Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ თანამშრომლობის განვითარებაზე მოილაპარაკეს

ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ თანამშრომლობის განვითარებაზე მოილაპარაკეს

როგორც ჩანს, სეული მონაწილეობას არ მიიღებს პეკინის საწინააღმდეგო ქმედებებში

97

მოსალოდნელი, მაგრამ მაინც სენსაციური ინფორმაცია: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და სამხრეთ კორეამ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოილაპარაკეს სავაჭრო და ინდუსტრიულ-ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები: პაკ ძინი (სამხრეთი კორეა) და ვან ი (ჩინეთი) ჩინეთის ქალაქ ცინდაოში თანამშრომლობის განვითარების შესახებ განცხადებებით გამოვიდნენ.

მოილაპარაკეს, მაღალ დონეზე გაააქტიურონ კომუნიკაცია მიწოდების საკითხებში, ითანამშრომლონ კლიმატის ცვლილების სფეროში და კულტურულ გაცვლას ხელი შეუწყონ. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნები შეთანხმდნენ მიმდინარე წლის ბოლომდე მოლაპარაკებების გამართვაზე “2+2” ფორმატში საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეების დონეზე.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ტურნეს დროს სეულსაც ეწვია, მაგრამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი, რომელიც შვებულებაში იმყოფებოდა, მას მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა.

 სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კრიტიკოსებმა დაადანაშაულეს, რომ მან პელოსისთან შეხვედრას თავი აარიდა, რათა “ჩინეთთან ურთიერთობა დაეცვა” და არ გაემწვავებინა. და ეს “ჩინეთთან ურთიერთობის დაცვა”, როგორც ჩანს, თანდათან ყალიბდება სამხრეთკორეულ სტრატეგიად.

ტოკიოსგან განსხვავებით, სეული ნელ-ნელა მიდის თავისი ინდუსტრიული მანქანის ჩინეთის ეკონომიკასთან იტეგრაციისკენ. სამხრეთკორეული კომპანიები ჩინეთში აშენებენ ქარხნებს. კორეაში მოქმედებს ჩინური ბარათები Uნიონ Pაყ. კორეა და ჩინეთი ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობენ. ამასთანავე, სეულის გამუდმებული მცდელობები ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის მოგვარებისა პეკინის გარეშე ჩაფლავებისათვის არის განწირული.

კიდევ ერთი გარემოება: სამხრეთ კორეას ისტორიულად დაძაბული ურთიერთობა აქვს იაპონიასთან, რომელიც მკაცრ ანტიჩინურ პოზიციაზეა, და, რადგან იაპონია იხრება AUKUS-ისკენ, კორეა შეეცდება ჩინეთთან კავშირების განმტკიცებას.

სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, არის აშშ-ის სამხედრო ბაზები, მაგრამ ეს გარემოებაც კი ვერ აიძულებს სეულს ანტიჩინური პოზიციის დაკავებას.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here