მთავარი მსოფლიო CNN და ტრამპირებული სოციალური ქსელი (ვიდეო)

CNN და ტრამპირებული სოციალური ქსელი (ვიდეო)

809
გააზიარეთ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპული ტურნეს ფარგლებში, იტალიაში რომის პაპს ეწვია. შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი იტალიაში ჩავიდნენ, სადაც დონალდ ტრამპი რომის პაპს შეხვდა. ფრანცისკე პირველმა დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად მიიღო, შემდეგ კი მათ ამერიკის ოფიციალური დელეგაციის წევრებიც შეუერთდნენ.


ტრამპისა და რომის პაპის შეხვედრა მთელი მსოფლიოს წამყვანმა არხებმა და ბეჭვდურმა მედიამ გააშუქა, თუმცა მათ შორის ყველაზე სენსაციური გახდა CNN-ის ე.წ. გაყალბებული ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ცდილობს ტრამპი საერთო ფოტოს გადაღების დროს პაპს ხელზე შეეხოს. საქმე ისაა, რომ ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში და ელვისებურად მოედო მთელ მედია საშუალებებს.  ამერიკის წამყვანმა ჯიმი კიმელის და ჯიმი ფელონის გასართობმა შოუებმაც გააშუქეს ეს სიუჟეტი ისე, როგორც ნამდვილი. ეს გასაგებიცაა, რადგან წინასაარჩევნიო პერიოდში ამერიკის რეიტინგული ტოკ შოუების ცნობილი წამყვანები ღიად უჭერდნენ მხარს ჰილარი კლინტონს (მათ შორის ყველაზე ცნობილი წამყვანი ელენ დეჯენერესიც, რომელიც არატრადიციული ორიენტაციისაა და ღიად ეწევა ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდას, მას დიდი ავტორიტეტი აქვს. გვახსოვს ისიც, თუ როგორ დააჯილდოვა ობამამ ქველმოქმედური საქმიანობებისთვის (ისე კი ლიბერასტული გურუობისთვის) ჯენერესი ამერიკის საპატიო ორდენით). ამგვარად სიუჯეტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელში, რადგან ბევრმა ამერიკელმა დაიჯერა ვიდეოს ავთენტურობა, თუმცა ვიდეოს ნახვის შემდეგ დარწმუნდებით რომ ეს ვიდეო ყალბია. ტრამპის ხელების ფათურის ფეიკმა ვიდეომ სოციალური ქსელი ააფეთქა.

 

 

დააკვირდით ტრამპის ხელს.. თეთრი სახელო უჩანს ახლო კადრში, ხოლო შორი რაკურსიდან არ ჩანს

ეს არის რეალური ვიდეო:

ჯიმი კიმელმა შოუს მონოლოგში ვრცლად იხუმრა ტრამპის ვიზიტზე რომის პაპთან, მისი ხუმრობა მხოლოდ ამ ვიდეოს გარჩევით არ შემოფარგლულა. მან ასევე ისაუბრა იმაზე თუ როგორ ცუდ განწყობაზე იყო პაპი ტრამთან შეხვედრის დროს და შეადარა ობამასთან, პუტინთან, მერკელთან პაპის შეხვედრებს, სადაც პაპი ფოტოებში მომღიმარია. ასვე განიხილა  პირველი ლედის და ივანკა ტრამპის დრესკოდი შემდეგი სიტყვებით “ისე ჩანს თითქოს ტრამპის ოჯახი გარდაიცვალა და მათ არ იციან ჯერ ამის შესახებ”. იხილეთ ვიდეო:

შეხვედრისას ტრამპმა და რომის პაპმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, განიხილეს სრულიად ქრისტიანული სამყაროს დაცვის საკითხები. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, აშშ-ს დელეგაციამ სიქსტის კაპელას და წმინდა პეტრეს ტაძარი მოინახულა. შეგახსენებთ, რომის პაპს დონალდ ტრამპი არაერთხელ გაუკრიტიკებია, მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისა და კლიმპატური ცვლილების საკითხე მისი პოზიციების გამო.

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობაზე საუბრისას, რომის პაპმა განაცხადა, რომ ხიდების ნაცვლად კედლების მშენებლობა არაქრისტიანულია.

 

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here