
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით დანიშნული საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მუშაობას, დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დღეს განახლებული შემადგელობით პირველად შეიკრიბა.
საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატის ახლებურად განსაზღვრაა. ცვლილებებთან დაკავშირებით ანა დოლიძემ განაცხადა, რომა დანამატი კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაიცეს.
“თუ სასამართლოში იქნება დანამატი, მაშინ ის უნდა გაიცეს კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. ჩვენ უნდა შევზღუდოთ შესაძლებლობა, რომ დანამატების გაცემა ინდივიდუალური მიდგომით აღარ მოხდეს“,- აღნიშნა დოლიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე 8 იანვარს დანიშნა.
 აღნიშნულ პოსტზე დოლიძემ საბჭოს არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ამოეწურა.
 საბჭოს ახალი წევრი თანამდებობა ანა დოლიძემ 4 წლის ვადით ჩაიბარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here