Home ახალი ამბები მსოფლიო ცუღლუტი ამერიკელები: სანქციები სანქციებად, მაგრამ მოგება _ ჯიბეში

ცუღლუტი ამერიკელები: სანქციები სანქციებად, მაგრამ მოგება _ ჯიბეში

401

სანამ ვაშინგტონი მორიგი სანქციებით ემუქრება მოსკოვს, ამერიკელი ინვესტორები აქტიურად ყიდულობენ რუსული კომპანიების აქციებს. საფონდო ბაზრებზე უცხოური დაბანდებების ნახევარზე მეტი უოლ-სტრიტის მიერ იყო უზრუნველყოფილი, _ დათვალეს მოსკოვის ბირჟაზე. 

2013 წლიდან პირველად რუსული ფასიანი ქაღალდების უცხოურ ინვესტიციებში ამერიკის წილმა 51% შეადგინა. შესადარებლად: ევროპულ საინვესტიციო ფონდებში ამერიკის წილი მხოლოდ 26%-ია.

“რუსეთის წამყვანი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა და ამერიკულ მედიაში გაუთავებელმა ანტირუსულმა რიტორიკამ ვერ შეძლო ამერიკელი ინვესტორების შეკავება, მილიონები დაებანდებინათ მოსკოვის საფონდო ბირჟაზე”, _ წერს “ფორბსი”.

მოსკოვის ბირჟის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, ამჟამად ამერიკულ საინვესტიციო ფონდებს ეკუთვნის 79,3 მლრდ დოლარის რუსული აქციები _ ეს 58%-ით მეტია, იმასთან შედარებით, რაც იყო 2015 წელს. რით აიხსნება ამერიკელთა ასეთი აქტიურობა? რუსული ფასიანი ქაღალდები უზრუნველყოფს ისეთ შემოსავლიანობას, როგორიც არ არის ამერიკულ ბაზრებზე. საბირჟო ფონდ VANECR RUSSIA-ს შეფასებით, ფონდების პორტფელებში რუსული აქციების საშუალო ღირებულებამ წლის დასაწყისიდან 23,4%-ით მოიმატა. როცა S&P500-ის ინდექსმა მხოლოდ 19,9%-ით მოიმატა, ხოლო განვითარების პროცესში მყოფი ბაზრების ინდექსმა ISHARES MSCI (EEM)-მა _ 8.45%-ით, ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსეთი ინვესტორებისთვის უზრუნველყოფდა საშუალოდ წლიურ 7%-იან მოგებას. ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბაზრის მქონე ქვეყნებიდან უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ჩინეთს აქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here