მთავარი საქართველო დავით ჭიჭინაძე: მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება, ხაზარაძე პოლიტიკაში თავის გადასარჩენად...

დავით ჭიჭინაძე: მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება, ხაზარაძე პოლიტიკაში თავის გადასარჩენად შემოდის

185
გააზიარეთ

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება. 

“მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად შემოდის, რადგან დღეს მხოლოდ მიშა “აცოცხლებს” ივანიშვილს, რადგან “ევრონაცებმა” ვერ მოახერხეს, შეექმნათ ალტერნატიული ძალა “არა მიშას” და ამ ეტაპზე მათი მხოლოდ მარგინალიზება ხდება. როგორც ჩანს, ფსონი ამჯერად მამუკა ხაზარაძეზე იდება, როგორც ე.წ. ახალი პროდასავლური მოდელზე, შედარებით ნაკლებად ცუდი ისტორიით.

თუმცა ეს ვითომ “ნაკლებად ცუდი ისტორია” რამდენად დაიტევს საბანკო სისტემის განუკითხაობისა და ბანკირების თავგასულობისგან დაზარალებული ადამიანების ჯარს წართმეული ქონებით, ამას უკვე დრო გვიჩვენებს”, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის თაობაზე ხაზარაძემ საკუთარ “ფეისბუკგვერდზე” დაწერა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here