Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩარევის გამო, აშშ-ის ჰეგემონიის განადგურებისკენ მოუწოდებს

ჩინეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩარევის გამო, აშშ-ის ჰეგემონიის განადგურებისკენ მოუწოდებს

196
ჩინეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩარევის გამო, აშშ-ის ჰეგემონიის განადგურებისკენ მოუწოდებს

სამართლიანობისთვის მებრძოლის“ ბაირაღი, რომელსაც შეერთებული შტატები ოსტატურად აფრიალებს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, რეალობამ არაერთხელ დასცა და ტალახში ამოსვარა. უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ახლა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ეგრეთ წოდებული გლობალური წესრიგი, რომელიც განიცდის კრიზისებს და რყევებს, მხოლოდ აშშ-ის გლობალური დომინირების პროდუქტია და ემსახურება ამერიკის ინტერესების დაცვას. ამის შესახებ წერს ჩინური გამოცემა Global Times.

სხვადასხვა ქვეყნებს შორის უთანხმოების დათესვით, მათ შორის ვაშინგტონის მოკავშირეებს შორის, ამერიკელი პოლიტიკოსები ხშირად ღიად ავლენენ შეერთებული შტატების ჰეგემონიის გაგრძელების სურვილს.

მაგალითად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ვაშინგტონი, რომელიც მუდმივად ერევა მოვლენებში, მოუწოდებს ევროპას რეგულარულად დათრგუნოს რუსეთის ფედერაცია, მეორე მხრივ კი სასტიკ კონკურენციას იწყებს ევროპის ეკონომიკის გასაუარესებლად. შედეგად, შეერთებული შტატების სანდოობა მისი მოკავშირეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კვლავ იკლებს, ისევე როგორც მისი ჰეგემონია, რომელიც ინიღბება „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგით“.

თუ მომავალი ათწლეული შეიძლება იყოს გადამწყვეტი რაიმესთვის (როგორც ამას თეთრ სახლში აცხადებენ), მაშინ ეს უნდა იყოს ვაშინგტონის ბრუტალური ჰეგემონიის განადგურება და ნამდვილი გლობალური თანასწორობისა და სამართლიანობის დამყარება. ჭეშმარიტი საერთაშორისო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს გაეროს წესდებას და მიზნად ისახავდეს საერთო მომავლის მქონე ადამიანური საზოგადოების შექმნას და არა ვაშინგტონის გრძელი ხელის იურისდიქციას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here