Home სხვადასხვა დაიჯესტი Daily Sabah: საბერძნეთის სანაპირო დაცვამ თურქეთის სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა

Daily Sabah: საბერძნეთის სანაპირო დაცვამ თურქეთის სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა

3251
გემი

ეგეოსის ზღვაში, კუნძულ როდოსის სანაპიროსთან, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ თურქულ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა. ამის თაობაზე იუწყება თურქული გამოცემა Daily Sabah.

თურქეთის დროშით მცურავ სატვირთო გემს ისკანდერუნის პორტიდან იზმირში ფოლადი გადაჰქონდა. საბერძნეთის სანაპირო დაცვამ გემს მოუწოდა, კურსი როდისოსკენ ეცვალა ტვირთის დასათვალიერებლად. გემი საერთაშორისო წყლებში ცურავდა, ამიტომ მისმა კაპიტანმა უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე და კურსი თურქეთის ტერიტორიული წყლებისკენ იცვალა. იმის გამო, რომ გემი ბრძანებას არ დაემორჩილა, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ჯერ ჰაერში გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი _ გემის მიმართულებით.

გემზე 16 ნატყვიარია. ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. გემის კაპიტნის თქმით, ამ მარშრუტით გემი რეგულარულად მოძრაობს და მისთვის საბერძნეთის სანაპირო დაცვის რეაქცია გაუგებარია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here