Home სხვადასხვა დაიჯესტი ცნობილმა პოლიტიკოსმა ყველა ჰომოსექსუალის მოსპობა მოითხოვა

ცნობილმა პოლიტიკოსმა ყველა ჰომოსექსუალის მოსპობა მოითხოვა

890

ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა, ალაბამას შტატის ქალაქ კარბონ ჰილის მერმა მარკ ჩემბერსმა ყველა მამათმავლის მოსპობა მოითხოვა. ასეთი მოთხოვნით გამოვიდა იგი სოციალურ ქსელში წლევანდელ 31 მაისს. 

“ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ჰომოსექსუალები მორალს გვიკითხავენ, ტრანსვესტიტები კითხულობენ ლექციებს ადამიანის ბიოლოგიაზე, ბავშვების მკვლელები _ ადამიანის უფლებებზე, სოციალისტები კი _ ეკონომიკაზე”, _ აღშფოთებას არ მალავდა მარკ ჩემბერსი. მისი სიტყვით რომ ვთქვათ, მოცემულ მომენტში პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი საშუალებაა მისი ძირფესივანად აღმოფხვრა, ანუ გეების ფიზიკური მოსპობა.

“ვიცი, რომ ასე ლაპარაკი ცუდია, მაგრამ მათი განადგურების გარდა სხვა საშუალება არ არსებობს”, _ დაასკვნა ჩემბერსმა. ჩანაწერს მერის ფოტოპორტრეტი ახლდა.

თავისთავად ცხადი იყო, რომ ლგბტ-თემის წარმომადგენლები მოითხოვდნენ ქალაქის თავის გადადგომას. ასეც მოხდა. გარკვეული დროის შემდეგ მერმა ეს ჩანაწერი გააქრო, ხოლო მას შემდეგ, რაც კრიტიკის ტალღა თავს დააცხრა, ოფიციალურად მოიხადა ბოდიში. განაცხადა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და სწორად არ იყო გაგებული:

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და არ იყო მიმართული ლგბტ თემისადმი, ვიცი, რომ ვინმეს მოკვლის მოთხოვნა სწორი არ არის. გული მწყდება, რომ ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე ჩემი ქალაქი, რომელიც ძალიან მიყვარს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იგი საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად ვაქციო ყველა ოჯახისთვის. სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატავად, თუ როგორ ვნანობ ჩემი კომენტარის გამოქვეყნების გამო”.

გულდაწყვეტილია კაცი.

დავეხმაროთ ქალაქის მერს და შევურჩიოთ სიტყვები თავისი საქციელის შესაფასებლად: გაქათმებულხარ, ბატონო მარკ, ანუ ქვეშ გამოსულხარ! მხოლოდ ამ სლენგით შეიძლება შეფასდეს შენი არაკაცობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here